FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოში „ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰყავს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 02.11.2017
სამცხე–ჯავახეთში ყველაზე მრავალპარტიული საკრებულო ბორჯომს ეყოლება; საკრებულოში ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შედის. ბორჯომი რეგიონში ის გამოანკლისია, სადაც „ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, – საკრებულოში13 დეპუტატი მმართველი გუნდიდან, 15 კი ოპოზიციიდან იქნება.

ბორჯომის საკრებულოში  „ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰყავს

ბორჯომში 28–კაციანი საკრებულოდან 13 დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ ეყოლება, 11 „პატრიოტთა ალიანსს“, 2 – „ნაციონალურ მოძრაობას“, 1 – „ევროპულ საქართველოს“, 1 კი „ლეიბორისტულ პარტიას.

საკრებულოში, 28 დეპუტატიდან, 13 მაჟორიტარი იქნება და 15 პარტიული სიით.

შემაჯამებელი ოქმების დაწერის შემდეგ გაირკვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ექვსი მანდატი ერგო. პროპორციული სიით მმართველი პარტიიდან საკრებულოში შევლენ: გიორგი ფერაძე, ირაკლი კვირკველია, თამარ სხირტლაძე, ივანე შალუტაშვილი, ლევან ლონდარიძე და უჩა ხვინგია.
5 მანდატი „პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღო. საკრებულოში პარტია ირმა ზედგინიძეს, მაკა ნოზაძეს, ნიკოლოზ კიკნაძეს, მერაბ კვარაცხელიას და ტატიანა მარტინენკოს შეიყვანს.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები იქნებიან ბაკურ გელაშვილი და ვახტანგ ქვათაძე.

„ევროპული საქართველოდან“ ერთი მანდატით საკრებულოში ბაქარ შირაძე შევა. ასევე, ერთი მანდატით შევა „ლეიბორისტული პარტიიდან“ გიორგი გიუაშვილი.

რაც შეეხება მაჟორიტარებს, ბორჯომში, ყველა ოპოზიციონერი მაჟორიტარი "პატრიოტთა ალიანსიდან" იქნება: ფირან გოგიჩაიშვილი, გიორგი გოგიჩაიშვილი, გოჩა ჩადუნელი, თედორე მელიქიძე, ვიოლეტა ბალახაშვილი და მამუკა ლურსმანაშვილი.

"ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები არიან: ანდრო თედიაშვილი, ოთარ არბოლიშვილი, არაიკ ანტონიან, ელიზავეტა კუჭუხიძე, ანდრუშ ირიციან, რევაზ ლაშხი და ახილეს ილიევი;

საკრებულოში 28 წევრიდან 6 ქალი იქნება. აქედან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი – 4, „ქართულ ოცნების“ წევრი კი 2;

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოში 13–დან  ექვსი  ოპოზიციონერი  მაჟორიტარი იქნება
მანდატები  ადიგენის, ასპინძისა და ნინოწმინდის საკრებულოებში
როგორ დაკომპლექტდება  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო
სამცხე–ჯავახეთში, ექვსი საკრებულოდან სამში მაჟორიტარები მხოლოდ 'ოცნებას' ეყოლება
ვინ იქნებიან ახალციხის საკრებულოს წევრები
ადიგენის საკრებულოში უმრავლესობა 'ქართული ოცნების' დეპუტატები იქნებიან
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბორჯომში [სია]