FM97.5 / LIVE

მიქელ თამარათი - ემიგრანტი რაბათის უბნიდან და ევროპიდან შექმნილი ქართული ისტორია

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.11.2018
„არაკეთილი აზრებისთვის“ რუსეთის იმპერიამ მას ჯერ მსახურება, შემდეგ კი საქართველოში ცხოვრება აუკრძალა. ასე აღმოჩნდა, მე-19 საუკუნის მიწურულს,ემიგრაციაში ქართველი კათოლიკე მღვდელი, რომლის ნაშრომებმაც, მალე, ევროპის სამეცნიერო წრეები - საქართველოზე, ხოლო საქართველო მეორე „ქართლის ცხოვრების“ ავტორზე აალაპარაკა.

მიქელ თამარათი - ემიგრანტი რაბათის უბნიდან და ევროპიდან შექმნილი ქართული ისტორია

თუმცა იმპერიისგან გაძევებულ და ემიგრაციაში დაღუპულ მიხეილ თამარაშვილს, მოგვიანებით, არც საბჭოთა ხელისუფლება მიიღებს. მის სამშობლოში დაბრუნებასა და აღიარებას კიდევ რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება.

მიქელ თამარათი - ემიგრანტი რაბათის უბნიდან და ევროპიდან შექმნილი ქართული ისტორია
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი. მიხეილ თამარაშვილი


ახალციხელი პეტრე თამარაშვილის ოჯახში რვა ბიჭი და ორი გოგონა იყო. მამამ ჯერ კიდევ 14 წლის ალექსანდრეს (მიხეილ თამარაშვილის სახელი ერისკაცობაში) განსაკუთრებული ნიჭიერება შეატყო და ხელობის შესწავლის ნაცვლად, რაბათის დასახლებაში, ქვემო ეკლესიის სამრევლო სკოლაში, კათოლიკე მოძღვარს, თეოლოგს, ეთნოგრაფს, ისტორიკოსსა და პუბლიცისტს, ივანე გვარამაძეს მიაბარა.

მიქელ თამარათი - ემიგრანტი რაბათის უბნიდან და ევროპიდან შექმნილი ქართული ისტორია
ფოტო: სამცხე–ჯავახეთის მუზეუმი. თამარაშვილების სახლი ახალციხეში, რომელიც აღარ არსებობს


ხელობის სწავლა მაინც მოუწია. მამის გარდაცვალების გამო, ჯერ კიდევ 14 წლისა, უფროს ძმებთან ერთად იძულებული გახდა, ოჯახზე ეზრუნა. ხარაზად მუშაობდა ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ხაშურში.

1878 წლიდან, ივანე გვარამაძის რჩევითა და ხელშეწყობით, კონსტანტინოპოლში იწყებს სწავლას, ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის, სტამბოლში ქართული მონასტრის დამაარსებლის, პეტრე ხარისჭირაშვილის სამრევლო სასწავლებელში. განათლების მიღებას, 1881–1883 წლებში, უკვე ესპანეთის სასულერო სემინარიაში აგრძელებს. 1888 წელს ამთავრებს პარიზის წმინდა ლაზარეს სასულიერო სასწავლებელს და სამშობლოში ბრუნდება.

თბილისში, ქართველ კათოლიკეთა მიძინების ეკლესიის მრევლი დღითიდღე იზრდება. ამის მიზეზი ეკლესიის ახალი წინამძღვარია, რომლის ქადაგებებიც ეროვნული იდეებითაა სავსე. მყისიერად იზრდება რუსეთის იმპერიის უკმაყოფილებაც, რომელიც ამ ქადაგებებში საფრთხეს ხედავს. 1889 წელს, დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში, მიხეილ თამარაშვილი უკვე სამუდამო ემიგრაციაში მიდის.

რომში გადახვეწილი თამარათი, იტალიაში მას ასე იცნობენ, 1894 წელს, ღვთისმეტყველების დოქტორის წოდებას იღებს. ამ პერიოდიდან ის ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებში ეძებს და იკვლევს საქართველოს ისტორიის ამსახველ მასალას, ხოლო 1902 წელს, გამოდის წიგნი "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის".

