FM97.5 / LIVE

5 კერძი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში აუცილებლად უნდა გასინჯო

მთავარისიახლე, SK კულინარია 15.07.2019
ხორბლის სამშობლოში პურეული რომ განსაკუთრებით გვიყვარს, ამას ხაჭაპურის პოპულარობაც მოწმობს, თუმცა საქართველოში ცომს იმდენ კერძში მაინც ვერსად ნახავთ, რამდენსაც სამცხე-ჯავახეთში. აქაური ჯიშის ხორბლის ფქვილი თონეში სულ სხვა სურნელს ატრიალებსო, ამბობენ მესხი დიასახლისები.

5 კერძი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში აუცილებლად უნდა გასინჯო

ამიტომაც, როდესაც ამ მხარეში მოხვდებით, უამრავი აუცილებლად სანახავი ადგილის გარდა თქვენს გეგმაში აქაური სამზარეულოც შეიტანეთ. ამ 5 კერძის სახელიც მოინიშნეთ, რადგან თუ ისინი არ გაგისინჯავთ, მაშინ არც სამცხე-ჯავახეთის გემო გაგიგიათ.

1. მესხური ქადა

სურნელი ვახსენეთ და ქადით დავიწყოთ. ქადას მესხეთში თითქმის ყველა ოჯახში აცხობენ. ზოგს ის მარილიანი გულით უყვარს, ზოგს ტკბილით, ზოგსაც კი გულის გარეშე.



2. ლუხუმი

ლუხუმი ერბოში ან ზეთში გამომცხვარი და დაბრაწული პატარა მრგვალი ნამცხვარია, თუმცა უნივერსალურია. მას დესერტადაც მიირთმევენ, თაფლით, ნაღებით ან მურაბით, თუმცა ბევრს ყველთან ან სხვა მარილიან საჭმელთან ერთად ურჩევნია. ლუხუმს ბუშტულასაც ეძახიან, რადგან ცომის ბურთულა ცხელ ტაფაზე დადებისთანავე ბუშტივით იბერება.



3. თუთმაჯი

აქაც ცომის ბურთულებია, ე.წ. მურკლები ან კორკოლიტები, თუმცა თუთმაჯი წვნიანია და მას თითქმის ყველა მესხურ ოჯახში სასურველ ვახშმად მიიჩნევენ.



4. მაკარლამა

თუთმაჯივით თითქმის ყოველდღიურად ამზადებენ მაკარლამასაც. მოხარშული ცომის ნაჭრები ზემოდან მოყრილი ნიგვზით, ყველითა და მოხრაკული ხახვით, ჩვენს მხარეში ძალიან პოპულარულია.



5. აპოხტის ხინკალი

ამ კერძს სხვაგან მაინც ვერსად შეჭამთ, ის სამცხე-ჯავახეთის ექსკლუზივია. აპოხტი ჯავახურად გამხმარ, გამომშრალ ხორცს ნიშნავს. მართალია აპოხტის ხინკალს უფრო ხშირად ზამთრობით ამზადებენ, თუმცა ბევრ ოჯახში ხინკლისთვის გამომშრალ ხორცს ამ დრომდეც ინახავენ.



თუ საჭმლის მომზადება გიყვართ, ან იმის ყურება მაინც, როგორ ამზადებენ კერძებს, მაშინ თვალი ადევნეთ SKკულინარიას. აქ სხვა გემრიელ, უცხო და მარტივად მოსამზადებელ კერძებსაც ნახავთ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

Skკულინარია: ლუხუმი [Video]
Skკულინარია: აპოხტის ხინკალი [Video]
სუჯუხი და ბასტურმა - როგორ ამზადებენ ცნობილ დელიკატესებს სოფელ სხვილისში [ფოტო/ვიდეო]
Skკულინარია: თუთმაჯი [Video]
ბატის ჩაშუშული – უძველესი მესხური საახალწლო კერძი [Video]
Skკულინარია: ქადა  [Video]
SKკულინარია: ერიშტა [ვიდეო]