FM97.5 / LIVE

ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV, რეპორტაჟი 08.03.2019
დილაუთენია დგებიან, საქონელს უვლიან, თბილ-თბილ რძეს ბოთლებში ასხამენ, საკუთარი ხელით ამოყვანილ ყველსა და სათბურიდან აღებულ ბოსტნეულს ჩანთებში აწყობენ და ქალაქისკენ მიეშურებიან. ზოგი პროდუქტს ახალციხის ეზოებში ყიდის, ზოგი - ბაზარში, თუმცა სურვილი ერთია - ჩანთა საღამოს მსუბუქი იყოს.

ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

ეთერ ბერიძე და ანაიდ ვოსკანიანი სოფელ მინაძიდან ახალციხეში კვირაში ორჯერ ჩამოდიან და რძეს, ყველსა და კვერცხს ჩანთებითა და პარკებით მყიდველებთან ეზიდებიან.

ანაიდს, სამი შვილიშვილის ბებიას, სამსახური არასდროს ჰქონია. დილაობით, ქალაქში წამოსვლამდე სახლის საქმეს ასწრებს, საქონელსა და ქათმებსაც უვლის, შემდეგ ჩანთებს ავსებს და სოფლის გაჩერებაზე ეთერს ელოდება.



ეთერს ცალ ხელში ფეხსაცმელი უჭირავს, მეორეში პროდუქტების ჩანთა. გაჩერებასთან მისვლისთანავე ტალახიან კალოშს იხდის და საგანგებოდ ქალაქისთვის წამოღებულ ფეხსაცმელს იცვამს.

დაახლოებით 10 წუთში, მინაძე-ახალციხის სამარშრუტო ტაქსს ისინი ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მიჰყავს. კორპუსის აივნებზე გადმომდგარმა დიასახლისებმა ამ დროს უკვე იციან, რომ სოფლის ახალი პროდუქტი მათ ეზოშია.

მუდმივი მომხმარებელი ჰყავთ და ამ ერთგულებას ძალიან აფასებენ. სჯერათ, რომ თუკი მათი პროდუქტი მუდამ ახალი იქნება, მყიდველიც მეტი ეყოლებათ.

ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]
ეთერ ბერიძე და ანაიდ ვოსკანიანი


„25 წელია, რძეს, ყველსა და კვერცხს ვყიდი, ეს ყველაფერი, ასე, 10 კლიენტისთვის ჩამომაქვს. მათი ძალიან კმაყოფილი ვარ, ერთხელ რომ გასინჯეს და მოეწონათ იმის მერე მათთვის ვმუშაობ. ამით ვირჩენ თავს“, – ეთერსა და მის მეუღლეს ჯერ პენსია არ აქვთ. მათი ძირითადი შემოსავალი ეთერის საქმე და პატარა მიწის ნაკვეთია, რომელზეც თავისთვის სამყოფი ბოსტნეული მოჰყავთ.

ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

დამღლელი დღის ბოლოს, იგივე სამარშრუტო ტაქსს ქალები უკან მინაძეში მიჰყავს. ჩანთები უკვე ცარიელი და მსუბუქია. შინ დაბრუნების შემდეგ შეუძლიათ, თავს ცოტა დასვენების და ჭიქა ყავასთან ერთად, საკუთარ პრობლემებზე საუბრის უფლებაც მისცენ.



ნარინე და მარიამ პოზოიანები ბაზარში სავაჭროდ ნარინეს მეუღლეს მანქანით სოფელი წყრუთიდან ჩამოჰყავს. ნარინე და მარიამი რძლები არიან, ამიტომ რძე, ყველი, მწვანილი და კარტოფილი გასაყიდად ყოველთვის ერთად მოაქვთ. დილაობით ახალციხეში, ბაზრის შესასვლელში სოფლებიდან პროდუქტების გასაყიდად ჩამოსულებს ერთი რიგი უკავიათ. მათ შორის იკავებენ ადგილს ნარინე და მარიამიც, წინ სოფლის ნობათს აწყობენ და მყდიველს ელოდებიან. რძლები ბაზრის შესასვლელში იქამდე დგანან, ვიდრე ყველაფერს არ გაყიდიან. მათგან პროდუქტს როგორც მუდმივი კლიენტები, ასევე, გადამყიდველებიც ყიდულობენ და მერე უფრო ძვირად ყიდიან.