მიქელ თამარათი - ემიგრანტი რაბათის უბნიდან და ევროპიდან შექმნილი ქართული ისტორია„ეს მარტო კათოლიკობის ისტორია კი არ არის, არამედ საქართველოს შინაგანი ცხოვრების და პოლიტიკური მდგომარეობის ისტორიაა: “და ამ მხრივ ეს შესანიშნავი წიგნი მეორე ქართლის ცხოვრებაა“, - წერდა ილია ჭავჭავაძის „ივერიის“ 254-ე ნომერში.

„მეტადსამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ქართველს, თუ ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი არ არის, ქართველად არ მიაჩნია. კათოლიკე ქართველს ფრანგს ეძახის, გრიგორიანელ ქართველს სომეხს, მუსლიმ ქართველს თათარს. ამას სჩადის არამარტო წერა-კითხვის უცოდინარი ქართველი, არამედ, ხშირად, ნაირნაირი სამეცნიერო ჩინ-მედლით აღჭურვილიც“,– თითქმის მთელი საუკუნის შემდეგ, 1994 წელს, თამარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ წერილში დაწერს აკაკი ბაქრაძე.

„13–ე საუკუნეში კათოლიკობამ იმძლავრა საქართველოში, ჩვენი მეფის თხოვნით კი რომის პაპმა სასულიერო პირები გამოგზავნა, რომლებსაც მისიონერები ეწოდათ. სამწუხაროდ, ის ადამიანები ვისაც ცოდნა არ აქვთ, ფრანგულად მოსაუბრე მისიონერების გამო, დღესაც ფრანგებს გვიწოდებენ, მე ვარ ქართველი და ფრანგად მოხსენიება ჩემთვის დამამცირებელია,“ - პრობლემაზე, რომელზეც ჯერ თამარაშვილი, შემდეგ კი ბაქრაძე ლაპარაკობდა, დღეს კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ზურაბ კაკაჩიშვილიც საუბრობს.

დეკანოზი ზურაბ კაკაჩიშვილი, ღვთისმსახურების დოქტორი და კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახურია. დღეს ის ადიგენში, სოფელ არალში ცხოვრობს და ხუთი სოფლის – არლის, უდის, ბენარის, უნწის და აბასთუმნის წინამძღვარია: „ჩვენი რელიგია პირველი საუკუნიდან მოდის, უბრალოდ 11–ე საუკუნიდან კათოლიკობა დაერქვა. ამაზე საუბრობს მამა მიხეილ თამარაშვილიც, რომელმაც სამეცნიერო კვლევით დაადასტურა, რომ ჩვენ როგორც ქართველი კათოლიკენი, თავიდანვე ვარსებობდით. მამა მიხეილის სამეცნიერო მოღვაწეობა ქართველებს საშუალებას გვაძლევს, რომ მსგავსი შემოეტევებისგან თავი დავიცვათ".

„ევროპაში ხშირად შევნიშნე, რომ საქართველოს და მის ეკლესიის შესახებ საზოგადოთ არაფერი ცნობა აქვსთ. აქამდის ვერცერთ ქართველმა განიზრახა ევროპისთვის წარედგინა ნამდვილი საბუთებით შედგენილი ისტორია, რათა ზედმიწევნით გაეცნობიერებინა მისთვის საქართველოს დიდებული წარსული", – ამ ფიქრით შეწუხებულ თამარაშვილს დაუწყია საქართველოს ეკლესიის კვლევა, რაც საბოლოოდ, 1910 წელს ფრანგულ ენაზე მისი წიგნის „საქართველოს ეკლესიის ისტორიის“ რომში გამოცემით დასრულდა. წიგნს ორი გეოგრაფიული რუკა, 104 პორტრეტი და სხვა უნიკალური მასალა დაურთო და სულ მალე ევროპის სამეცნიერო წრეებში განხილვის საგნად იქცა. წიგნისგამომცემელს კი ვატიკანის სპეციალური პრემიაც მიენიჭა.

მიქელ თამარათი - ემიგრანტი რაბათის უბნიდან და ევროპიდან შექმნილი ქართული ისტორია„მ. თამარაშვილის შრომით ქართულს ისტორიას დიდი ბრწყინვალე ნათელი მოეფინება. თვით ქართველებზედ აქამდის მრავალნი იმ აზრისანი იყვნენ, რომ საქართველოს ერის და მეფეების ხსენება ევროპის ერთა სულ არ იცოდნენო. ეხლა კი სჩნდება ცხადათ, რომ ძველიდგანვე ევროპიელთაც კარგად სცნობიათ ჩვენი მეფეები და ჩვენს ერსა და მეფეებსაც კაი წარმოდგენა ჰქონიათ მათზედ, ყველა ამების შუამავლად და ელჩებათაც ყოველთვის კათოლიკის ყველა ორდენის მამანი ყოფილან,“ – წერს ზაქარია ჭიჭინაძე 1912 წელს.

