FM97.5 / LIVE

შს მინისტრმა 19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური ბრძანება გამოსცა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.05.2019
19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ სპეციალური ბრძანება გამოსცა.

შს მინისტრმა 19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური ბრძანება გამოსცა

ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში, სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.
გარდა ამისა, ბრძანება ყველა პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.

გარდა ამისა, მინისტრმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მემორანდუმი გააფორმა.
დოკუმენტს ხელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ - თამარ ჟვანიამ მოაწერეს.

მემორანდუმით განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად მხარეთა თანამშრომლობას, ერთობლივი ღონისძიებებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

19 მაისს, აბასთუმნის N2 საარჩევნო უბანზე შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩეველმა არჩევანი ცხრა კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შს სამინისტროსა და ცესკოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით  შსს–მ და ცესკომ მემორანდუმი გააფორმეს
შსს საარჩევნოდ სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით სპეციალურ ჯგუფებს ქმნის
საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს
არჩევნებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
არჩევნებისთვის რეგიონის პოლიციის უფროსები სპეციალურ ჯგუფებს შექმნიან
ხვალ, 19 მაისს საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება