FM97.5 / LIVE

ახალციხეში ახალგაზრდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიქტორინა ჩატარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.08.2018
დღეს, 12 აგვისტოს ახალციხის და ადიგენის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის ვიქტორინა ჩატარდა, რომლის მიზანი რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით ინფორმირებულობის გაზრდა იყო.

ახალციხეში  ახალგაზრდების  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიქტორინა ჩატარდა

ვიქტორინა ასოციაცია ჰერა XXI-ის თანასწორ-განმანათლებლებმა, ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრობლობით, სამოქალაქო განათლების პროგრამა ,,მომავლის თაობის“ ფარგლებში ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში ჩაატარა.

ვიქტორინაში მონაწილეობა შვიდი სკოლის გუნდმა მიიღო. პირველი ადგილი ახალციხის პირველმა სკოლამ მოიპოვა, მეორე ადგილი ადიგენის, სოფელ მლაშეს საჯარო სკოლას ერგო და ხოლო მესამე ადგილი ახალციხის მეექვსე და მეხუთე საჯარო სკოლების ინტეგრირებულმა გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ვიქტორინის გამართვამდე სამი დღის გნმავლობაში, ახალგაზრდების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ასოციაცია ,,ჰერა XXI"-ს თანატოლგანმანათლებელი მარიამ ნადირაძემ, ვიქტორინის მონაწილე ყველა სკოლის მოსწავლისთვის, ჩაატარა ტრენინგი ,,ჯანსაღის ცხოვრების წესი,ადრეული ქორწინება და სგგდ ინფექციები".

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა კამპანია-მსველობით, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელდა 12 აგვისტოს დღის ბროშურები. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, რათა ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს როგორც საკუთარი, ისე სხვების ჯანმრთელობის დაცვა. ღონისძიების მთავარი გზავნილია- „ახალგაზრდაზე მორგებული განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე- შენი უსაფრთხო მომავლის გარანტიაა“.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ინტელექტუალური ვიქტორინა გაიმართა
„წიგნის დღე“ –  ახალციხეში მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ჩატარდა
„რელიგიები და ეთნოსები საქართველოში“–ტოლერანტობის ცენტრმა ახალციხეში ვიქტორინა  ჩაატარა
ახალციხეში მშობლებისათვის შექმნილი ვებ–გვერდის პრეზენტაცია მოეწყო
'ჩემი საქართველო' – ვიქტორინა მეცხრეკლასელებისთვის
ახალციხეში ენერგოეფექტიანობის საერთაშორისო  დღე აღნიშნეს
ახალციხეში სასკოლო სპორტული ოლიმპიდის კვირეული დასრულდა