FM97.5 / LIVE

3 წლის ვახოს ხალხის დახმარება სჭირდება [Video, Photo]

მთავარისაზოგადოება, ვიდეო 13.07.2013
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მცხოვრებ ხაჩიძეების მცირეწლოვან შვილს ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროება. ოჯახს მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ აქვს და ერთადერთ გამოსავალს გულისხმიერი ადამიანების დახმარებაში ხედავს.

3 წლის ვახოს ხალხის დახმარება სჭირდება [Video, Photo]
ვახო 3 წლისაა. სიარული არ შეუძლია. მთელი დღე ეზოში, მისთვის გაშლილ ხალიჩაზე თამაშობს. ხანდახან მეზობლად მცხოვრები თანატოლებიც უერთდებიან და ამ დროს ხაჩიძეების ეზოს პატარების ჟრიამული ავსებს.

ექიმებმა ვახოს ზურგის ტვინის ანომალია დაუდგინეს. ქვედა კიდურებს ვერ ამოძრავებს. მისი გადაადგილების ერთადერთი საშუალება ცოცვაა, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ვარჯიშების შედეგად ისწავლა.

ვახო ოჯახის ერთადერთი შვილია.

3 წლის ვახოს ხალხის დახმარება სჭირდება [Video, Photo]„დაბადებიდან რამდენიმე თვეში ცერემბლარული დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. ძალიან ბევრ წამალს ვასმევდით, ვუკეთებდით მასაჟებს, ვარჯიშებს, მაგრამ ორი წლის განმავლობაში სრულიად გათიშული იყო, ვერ აზროვნებდა, უჭირდა ლაპარაკი, ხელების მოძრაობაც“, - ამბობს ვახოს დედა ელენე ინჯგია.

რადგან მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, ოჯახმა მედიკამენტურ მკურნალობაზე უარი თქვა.
„როგორც კი წამლების მღება შევწყვიტეთ, ვახო მდგომარეობიდან გამოვიდა, ხელები აამოძრავა, მეტყველება გააუმჯობესა“, - ამბობს ვახოს დედა.

ამის შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა მკურნალობის სხვა მეთოდისთვის მიემართა. ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ცერემბლარული დამბლის დიაგნოზის პაციენტებს მკურნალობენ, ოჯახს უთხრეს რომ პატარა მათი პაციენტი არ იყო და ხერხემლის გამოკვლევა ურჩიეს.

3 წლის ვახოს ხალხის დახმარება სჭირდება [Video, Photo]
„ზურგის ტვინის ტომოგრაფია გადავუღეთ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვს პრობლემა კისრის მეშვიდე მალაზე აქვს. ქირურგმა აგვიხსნა, რომ ეს უიშვიათესი დაავადებაა. დაგვიანების შემთხვევაშ ვახოს ზედა კიდურებიც გაეთიშება და შესაძლებელია აუტანელი ტკივილებიც დაეწყოს“, - გვიხსნის ვახოს მამა.

ელენე ამბობს, რომ ვახო ცხელსა და ცივზე, ასევე ნემსზე რეაგირებს, ამიტომ ოჯახს იმედი გაუჩნდა. ბავშვის მონაცემები საზღვარგარეთ არსებულ რამდენიმე კლინიკაში გააგზავნეს და საბოლოოდ არჩევანი თურქეთზე შეაჩერეს. მკურნლობისთვის 33 ათას ევრო სჭირდებათ. თანხის შეგროვების საშუალება კი არ აქვთ.

„რაც ბავშვი დაიბადა, მას მერე საავადმყოფოდან საავადმყოფოში დავდივართ. ვეღარ ვწვდებით ამდენს, თანხის მოძიების ყველა საშუალება ამოვწურეთ“, - საუბარში გვერთვება ვახოს ბებია მარინა ხაჩიძე.

3 წლის ვახოს ხალხის დახმარება სჭირდება [Video, Photo]
ხაჩიძეებს დახმარება არავისთვის უთხოვიათ. მას შემდეგ, რაც ბორჯომის ტელევიზიით ვახოს შესახებ სიუჟეტი მომზადდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოჯახს 5 ,000 ლარი ჩაურიცხა. ხაჩიძეების დასახმარებლად 5 ივლისს ტელეკომპანია „ბორჯომმა“ ერთდღიანი აქცია მოაწყო. ტელევიზიის თანამშრომლები ვახოს დასახმარებლად თანხას მთელი დღის განმავლობაში აგროვებდნენ.
„ბორჯომში არსებული ორგანიზაციები და ოჯახები შემოვიარეთ კარდაკარ და თანხა ავაგროვეთ, ვისაც რისი საშუალება ჰქონდა. 2600 ლარი შევაგროვეთ და გადავეცით ოჯახს“, - ამბობს ტელეკომპანიის თანამშრომელი ნინო ვართაპეტიანი.

ხაჩიძეების დასახმარებლად ბორჯომში კიდევ ერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. 14 ივლისს ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი საქველმოქმედო კონცერტს მართავს.

მალე ვახო 4 წლის გახდება. ოჯახს იმედი აქვს, რომ გულისხმიერი ადამიანების დახმარებით, დაბადების დღეს გამოჯანმრთელებული შეხვდება.

ვახტანგ ხაჩიძის დახმარება ყველა ჩვენგანს შეგვიძლია.

GE69LB0711159479443000 - ეს ვახოს ანგარიშის ნომერია. ანგარიში „ლიბერთი ბანკშია“ გახსნილი.
ვახოს დახმარება მარტივად, მობილური ტელფონების საშუალებითაც შეგვიძლია.

0901700022 - ზე ყოველი დარეკვით მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტები ვახოს დასახმარებლად 1 ლარს გადავრიცხავთ.

ვახოს ჩვენი, ყველას დახმარების იმედი აქვს.



[მანანა სარაშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

32  წლის რუსლან ჩუტკერაშვილის დახმარება სჭირდება
24 ნოემბერს მესხეთის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
24 წლის გიორგი გოგილაშვილს დახმარება სჭირდება
მერია მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიანი ოჯახის მდგომარეობას შეისწავლის
მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]
აბასთუმანში ჟღენტების ოჯახს დახმარება სჭირდება
32 წლის ახალგაზრდის დასახმარებლად საჭირო თანხა შეგროვდა