ნარინე პოზოიანი მეუღლესთან, ორ შვილთან, დედამთილთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ განსაკუთრებით სათბურის მოვლა უყვარს: „სათბურიც გვაქვს და ოთხი ძროხავ გვყავს. დილაობით სულ რვა საათზე ვდგები, ჯერ ძროხებს ვუვლი და მერე სახლში საჭმელს ვაკეთებ“.

ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]
მარიამ და ნარინე პოზოიანები


ნარიანე 17 წლის გათხოვდა, ამბობს, რომ ამის გამო ბავშვობის ოცნება, მედდა გამხდარიყო ვერ აისრულა: „ისევ მინდა, რომ მედდა ვიყო, მაგრამ არ მცალია. რაღაცნაირად ცუდად ვხდები–ხოლმე, როცა ავადმყოფ ადამიანს ვუყურებ. ამ დროს განსაკუთრებით მინდა, რომ რამე ვუშველო. ჩემით ერთადერთი ნემსის გაკეთება ვისწავლე“.

16 წლის გათხოვდა მარიამ პოზოიანიც. ერთი შვილის დედა ახლა 21 წლისაა. დილა მისთვის ათ საათზე იწყება. ამბობს რომ მთელ დღეს, ძირითადად, სახლში სამი წლის ბიჭთან ერთად ატარებს და დედამთილს საოჯახო საქმეებში ეხმარება. მისი ოცნება სოფელში საკუთარი სალონის ქონაა: „ძალიან მინდა, რომ სოფელში სალონი გავხსნა, ვისწავლო კოსმეტოლოგია, თმის შეჭრა და ვიმუშაო“.

ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

ნარინეს და მარიამს თავისუფალ დროს მაღაზიებში საყიდლებზე სიარული უყვართ: „თავისუფალი დრო მაქსიმუმ ორი საათი თუ გვექნება მაგრამ უჰ, რომ იცოდეთ როგორ გვიყვარს საყიდლებზე სიარული. როცა შესაძლებლობა გვაქვს, ერთად მივდივართ და ვყიდულობთ ტანსაცმელს. კლასიკური ტანსაცმელი ყველაზე მეტად გვიყვარს“.

ქალთა საერთაშორისო დღეს, რვა მარტს, არც ნარინე და მარიამ პოზოიანები და არც ეთერ ბერიძე და ანაიდ ვოსკანიანი აღნიშნავს. ამბობენ, რომ „რვა მარტი მათთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა და მხოლოდ ის გაახარებთ, თუ სოფლისან ჩამოტანილ პროდუქს დრულად გაყიდიან და სახლში უფრო სწრაფად დაბრუნებას შეძლებენ“.

ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

[მარიამ ბარძიმაძე, ნანა ინასარიძე – ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ნინოწმინდაში სექსუალური შევიწროების ბევრი ფაქტია' - ნარინე გინოსიანი
როცა ხუთი შვილის დედა ხარ
ექვსი შვილის დედა ღრელიდან [Photo]
‘ნახევარი პროდუქტი გადავყარე’– მოვაჭრეები ახალციხის ბაზრის გახსნას ითხოვენ
სამი გოგოს პროფესიული არჩევანი - ხელობა ფინანსური თავისუფლებისთვის
„მაისიდან დავიჯაფებით“  – ქალები სოფელ ურაველიდან [Photo]
შვიდი შვილის მამა: 'მამის დღის აღნიშვნა ჩემთვის სტიმულია'