FM97.5 / LIVE

ახალციხეში 37 წლის კაცი მამის ცემის ბრალდებით დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 16.10.2018
ახალციხეში, სანტექნიკის მაღაზიაში მამასა და შვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს–მ შვილი მამის ცემის ბრალდებით დააკავა.

ახალციხეში 37 წლის კაცი მამის ცემის ბრალდებით დააკავეს

შემთხვევა 15 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც მეზობლები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვებიან მაღაზიიდან ხმაური გამოდიოდა: „მალე პოლიციაც მოვიდა. შიგნით რა მოხდა არ ვიცით, მაგრამ რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია ჯერ მაღაზიას, შემდეგ კი სახლს ჩხრეკდა“.

დაზარალებული ამბობს, რომ დაპირისპირება მას შვილთან არ მოსვლია: „მაღაზიაში კლიენტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. არ ვიცი რაზე იჩხუბეს, პოლიცია მოვიდა და დაკითხვაზე ისინიც წაიყვანა და მეც. არ ვიცი დაკავებული არის თუ არა ვინმე“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მამის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. მომხდარზე ძიება სსკ–ს 126–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამცველებს არც მაღაზია და არც საცხოვრებელი ბინა არ გაუჩხრეკავთ: „ორივეგან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, ჩხრეკა არ ყოფილა“.

სასამართლოს, დაკავებული 37 წლის კაცის, აღკვეთის ღონისძების შეფარდებაზე ჯერ არ უმსჯელია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მამის ცემაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
ახალციხეში მუქარის ბრალდებით მამაკაცია დაკავებული
ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალციხეში პოლიციელი დააკავეს
ახალციხეში ქალის ცემის ფაქტზე ძიება დაიწყო
საავადმყოფოში სხეულზე მრავლობითი დაზიანებით 56 წლის კაცი შეიყვანეს
ვალეში, 'მეორე შახტაში' შუახნის კაცი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს
ახალციხეში შუახნის კაცის ცემის საქმეზე 4 პირი დააკავეს