ზაქარია ჭიჭინაძის ამავე წიგნში „ქართველ კათოლიკეთ სამშობლო ქვეყნის მოღვაწეები“, 64-ე გვერდზე მოყვანილია რომის გაზეთის ცნობა, რომელიც იუწყება, რომ „1911 წ. მიხეილ თამარაშვილი სააგარაკოთ გაემგზავრა სოფელ სანტ–მარინელლას, სადაც იგი ამზადებდა თავის ეროვნული წიგნის მასალებს. სექტემბრის ორს, 11 საათზედ, სანტ–მარინელას საბანაოზედ დასეირნობდა პროფესორ ავგუსტოსთან ერთად. ამ სეირნობის დროს, ზღვიდგან მოესმათ ყვირილი ერთი ახალგაზრდა ხელოსან დურგლისა, რომ მიშველეთ, ვიხრჩობიო. კაცთ–მოყვარეობით შემკული პროფესორი ავგუსტო შეცურებულა ზღვაში ხელოსნის საშველათ, მაგრამ საქმე გასჭირვებია, მერე ამას მიჰყვა მიხეილ თამარაშვილი. მაგრამ შველა ვეღარ შესძლეს, რამდენიმე ხნის შემდეგ მიხ. თამარაშვილი ზღვიდამ მკვდარი გამოიტანეს, პროფესორის გვამი კი ვერ იპოვეს. მიხ. თამარაშვილი დიდის საერთოს პატივისცემით დაასაფლავეს 7 სექტემბერს".

მიქელ თამარათი - ემიგრანტი რაბათის უბნიდან და ევროპიდან შექმნილი ქართული ისტორია
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი. 1978 წელი, თამარაშვილის დაკრძალვა დიდუბის პანთეონში


ევროპის ინტელექტუალები 20–ე საუკუნის დასაწყისშიც და შემდგომშიც აქტიურად განიხილავდნენ მიხეილ თამარაშვილის სამეცნიერო ნაშრომებს საქართველოს ისტორიის შესახებ, თუმცა საბჭოთა „რკინის ფარდის“ ქვეშ მყოფ მის სამშობლოში თამარაშვილზე ბევრი არაფერი იცოდნენ. ამ ფონზე ერთმა ქართველმა თამარათის სამშობლოში გადმოსვენება გადაწყვიტა და გარდაცვალებიდან 67 წლის შემდეგ, იტალიაში მის საფლავსაც მიაგნო. რეზო თაბუკაშვილმა რომიდან საკუთარი ძალისხმევით ჩამოასვენა თამარაშვილის ნეშტი და ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ, დაარწმუნა საბჭოთა მთავრობა, რომ მას სამშობლოში დაკრძალვა ეკუთვნოდა.

1978 წელს მიხეილ თამარაშვილი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. საქართველოში დაბრუნება მან მხოლოდ ასე და მხოლოდ ემიგრაციაში წასვლიდან 88 წლის შემდეგ შეძლო.

მიქელ თამარათი - ემიგრანტი რაბათის უბნიდან და ევროპიდან შექმნილი ქართული ისტორია
მიხეილ თამარაშვილის წინგი "საქართველოს ეკლესიის ისტორია". 1910 წელი. ორიგინალი.


[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეროვნული იდეით გაერთიანებული მესხი კათოლიკეები [ფოტო/ვიდეო]
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მიხეილ თამარაშვილის 160 წლის იუბილე აღნიშნეს
თბილისში ერთ–ერთ გამზირს მიხეილ თამარაშვილის სახელი მიენიჭა
თამარაშვილის შთამომავლის სახლში შენახულმა მემორიალურმა დაფამ მუზეუმში გადაინაცვლა
SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]
ახალციხეში ორი დიდი ქართველი – მიხეილ თამარაშვილი და რეზო თაბუკაშვილი გაიხსენეს [Photos]
ემიგრაციაში გადახვეწილი ახალციხელი მოღვაწის არქივი სამშობლოში დაბრუნდა