FM97.5 / LIVE

ახალციხეში სტომატოლოგიური კლინიკიდან მობილური მოიპარეს

მთავარისიახლე, სამართალი 24.12.2018
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში სტომატოლოგის თანაშემწეს მობილური ტელეფონი მოპარეს. მომხდარს ახალციხის რაიონული სამმართველო ქურდობის მუხლით იძიებს.

ახალციხეში სტომატოლოგიური კლინიკიდან მობილური მოიპარეს

შემთხვევა 22 დეკემბერს, დაახლოებით, 09:00 საათზე მოხდა. თანამშრომელს „ასუსის“ ფირმის მობილური ტელეფონი შესასვლელში დასატენად ჰქონდა შეერთებული, ერთ–ერთი პაციენტის კლინიკაში შესვლის შემდეგ კი დაიკარგა.

„კლინიკაში მამაკაცი შემოვიდა, ყბა ჰქონდა გასიებული. ტელეფონი შესასვლელში დივანზე იდო. დაველაპარაკე ამ კაცს, ვკითხე რა აწუხებდა, მაგ დროს იქ სხვა არავინ იყო. მაშინვე ვერ შევიდა ექიმთან, იცდიდა, მერე ადგა და წავიდა. ცოტახნის მერე გამოვიდა სტომატოლოგის თანაშემწე ოთახიდან და ეს კაცი რომ არ დახვდა, მობილური მოიკითხა, რომ დაერეკა, მაგრამ ადგილზე აღარ დახვდა“, – გვიყვებიან კლინიკაში.

სამართალდამცველებმა, მომხდარიდან მალევე, ქურდობაში ბრალდებული 1991 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის ა პუნქტით მიმდინარეობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მაღაზიიდან მობილური მოიპარეს
პოლიციამ მოპარული მობილური ტელეფონები ამოიღო
‘ძირს ეგდო და სისხლის გუბე იყო გარშემო’ – ახალციხეში 27 წლის კაცს სცემეს
ახალქალაქში ტრაქტორის ქურდობისთვის ორი პირი დააკავეს
ყაჩაღობასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული დააკავეს – რა მოხდა სოფელ ფხეროში
შსს–მ ნინოწმინდაში ერთი პირი დააკავა
სოფელ წყალთბილაში ძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს