FM97.5 / LIVE

'თუ საქართველოში ომი დაიწყო, ვეღარ გადავრჩები, ბიჭებს ვერ დავტოვებო' – აგვისტოს ომის ადიგენელი გმირი

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2017
„თუ საქართველოში ომი დაიწყო, არეულობა კი არა, ომი, მაშინ ვეღარ გადავრჩები, მე ბიჭებს ვერ დავტოვებო“, – კაპრალი დევი ჩადუნელი 9 აგვისტოს, ცხინვალთან დაიჭრა და სიცოცხლე ტაძრის კედელთან დაასრულა. აგვისტოს ომის ადიგნელი გმირის ისტორიას მისი და იხსენებს.

'თუ საქართველოში ომი დაიწყო, ვეღარ გადავრჩები, ბიჭებს ვერ დავტოვებო' – აგვისტოს ომის ადიგენელი გმირი

აგვისტოს ომის გმირი დევი ჩადუნელი წარმოშობით ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან, დაბა ახალდაბიდან იყო. 11 წლის ასაკში, ოჯახი ადიგენში, სოფელ ლელოვანში გადავიდა საცხოვრებლად.

დევი სამხედრო საქმეს 2004 წლიდან ემსახურებოდა, – ჯერ ბათუმის ბატალიონში, შემდეგ კი თბილისში, ვაზიანში, 42–ე ბრიგადაში ირიცხებოდა.

ბოლოს ოჯახის წევრები 2008 წლის 27 ივლისს ნახა. როგორც მისი და, დალი ჩადუნელი ჰყვება, ახლობლის ქორწილში ჩავიდა და მალევე დაბრუნდა სამსახურში: „არ ვიცოდით რომ ომში იყო. გვეუბნებოდა სადაც მე ვარ, აქ არაფერი ხდებაო. თავიდან მეც თბილისში მეგონა, სულ ვურეკავდი ტელეფონზე. 8 აგვისტოს თვითონ დამირეკა 2 საათზე და რომ არ გვენერვიულა, გვითხრა, არაფერი არ ხდებაო, არადა გორში იყო უკვე შემოსული რუსული ჯარი და ქალაქი იბომბებოდა. მე ჭურვების ხმა მესმოდა, ვკითხე რა ხდება, რა ამბავია – მეთქი? მითხრა, ბავშვები არიან და თამაშობენო. მერე ახლომახლო კიდევ რაღაც აფეთქება მოხდა და დავრწმუნდი, რომ ომში იყო“.

დევი ჩადუნელი 9 აგვისტოს, დაახლოებით 13:00, საათზე ცხინვალში, პატარა ეკლესიის კედელთან დაიჭრა და გარდაიცვალა.

„სვანმა ბიჭმა გამოიყვანა, თავისი ძმაკაცი იყო, გიორგი. ის ბიჭიც 5 წლის შემდეგ, სნაიპერმა მოკლა ავღანეთში.. ისიც აღარ არის... სამშვიდობო მისიით იყო წასული და აღარ არის...არ ვიცი გული უგრძნობდა თუ რა იყო, ჩემი ძმის საფლავზე მივიდა და უთხრა “ ნუ გეშინია ძმაო, მეცმალე მოვალ შენთანო “, – იხსენებს დალი ჩადუნელი.

მებრძოლის და იხსენებს, რომ დევი ჩადუნელის ოცნება სამშობლოს გაძლიერება იყო: „როდესაც ერაყიდან ჩამოვიდა, მეუბნებოდა „ნუ გეშინია დალი, შენ არ იცი ამერიკელები როგორი ხალხია, როგორი დისციპლინა აქვთ, ისინი დაგვეხმარებიან, ნატოში შევალთ და მერე ვეღარავინ ვერაფერს გვიზამსო. ამ დღეს ვერ მოესწრო. 9 წელი გავიდა და არაფერი არ შეცვლილა აბსოლუტურად, უაზრო ყოფაში ვართ“.

დალი ამბობს, რომ სამხედრო საქმე დევი ჩადუნელის მოწოდება იყო: „დედაჩემი ეუბნებოდა, მოდი თავი დაანებე ჯარსო, ეშინოდა დედას.

მაგრამ არაო, ეს ჩემი მოწოდებააო, ამბობდა. უნდოდა რომ მომავალში გაეგრძელებინა სამხედრო საქმე, რადგან დიდი გამოცდილება ჰქონდა მიღებული. ჯერ ბათუმში, შემდეგ მეოთხე ბრიგადაში, ერაყში სამშვიდობო მისიით, ორჯერ იყო“.

დევი ჩადუნელი ადიგენში, სოფელ ლელოვანშია დაკრძალული.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან
აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ადიგენის ბიუჯეტიდან 300 ლარი გადაეცემათ
ტარიელ ქამაშიძე – აგვისტოს ომის გმირი ასპინძიდან
რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]
‘სახლში არ თქვა, რომ ომი დაიწყო და ცხინვალში მივდივართო’ – ომის გმირი ადიგენიდან
სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას
‘სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ჯერ ოჯახის ექიმს მიმართეთ’ - დევი ტაბიძე