FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო ენის პრობლემებზე იმსჯელეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.04.2018
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო ენის სტრატეგია განიხილეს.

სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო ენის პრობლემებზე იმსჯელეს

დღეს, 26 აპრილს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში შეხვედრები გამართა.

მისი რეგიონში ჩამოსვლის მიზანი, დეპარტამენტის სტრატეგიისა და სამომავლო გეგმების გაცნობა იყო.

შეხვედრებისას, აქცენტები გაკეთდა აბრებსა და სარეკლამო ბანერებზე, ასევე ქართულენოვანი წარწერების მოწესრიგებასთან დაკავშირებით ერთობლივად გასატარებელ სამუშაოებზე.

დეპარტამენტის წარმომადგენლებს პირველი შეხვედრა ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციასთან ჰქონდათ, რის შემდეგაც, ისინი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო ენის პრობლემებზე იმსჯელეს

უნივერსიტეტის რექტორმა, მაკა ბერიძემ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, საგანმანათლებლო დაწესებულების სამომავლო გეგმები გააცნო და განაცხადა, რომ შემდეგში, ნებისმიერი აქტივობა, რაც ქართულ ენასთან იქნება დაკავშირებული, სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად დაიგეგმება.

"ჩვენ ვფიქრობთ არაერთი აქტივობის განხორციელებას სტუდენტებთან ერთად, ჩატარდება კონფერენციები და სამეცნიერო კვლევები, ამიტომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ჩართულობა და მათთან ერთად დაგეგმვა, ძალიან მნიშვნელოვანია", – განაცხადა შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ქართულ ენასთან მიმართებაში არსებობს პრობლემები, მათ შორის კანონმდებლობის მხრივ, რაც მოსაგვარებელია –"ამიტომ ასეთი თანამშრომლობები, დაგვეხმარება ყველა პრობლემის მოძიებაში და ყველა ერთად მთავრობას მივაწვდენთ ხმას და ვეტყვით ჩვენი პრობლემების შესახებ".

დღესვე, გიორგი ალიბეგაშვილმა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალიც მოინახულა და ჯავახეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს შეხვდა.

სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო ენის პრობლემებზე იმსჯელეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ქართული ენის და აგრონომიის პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა
ახალციხე ქართული ენის კვირეულს შეუერთდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია მიმდინარეობს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა თსუ–სთან მემორანდუმი გააფორმა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა
საფეხური:სახელმწიფო ენის სწავლება სამცხე–ჯავახეთში [აუდიო]


სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა მეოთხე კონფერენცია ჩატარდა