FM97.5 / LIVE

UNICEF: მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.12.2018
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში მშობლების დიდი ნაწილი სიძნელეებს განიცდის მოზარდთა აღზრდის პროცესში, მოზარდები კი ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას.

UNICEF: მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას

საქართველოში მოზარდთა მშობლების უმრავლესობა მიმართავს აღზრდის ავტორიტარულ სტილს, რომელიც მოიცავს ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს; მშობლები ძირითადად ზრუნავენ მოზარდების მატერიალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე, ნაკლებად - მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე - ასეთია საქართველოში ‘მოზარდთა მშობლობის და მათი მხარდამჭერი პროგრამების კვლევის’ შედეგები, რომელიც 10 დეკემბერს გამოქვეყნდა.

„მოზარდობის პერიოდი კრიტიკულია ბავშვის განვითარებისათვის და დიდწილად განსაზღვრავს მის შემდგომ ცხოვრებას",– განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.

მისი თქმით, მშობლებს კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული ის როლი და გავლენა, რაც მათ აქვთ თავიანთ შვილებთან დაკავშირებით. მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს მოზარდობის პერიოდთან დაკავშირებული სიძნელეების გადალახვაში და საჭირო უნარების განვითარებაში. თუმცა, მშობლებს თავადაც სჭირდებათ დახმარება ამ მიმართულებით: ''საქართველოში არ არსებობს მოზარდთა მშობლობის გაძლიერებისაკენ მიმართული პროგრამები. ჩვენი კვლევის მიზანია, დავეხმაროთ სახელმწიფოს, შეიქმნას მოზარდთა მშობლების მხარდამჭერი პოლიტიკა და პროგრამები, რათა მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ პოზიტიური აღზრდის მეთოდები და დაეხმარონ მოზარდებს“.

კვლევის თანახმად, საქართველოში მოზარდთა მშობლების დიდი რაოდენობა სიძნელეებს განიცდის მოზარდთა აღზრდის საქმეში. მოზარდები მათთვის ყველაზე ემოციურ პერიოდებში ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას, რაც უარყოფითად აისახება მათ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე. მშობელთა მცირე რაოდენობა არის ჩართული მოზარდისათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, როგორიც არის: მოზარდთა ჯანმრთელობა, ჯანმრთელობისათვის სარისკო ქცევების პრევენცია, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ძალადობის პრევენცია.

კვლევის მიზანი იყო საბაზისო ინფორმაციის მოპოვება იმის თაობაზე, თუ როგორ ესმით და აღიქვამენ მშობლობას და აღზრდის რა მეთოდებს იყენებენ მოზარდი ბიჭებისა და გოგოების მშობლები/აღმზრდელები საქართველოში; რა გავლენას ახდენს მიკრო და მაკრო ფაქტორები მშობლობის ზოგად დინამიკაზე და აღმზრდელობით მეთოდებსა და სტილზე; ასევე თუ ვის მიმართავენ მოზარდები და მათი მშობლები ფორმალური და არაფორმალური მხარდაჭერისთვის.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ექიმი გვირჩევს: მოზარდთა სტომატოლოგია [Video]
ახალციხეში ‘ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის’ მუშაობას გაეცნენ
ექიმი გვირჩევს: მოზარდთა სტომატოლოგია [Audio]
რა ტიპის დარღვევებით მიმართავენ ბავშვთა განვითარების ცენტრს ახალციხეში
'სტიგმას აუტიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩენს’
საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები - UNICEF
World Vision: ახალციხისა და ადიგენის სოფლებში ბავშვთა შრომის მაჩვენებელი მაღალია