FM97.5 / LIVE

როგორ დაიყო ახალციხე მაჟორიტარულ ოლქებად

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 20.09.2017
ახალციხეში, თემისა და ქალაქის გაერთიანების გამო, მაჟორიტარული ოლქები შემცირდა, თუმცა საარჩევნო უბნების საზღვრები იგივე დარჩა.

როგორ დაიყო ახალციხე მაჟორიტარულ ოლქებად

ქალაქის და თემის გაერთიანებამდე, ქალაქ ახალციხეში ხუთი მაჟორიტარული ოლქი იყო, ხოლო, თემში 15. გაერთიანების შემდეგ ქალაქში მაჟორიტარული ოლქები სამამდე შემცირდა.

ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თეა გავაშელის განმარტებით, ოლქების შემცირება ამომრჩეველთა ოდენობის მიხედვით გადაწყდა. მაშინ როდესაც ახალციხე თვითმმართველი ქალაქი იყო, სხვა რეგულაციები მოქმედებდა: „საოლქო საარჩევნო კომიამ აღნიშნულთან დაკავშირებით იმსჯელა. ვეცადეთ ამომრჩეველთა რაოდენობის და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით გაგვენაწილებინა მაჟორიტარული ოლქები. ერთ მაჟორიტარულ ოლქში 4000–დან 5500–მდე ამომრჩეველი უნდა იყოს“.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი მეორე მაჟორიტარული ოლქია: „აქ შედის საბარგო სადგური, N7 და N8 უბნები. მიუხედავად შემცირებული მაჟორიტარული ოლქებისა, საარჩევნო უბნების საზღვრები არ შეცვლილა. ახალციხეში ამომრჩეველი ისევ იმ უბანზე მისცემს ხმას, სადაც გასულ არჩევნებზე მივიდა“.

ქალაქ ახალციხესა და თემში გაერთიანების შემდეგ ჯამში 18 მაჟორიტარული ოლქი იქნება, სამი ქალაქში, ხოლო 15 სოფლებში.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობა ახალციხის საკანონმდებლო ორგანოს 33 დეპუტატს შეარჩევს, აქედან მაჟორიტარული წესით შეირჩევა 18, ხოლო პროპორციული წესით 15 დეპუტატი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოში 18–ვე მაჟორიტარი 'ოცნებიდან' იქნება
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ნუმერაცია სამცხე-ჯავახეთში
ვის ვირჩევთ 21 ოქტომბერს – რამდენი ბიულეტენი დახვდება ამომრჩეველს კაბინაში
ასპინძის საკრებულოში ყველა მაჟორიტარი "ოცნებიდან" იქნება
ახალციხის საარჩევნო ოლქში 6 საინიციატივო ჯგუფია დარეგისტრირებული
ნინოწმინდის საკრებულოში 11–ვე მაჟორიტარი "ოცნებიდან" იქნება
ახალქალაქის საკრებულოში 23–დან მხოლოდ  ერთი ოპოზიციონერი მაჟორიტარი იქნება