FM97.5 / LIVE

გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა: ‘ჩემი შვილი მოკლეს’

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 27.02.2018
გასულ წელს ოსიაურის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი 22 წლის ჯარისკაცის მამა შვილის სიკვდილის მიზეზის დადგენას ითხოვს. იგი ფიქრობს, რომ მისი შვილი მოკლეს და თავი არ მოუკლავს, როგორც ამას თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა: ‘ჩემი შვილი მოკლეს’

სოფელ ანდრიაწმინდის მკვიდრი გოჩა ინასარიძე ამბობს, რომ შვილის გარდაცვალებიდან რვა თვე გავიდა, თუმცა არც ექსპერტიზის დასკვნა და არც გამოძიების შედეგები, არ არსებობს: „მითხრეს, რომ ექსპერტიზის პასუხები 45 დღეში იქნებოდა, მაგრამ ამ დრომდე არ არის. დეკემბრის შემდეგ აღარ ჩავსულვარ, რა აზრი აქვს, მაინც არ მეტყვიან პასუხს. მანამდე ყოველ თვეში დავდიოდი, ხან პროკურატურაში, ხან სამხედრო პოლიციაში. ყველა თავიდან მიშორებდა, გამოძიებას დაელოდეო“.

შემთხვევა 2017 წლის 27 ივნისს, ოსიაურში, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზის ტერიტორიაზე მოხდა. პირველი კლასის რიგითის, გარდაცვალების ფაქტზე სამხედრო პოლიციამ ძიება სსკ–ს 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მაშინ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ „პირველი ქვეითი ბრიგადის მეცამეტე ბატალიონის საკონტაქტო მოსამსახურემ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით იარაღიდან თავის არეში გასროლით ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა. დაჭრილი, ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა“.

გარდაცვლილი ჯარის კაცის მამა ფიქრობს, რომ მისი შვილი პოსტზე მოკლეს: „თავს არ მოიკლავდა, ამის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. მე მგონია, რომ შვილი მომიკლეს და ამიტომ არ სრულდება გამოძიება, მიზეზის თქმა არ სურთ და ფაქტებსაც მალავენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე ძიება კვლავ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების დასასრულებლად კი კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რასაც თვეები სჭირდება.

„კომპლექსური ექსპერტიზა ყველა სახის ექსპერტიზას გულისხმობს, რაც კი შემთხვევის ირგვლივაა. როგორც კი მზად იქნება, საბოლოო პასუხს პროკურატურა იტყვის. თუმცა პარალელურად, ზედამხედველობის ქვეშ სამხედრო პოლიცია გამოძიებას აწარმოებს”, – ამბობს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნიკა მოლოდინაშვილი.

ჯერ საქმის დეტალებზე არც პროკურატურაში საუბრობენ და ამბობენ, რომ ექპერტიზის დასკვნას ელოდებიან. ექსპერტიზას „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ატარებს. ბიუროში ამბობენ, რომ ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზა სავარაუდოდ ორ კვირაში დასრულდება და დასკვნა შესაბამის უწყებებს გადაეცემა.

„ბიუროს ქიმიურ–ნარკოლოგიური, დეენემის, სამედიცინო თუ კრიმინალისტიკური დეპარტამენტები ერთობლივად ატარებენ კვლევებს. ახლა მათი ნაწილის გამოკვლევა დასრულებულია, ნაწილი კი სავარაუდოდ ორ კვირაში მზად იქნება და დასკვნა დაიდება. ასეთ კომპლექსურ ექსპერტიზებს ყოველთვის თვეები და ზოგჯერ წელიწადზე მეტიც სჭირდება“, – განუცხადეს ბიუროში „სამხრეთის კარიბჭეს“.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

22 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე  ექსპერტიზა დასრულდა
გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა: ‘ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, ამას თვითონ ვერ იზამდა’
22 წლის ახალციხელმა ჯარისკაცმა თავი მოიკლა
გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა:'ექსპერტიზის დასკვნა გააყალბეს'
რა გახდა ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
ექსპერტიზის დასკვნა 80 წლის ქალზე, რომელიც შვილმა მარტომ დაასაფლავა
10 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ვერც მეზობლები ამბობენ