FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოთხი ცენტრი აშენდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.03.2019
2019–2020 წლებში, სამცხე–ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები აშენდება. რეგიონის მასშტაბით, ყველა მოქმედ ამბულატორიას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოთხი ცენტრი აშენდება

ორი წლის განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები ასპინძაში, ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში აშენდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიმარტეს, სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ყველა მოქმედ ამბულატორიას. იგეგმება ახალი ამბულატორიების აშენებაც, თუმცა რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი შენობა აშენდება ამ ეტაპზე უცნობია.

"საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრავენ, ჯერ არ არის ცნობილი რამდენ ახალ ამბულატორიას ააშენებენ, სამუშაო პროცესია", – განმარტეს ჯანდაცვის სამინისტროში.

სასწრაფო დახმარების ობიექტებისა და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო 20 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ორი წლის განმავლობაში ქვეყნის რეგიონებში 360-ზე მეტი სამედიცინო ობიექტი აშენდება და გარემონტდება.

შეგახსენებთ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი უკვე აშენდა ახალციხესა და ბორჯომში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება
ადიგენში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება
ასპინძაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის შენობა აშენდება
ბაკურიანში სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება
სამცხე ჯავახეთში 6 ამბულატორია აშენდება
სამცხე-ჯავახეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 16 ავტომობილი გადაეცა
ბორჯომში სასწრაფო დახმარების ცენტრი შენდება