FM97.5 / LIVE

ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

მთავარისიახლე, განათლება 22.05.2019
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე მსოფლიოს ტექნოლოგიური კონკურსის ფინალში მოსახვედრად იბრძვის. გოგოებმა სპეციალური აპი შექმნეს, რის მიხედვითაც ტურისტები საქალაქო ტრანსპორტის მარშრუტის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.

ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს
თაკო თათეშვილმა,მარიამ აფრიამაშვილმა, ნინო ჟუჟუნაძემ, სალომე გვირჯიშვილმა და ნია კაჭკაჭაშვილმა ინგლისურენოვანი აპი შექმნეს, რომლის საშუალებითაც ტურისტი მიიღებს ინფორმაციას როგორც ქალაქის შიდა, ასევე საქალაქთშორისო ტრანსპორტის მოძრაობის განრიგის შესახებ. აპი ასევე უჩვენებს ავტობუსის გაჩერების რუკასაც.

„ტურისტებისთვის, რომელბიც საქართველოში მოგზაურობენ, რთულია ტრანსპორტით გადაადგილება და აქვთ ენობრივი ბარიერი. გადავწყვიტეთ ამ, პროგრამის საშულებით მიგვეწოდებინა ინფორმაცია მაგალითად რა ღის მგზავრობა, რომელ საათზე გადის მიკროავტობუსი, რა დრო დასჭირდება ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლას“,–ამბობს თაკო თათეშვილი.

გოგოები სპეციალური პროგრამის შექმნაზე ხუთი თვის განმვალობაში მუშაობდნენ. ამ ეტაპზე პროგრამაში მოცემულია ინფორმაცია შემდეგ ქალაქებზე, ესენია ახალციხე, ახალქალაქი, ბორჯომი, ნინოწმინდა, გორი, თბილისი, ბათუმი და ქუთაისი.

„გვინდა, რომ დავამატოთ ინფრომაცია მთელი საქართველოს სხვა ქალაქების შესახებაც“, – ამბობს თაკო თათეშვილი.

საქართველოს პირველობისთვის 13 გუნდი იბრძოდა. პროექტში “ტექნოლოგია საქართველო“ გამარჯვებული 21 მაისს გამოვლინდა.

გამარჯვებული გოგონები მსოფლიოს ტექნოლოგიური კონკურსის ნახევარფინალში არიან, ისინი ამჯერად სხვა ქვეყნების გამარჯვებულ გუნდებს შეეჯიბრებიან. გამარჯვების შემთხვევაში კი კალიფორნიაში, სილიკონის ველზე გაემგზავრებიან, რომელიც არის მსოფლიოს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონა.

ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი მოსწავლეების მიერ შექმნილი აპლიკაცია GOGEOGO ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალშია
ავანგარდი: ’ნატო - საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივა’-კონკურსის გამარჯვებული გოგონები [აუდიო]
ავანგარდი: თანამედროვე ტექნოლოგიების შემოქმედი გოგოები ახალციხიდან [აუდიო]
ესეების კონკურსში  ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს
საქართველოს რკინიგზის საჩუქარი  მგზავრებს ®

იწყება პროგრამა ‘სტარტაპ საქართველო’
ახალციხელმა სპორტსმენებმა კიკბოქსინგში გუნდური პირველობა მოიპოვეს