FM97.5 / LIVE

სატყეო სააგენტოს უფროსი: ‘საკირეში ცეცხლის კერა აღარ გვაქვს’

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.05.2018
ეროვნული სატყეო სააგენტყოს უფროსის თორნიკე გვაზავას განცხადებით, საკირეს ტყეში ცეცხლის კერა აღარ არის, ამ დროისთვის მეხანძე–მაშელები ნიადაგს ამუშავებენ.

სატყეო სააგენტოს უფროსი: ‘საკირეში ცეცხლის კერა აღარ გვაქვს’

თორნიკე გვაზავას თქმით, საკირს ტყეში, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი ფართობია დამწვარი: „ხმელი ფიჩხები იწვის, იმ ადგილზე ძირითადად ბუჩქნარია. ლიკვიდირება რომ მოხდება, ზუსტად ფართობს მერე ავზომავთ“.

გვაზავა ამბობს, რომ ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარაა: „გარშემო თხრილები აქვს გაკეთებული, ღია კერაც აღარ არის, ახლა ნიადაგს ამუშავებენ. რამდენ ხანში დასრულდება ეს პროცესი ქარზე და ამინდზეა დამოკიდებული“.

მისივე თქმით, ხანძრის კერამდე ტექნიკის შეყვანა ამ დრომდე ვერ შეძლეს: „ახლა ამის საჭიროება აღარც არის. ასევე არ გამხდარა საჭირო ვერტმფრენის გამოყენება. იქ ამ დრომდე ცოცხალი ძალა მუშაობს“.

საკირეს ტყეში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ტყეში ცეცხლი, გუშინ 30 აპრილს, დაახლოებით, 19:00 საათზე, სოფლიდან შვიდი კილომეტრის მოშორებით გაჩნდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კახა გაზდელიანი: საკირეს ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
საკირეს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
საკირეს ტყეში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
საკირეში მცხოვრებლები: ‘ტყეში ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდებოდა’
საგანგებო: ‘საკირეს ტყეში ცოცხალი ძალა მთელი ღამე იმუშავებს’
სვირის ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ არის
მესამე დღეა მეხანძრეები საკირეში ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