FM97.5 / LIVE

'იდეა კარგია, მაგრამ ფორმა ნაკლებად სანდო' – ახალციხელები საპენსიო რეფორმაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.01.2019
დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, რომელიც 2019 წლის იანვრიდან უკვე ძალაშია, საზოაგდოებაში არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევს. ახალციხეში მცხოვრებლების ნაწილს, იდეა მოსწონს, თუმცა მასში რისკს ხედავს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რეფორმა არ გაამართლებს.

'იდეა კარგია, მაგრამ ფორმა ნაკლებად სანდო' – ახალციხელები საპენსიო რეფორმაზე

დაგროვებით საპენსიო სისტემას, რომელმაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებაში გარკვეული როლი უნდა შეასრულოს, ახალციხეში თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჰყავს.

რეფორმის მიხედვით, სისტემაში მონაწილეობა სავალდებულოა 40 წლამდე დასაქმებულისთვის, ხოლო ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულისთვის და დასაქმებულისთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე 40 წელი შეუსრულდა.

ეკონომიკის დოქტორი ცისკარა ზარანდია სისტემის მონაწილე ავტომატურად გახდა. მისი თქმით, სისტემა შესაძლო იდეალურად გამართული არ იყოს, თუმცა რეფორმის გატარება მოქალაქეებისათვის ერთგვარი მხარდაჭერაა სახელმწიფოს მხრიდან: "ბევრ ქვეყანაში მიღებულია ეს სისტემა, გვინდა თუ არა ჩვენც ხომ უნდა დაგვეწყო როდესღაც?! ასე რომ კარგია. ეს არის აპრობირებული სისტემა, სხვა ქვეყნებშიც მუშაობს და როგორც წესი ჩვენთანაც უნდა იმუშაოს".

კითხვაზე არსებობს თუ არა რისკი, რომ წლების შემდეგ, ვალუტის ცვლილებამ რეფორმაზე იმოქმედოს, ამბობს, რომ "ეს ჩვეულებრივი საბაზრო კონვერტაციაა. დღეს მყარი თანხა შესაძლოა ხვალ გაუფასურდეს, საბაზრო ეკონომიკაა და ყოველთვია არის რისკი".

რეფორმის რისკებზე საუბრობს ეკონომიკის დოქტორი თინა გელაშვილიც: „ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი იდეაა, მაგრამ გარანტიები არის ბუნდოვანი. როცა ხელისუფლება იცვლება, წინა ხელისუფლების დაწყებულ რეფორმებს სასწრაფოდ აჩერებენ და იწყებენ ახალს. ასე ვტრიალიებთ ერთ წრეზე. თუ იმის გარანტია იქნება, რომ დღეს მიღებულ სახელმწიფო რეფორმას ყველა მიესალმება და მომავალში სხვა ხელისულფლების დროს არ შეჩერდება, რა თქმა უნდა ნაკლები რისკი იქნება გაუმართლებლობის“.

მისივე აზრით, რეფორმა ნებაყოფლობითი უნდა იყოს ყველასთვის: "დაბალ ანაზღაურებადიან მოქალქეებში შეიძლება შიშის ფაქტორმა იმოქმედოს, რადგან მათთვის თითო ლარიც კი მნიშვნელობვანია".

დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვას გეგმავს ასოციაცია "ტოლერანტის" ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი. იგი იმ კატეგორიის პირთა შორის მოხვდა, ვინც სისტემას ნებაყოფლობით ირჩევს. ამბობს, რეფორმა კარგია, თუმცა მას თან ხარვეზებიც ახლავს, პირველ რიგში კი გასათვალისწინებელია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა.

"ადამიანი, რომელიც 200 და 150 ლარს იღებს ხელფასს, როგორ დააგროვებს? მაშინ ჯერ კანონი უნდა გამოსულიყო მინიმალური ხელფასის განსაზღვრისთვის. ამის შემდეგ შეიძლებოდა 40 წლის ადამიანების ჩართვაც",– ამბობს ცირა მესხიშვილი.

