FM97.5 / LIVE

ახალციხეში, 26–ე ნაოხრების საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს

მთავარისიახლე, სამართალი, არჩევნები 27.11.2018
N26 ნაოხრების საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საოლქო კომისიაში მანუჩარ ფანგანს, უბანზე საარჩევნო სიების ჩამოხევაში ადანაშაულებენ. ფანგანი მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ გადასატანი ყუთის სია არაბუნებრივადაა გაზრდილი.

ახალციხეში, 26–ე ნაოხრების საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს

ვითარება საარჩევნო უბანზე, დაახლოებით, 13:00 საათზე დაიძაბა. საუბნო კომისიის წევრების თქმით, ამ დროს შენობაში ორი პირი შევიდა, მათ შორის ერთ–ერთი ახალციხის საოლქო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მანუჩარ ფანგანი იყო და ცესკოს შესაბამისი ბეიჯიც ეკეთა.

„ორივე მოვარდა და უბანზე გამოკრული სიები ჩამოგვიხია. ეს ძველებია და ახლები უნდა გააკრათო“, – ამბობს საუბნო კომისიის წევრი "ქართული ოცნებიდან" სოფია ქოსიანი.

ამ დროს საარჩევნო უბანზე არ იმყოფებოდა თავმჯდომარე ვიქტორ მურადიანი. თუმცა, როგორც იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, უბანზე გაკრული სიები პირველი ტურის შემდეგ განახლებული იყო, ამის შესახებ კი შვიდი ფურცლიდან, მხოლოდ ერთს, პირველს ჰქონდა მითითებული: „ალბათ ეს ვერ დაინახეს და ძველი ეგონათ. ამიტომ როგორც კი ეს ამბავი გავიგე, პოლიცია გამოვიძახეთ. დავრეკეთ საოლქოშიც“.

მანუჩარ ფანგანი ამბობს, რომ მას უბანზე გამოკრული სიები არ ჩამოუხევია, თუმცა ჩამოხსნა: „კენჭისყრის ოთახში ჰქონდათ გამოკრული და ვუთხარი, რომ უნდა გამოეკრათ გარეთ“.

ფანგანის თქმით, ნაოხრებში არჩევნების გაყალბებას ცდილობენ, რადგან გადასატან ყუთზე ამომრჩევლების რაოდენობა 12–დან 40–მდეა გაზრდილი: „დავინტერესდი მართლა სჭირდება თუ არა გადასატანი ყუთი 40 ადამიანს უბანზე, სადაც 400–მდე კაცია რეგისტრირებული. ეს ამომრჩევლის 10 პროცენტია. თან გარდა ამისა, იმ სიებთან გაკრული არ ჰქონდათ გადასატანი ყუთის სიები. როცა ეს საკითხები გავაპროტესტე, საოლქო კომისიაში, მხარი არავინ დამიჭირა“.

ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი აცხადებს, რომ „ამ წუთში ბიულეტენებს გასცემს და კომენტარს მოგვიანებთ გააკეთებს“.

სოფია ქოსიანი ამბობს, რომ N26 საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთში არა 40, არამედ 36 ამომრჩეველია რეგისტრირებული: "მანუჩარ ფანგანმა მანქანით წამიყვანა იმ მისამართებზე, სადაც გადასატანი ყუთები უნდა მივიტანოთ, იქ ნამდვილად ისეთი პირები დაგვხვდნენ ვისაც გადაადგილება არ შეუძლიათ".

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ვალეს პოლიციის განყოფილებაში შეტყობინება ნამდვილად შევიდა და შემთხვევის ადგილზეც გავიდნენ, თუმცა „ეს მათი რეაგირების სფერო არ არის და ამიტომ შეტყობინება ახლციხის მერიაში გადაამისამართეს“.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ "სამუშაო დღის დასრულებამდე უწყებაში შეტყობინება არ შესულა".

„მართლაც საეჭვოა, რამ გახადა ამდენი ადამიანი ცუდად. თუ აქამდე 12 კაცი იყო, ახლა 40–მდე ადამიანი როგორ გახდა ისე, რომ საარჩევნო უბნამდე ვეღარ მიდის. აქ დარღვევა არ არის, თუმცა ეს საკითხი ნამდვილად გადასამოწმებელია“, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ირუსიტი ქეთი ბებიაშვილი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხმაური გადასატანი ყუთების ირგვლივ
ბორჯომში, 25–ე უბანზე, ორი საჩივარი დაიწერა
გადასატანი ყუთის მოთხოვნის დრო იწურება
N32–ე ახალციხის უბანზე ოთახში არ იდგა ქსეროქსის აპარატი
სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა
N35 აწყურის უბანზე 2 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა