FM97.5 / LIVE

'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 20.03.2019
ახალციხეში, სოფელ ანდის სკოლის შენობის შესასვლელში მართლმადიდებლური ხატებია გაკრული. აქ რელიგიურ დღესასწაულებზე მუსხის ტაძრის წინამძღვარი მოდის და ლოცვისთვის სოფლის მოსახლეობაც იკრიბება. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში ტაძარი არაა და ამიტომ სხვა გზა არ აქვთ.

'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

სოფელ ანდაში 20–მდე კომლი ცხოვრობს, სკოლაში კი მხოლოდ ერთი, მეოთხე კლასის მოსწავლე და ერთი მასწავლებელია. ოთხოთახიანი სკოლა სოფლის ცენტრშია. შენობაში ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახი და სათავსოა მოწყობილი. სკოლის შესასვლელში მართლმადიდებლური ხატებია გაკრული, მოწყობილია სასანთლე, კანდელი, აქვე დევს სახარება, მოსახსენიებელი და ლოცვის წიგნებიც. სამლოცველო სკოლაში მრავალი წელია ფუნქციონირებს.

“ჩემთვისაც ძალიან ძვირფასია ეს ხატები, არ შემიძლია სხვა რამე კომენტარი გავაკეთო“, – გვითხრა ანდის სკოლის მასწავლებელმა ნინო ივანიძემ და დირექტორთან გადაგვამისამართა.

'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

თუმცა, ვიდრე ანდის სკოლის დირექტორს შევხვდებოდით, სოფელში ადგილობრივებს გავესაუბრეთ. აქ მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ სოფელს ტაძარი არ აქვს და სალოცავად სკოლის შენობას იყენებენ. დღესასწაულებზე კი მეზობელი სოფლიდან, მუსხიდან იქ არსებული ტაძრის წინამძღვარი გაბრიელ ბურჭულაძე მიდის.

„რაც ეს სოფელი არსებობს, ტაძარი არ გვაქვს. ასაშენებლად ადგილიც კი გამოვყეთ, მაგრამ ჯერ მშენებლობა არ დაწყებულა. ამიტომ დღესასწაულებზე სკოლაში მივდივართ ხოლმე და ადგილობრივი მამაოც ამოდის მუსხიდან“, – გვიყვება სოფელ ანდის მკვიდრი უშანგი ინასარიძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სკოლაში მირონმდინარე ხატიცაა.

„წმინდა ივერიელის სახელობის ხატი ჩამოაბრძანა მამაომ და იმის მერე სკოლაში მოსახლეობამ მეტი ხატი მიიტანა. ჩავდივართ, მართლმადიდებელი ხალხი ვართ და პირჯვარს მაინც ვიწერთ“, – გვითხრა ანდაში მცხოვრებმა თამაზ ინასარიძემ.

ანდრიაწმინდის სკოლის დირექტორი ლამზირა ჩხაიძე გვიდასტურებს, რომ სკოლაში მუსხის ტაძრის წინამძღვარი ნამდვილად მიდის ხოლმე, ოღონდ იშვიათად: „მიუღებელია ნამდვილად სკოლაში ხატები, მაგრამ სოფელში ფიზიკურად სხვა ადგილი არ იყო, რომ ხატები დაებრძანებინათ. ათასში ერთხელ ადიოდა მამაო. როგორც ასეთი იქ აღარავინ აღარ შედის. მამაოს ველაპარაკეთ და აპირებს, რომ ხატები შენობიდან გამოიტანოს“.

სკოლის დირექციაში აცხადებენ, რომ ხატები მირონცხებული იყო და ამიტომ სასულიერო პირის გარეშე, თვითონ ვერ გამოიტანდნენ.

„შემეძლო ბიბლიოთეკაში დამესაწყობებინა, მაგრამ მამაომ გვთხოვა, ჩემს გარეშე ხელი არ მოკიდოთო და ამ დრომდე ასეა, ველოდებით მას. დაგვპირდა, რომ უმოკლეს დროში ჩამოხსნის“, – გვითხრა დირექტორმა.

მუსხის ტაძრის წინამძღვარმა გაბრიელ ბურჭულაძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ ისურვა: „არ მცალია“ – გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ხათუნა ხმალაძე, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე ექვსი წელია მუშაობს, ამბობს, რომ ამ პრობლემის ცივილური ფორმით მოგვარება უნდოდა: "ჩვენ ველოდებოდით გარკვეულ რეგულაციებს, რომელშიც უნდა დაგვხმარებოდა შესაბამისი სტრუქტურა. ეს ჩვენ ძალებს აღემატებოდა".

შეკითხვაზე, რა აღემატებოდა რესურსცენტრის ძალებს ხმალაძემ გვიპასუხა: "აღარ მინდა განვავრცო ეს საკითხი".

„ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ მე–13 და მე–18 მუხლების მიხედვით „დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის, ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყევენა“, ასევე, „საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლიკის განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს“.

„სანთლის დანთება და ლოცვა რელიგიური რიტუალია. ამიტომ თუ ამას არ იყენებენ აკადემიური მიზნებისთვის, კანონდარღვევა“, – აცხადებენ იურისტები.


'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

მას შემდეგ, რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ სოფელი დატოვა, რედაქციაში სკოლის დირექციიდან ტელეფონით დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ შენობიდან ხატები გაიტანეს.

„მამაო ამოვიყვანეთ და ხატები სოფელ ანდრიაწმინდის ტაძარში დააბრძანა. სკოლაში აღარაა რელიგური დეტალები. სოფლის მოსახლეობაც ანდრიაწმინდაში ივლის–ხოლმე დღესასწაულებზე“, – გვითხრა ანდრიაწმინდის სკოლის დირექტირმა ლამზირა ჩხაიძემ.

გაიტანეს თუ არა ხატები სკოლის შენობიდან და დაშალეს თუ არა სალოცავი კუთხე სასწავლებლის შესასვლელში, „სამხრეთის კარიბჭე“ უახლოეს დღეებში გადაამოწმებს.

'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანდის სკოლიდან, სადაც წირვა–ლოცვა ტარდებოდა, ხატები გამოიტანეს
ახალციხის N5 სკოლის სამლოცველო ოთახიდან ხატები გაიტანეს
ახალციხის N5 სკოლაში სამლოცველო ოთახი დაკეტეს
ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება
„ქართული ოცნების“  დროშა ანდის სკოლაზე
სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]
ახალციხის მერიამ მეთორმეტეკლასელებს ხატები და ნახატები აჩუქა