რეფორმა არ მოსწონს და არც სისტემაში ჩართვას აპირებს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი მაკა სუდაძე – "არაა მყარი მექანიზმები და ბევრ კითხვას პასუხგაუცემელს ტოვებს".

მისივე განმარტებით, არ არსებობს გარანტიები, რომლის მიხედვითაც, წლების შემედეგ დაგროვენბული პენსია ისევ თავად მოხმარდება: "რეფორმა ბუნდოვანია, ფული რამდენად დაცული იქნება წლების განმავლობაში და იგევე ხომ არ მოხდება რაც ჩვენს მშობლებს დაემართათ?!"
სუდაძე ამატებს, რომ რეფორმა შემოსავლების აკუმულირებისთვისაა, რათა სახელმწიფოს დამატებითი თანხა გაუჩნდეს.

"ძლიან ბუნდოვანია ის რასაც პირდებიან მოსახლეობას: როგორ მოხდება თანხის აკუმულირება, შენახვა, დაბანდება და ა.შ. ვფიქრობ, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ არჩევანი, ჩაერთონ ამ სახელმწიფო პროგრამაში ან არ ჩაერთონ. ამ ფორმით და ამ სახით, როგორც არის წარმოდგენილი ეს რეფორმა არ მომწონს", – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირის" ხელმძღვანელი გია ანდღულაძე და ამატებს, რომ სისტემაში ჩართვას არ აპირებს.

არჩევანის საშუალებისა და საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, სისტემაში ავტომატურად ჩაერთო "სასოფლო საკონსულტაციო ცენტრის" დირქტორი გურამ ჯინჭველაძე. სისტემის იდეა მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ არსებობს რისკ–ფაქტორები, მათგან ყველაზე მწვავე კი ინფლაციისა და დაბანდებული ფულის მოხმარების საფრთეებია: "რეფორმა ინფლაციის მაჩვენებელს, როგორც პრობლემას არ ითვალისწინებს. 30 წლის მერე ვალუტა როგორი იქნება არავინ იცის. შეიძლება 500 ლარი იყოს დღევანდელი 10 ლარი, შეიძლება პირიქით. ასევე, შესაძლებელია ამ ფულის არასწორი განკარგვა მოხდეს და პენსიის მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს", – განმარტავს გურამ ჯინჭველაძე.

საპენიო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ძალაში 2019 წლის იანვრიდან შევიდა. რეფორმის მიხედვით, მოქალაქეს საშუალება აქვს თავისი პენსია თვითონ დააგროვოს, წლების განმავლობაში დაგროვებული თანხა კი საპენსიო ასაკის მიღწევისას უკან დაუბრუნდება. პარალელურად იარსებებს დღევანდელი პენსიების გაცემის სისტემაც, ანუ სოციალური პენსიაც. დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება კი "ღირსეული სიბერის შექმნას" უკავშირდება.

დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6% გროვდება. აქედან 2% დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2%–ს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2%–ს კი - სახელმწიფო.

დამსაქმებელი დაგროვებით საპენსიო სქემაში თანხის არ შეტანის შემთხვევაში პირველ ჯერზე 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 1000 ლარით დაჯარიმდება.

საპენსიო სქემის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი იქნება საპენსიო სააგენტო. პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაგროვებული თანხა მემკვიდრეს გადაეცემა.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაგროვებით საპენსიო სისტემას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება
ახალციხეში ‘სოციალ დემოკრატებმა’ ალტერნატიული საპენსიო რეფორმა წარადგინეს
‘გამოკითხულთა 80% დაგროვებითი საპენსიო პროგრამაში ჩართული არ არის’ – NDI
40 წელს გადაცილებულ პირებს საპენსიო სისტემიდან გასვლა შეუძლიათ
7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა
საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს