FM97.5 / LIVE

ახალციხის სკოლებში გათბობა გათიშეს – მოსწავლეები ამბობენ, რომ კლასებში ცივა

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.04.2019
ახალციხის საჯარო სკოლების ნაწილში გათბობა 15 აპრილიდან გაითიშა. მოსწავლეები ამბობენ, რომ საკლასო ოთახებში ცივა და გაკვეთილზე ქურთუკებით სხედან.

ახალციხის სკოლებში გათბობა გათიშეს – მოსწავლეები ამბობენ, რომ კლასებში ცივა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო რვა დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღე–ღამის განმავლობაში 13 გრადუსი იყო, ყველაზე დაბალი კი –1.

პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ნაწილი ამბობს, რომ იმ ოთახებში, სადაც მზე არ შედის ცივა, ამიტომ იძულებულები არიან გაკვეთილზე ქურთუკები ჩაიცვან: „როცა გარეთ ცუდი ამინდია კლასშიც გვცივა, ამიტომ ვუთხარი დედას, რომ უფრო თბილად ჩამაცვას“.

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ჟუჟუნა გოგოლაურის განცხადებით, გათბობა შენობაში 10 აპრილს გათიშა, 15 აპრილამდე კი დილის საათებში ორი საათით რთავდა: „კანონის ფარგლებში ვმოქმედებ. პირველი აპრილიდან ითიშება სკოლებში გათბობა. მოდით და ნახეთ კლასებში თბილა, ფანჯრები აქვთ ღია. გაზი არის ძვირი სიამოვნება, ამიტომ ზედმეტად ვერ მოიხმარ“.

ცენტრალური გათბობა გათიშულია ახალციხის მეხუთე და მესამე საჯარო სკოლებშიც.

„ორი შვილი მყავს მესამე და მეორე კლასელი, რამდენიმე დღის წინ მითხრეს ბავშვებმა რომ გაკვეთილებზე სცივათ. გავბრაზდი და მასწავლებელსაც ვუთხარი“, – ამბობს მეხუთე სკოლის მოსწავლეების მშობელი.

მეექვსე საჯარო სკოლასა და კერძო სკოლა „მზექაში“ კლასები ამ დრომდე თბება. დირექტორები ამბობენ, რომ მანამდე იქნება გათბობა ჩართული ვიდრე ეციება.

„ამ კვირის ბოლომდე გვექნება გათბობა ჩართული, შემდეგ გავთიშავთ. თუ უამინდობა გაგრძელდება ისევ გავათბობთ კლასებს“, – ამბობს „მზექას“ დირექტორი ბელა კაპანაძე.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგულაცია როდის უნდა ჩაირთოს ან გამოირთოს გათბობა სკოლებში არ არსებობს, ამ გადაწყვეტილებას სკოლის დირექცია იღებს.

„ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ ამ საკითხს, თუ სკოლებში ცივა, ვეტყვით რომ ჩართონ გათბობა“, – აცხადებენ განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის (amindi.ge) მიხედვით უამინდობა ახალციხეში 17 მაისამდე გაგრძელდება. მაქსიმალური ტემპერატურა 17–21 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში ტეპერატურა 5–7 გრადსამდე დაიწევს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეექვსე საჯარო სკოლაში ისევ ცივა

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში გათბობა ჩაირთო
ახალციხეში 39  სკოლიდან 24  შეშის ღუმელით თბება
ახალქალაქის სკოლებში ისევ შეშის ღუმელით გათბებიან
მესამე დღეა ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში გათბობა არ აქვთ
უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გათბობა გაითიშა