FM97.5 / LIVE

ანგარიშსწორება დამარცხების გამო?!

მთავარი 15.04.2013
ვარგისიანი იყო თუ არა ოზურგეთის საბავშვო ბაღებში ასპინძის სასაკლაოდან შეტანილი ხორცი, ექსპერტიზის დასკვნა და პასუხი ათასზე მეტ მშობელს

ანგარიშსწორება დამარცხების გამო?!

ოზურგეთის პირველ და მესამე საბავშვო ბაღებში მიტანილი ხორციდან ექსპერტიზისთვის ნიმუში მას შემდეგ აიღეს, რაც საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა, ტენდერში გამარჯვებული ზურაბ მელიქიძე ბაღში უვარგისი ხორცის შეტანაში დაადანაშაულეს. ასპინძაში რეგისტრირებული ორგანიზაციის წარმომადგენელი ზურაბ მელიქიძე ოზურგეთში 37 ბაღს ამარაგებდა და ხორცი სააღმზრდელო დაწესებულებებში ასპინძის სასაკლაოდან შპს ”მესხეთი პროდაქტიდან” შეჰქონდა.

ექსპერტიზის დასკვნით ხორცი უვნებელი აღმოჩნდა. ტესტირების ლაბორატორიაში ხორცი სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს დაკვეთით შემოწმდა.

-”ჩვენს მიერ ა.წ. 2 აპრილის #9 ; 1 და 3 საბავშვო ბაღებიდან აღებული ხორცის ნიმუშები ფიზიკო-ქიმიური (ხორცის სიახლე) და მიკრო ბიოლოგიური მაჩვენებლებით შეესაბამება სანიტარულ წესებსა და ნორმებს”, - ნათქვამია წერილში (#29. 8 აპრილი.2013 წ), რომელიც გურიის რეგიონული სამმართველოდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა მაკა ჭყონიამ მიიღო.

ზურაბ მელიქიძემ ექსპერტიზის დასკვნამდე საბავშვო ბაღების თანამშრომლების ბრალდება ”სამხრეთის კარიბჭესთან” უპასუხოდ დატოვა, 27 მარტს ტელეკომპანია ”იმედის” რვასაათიან საინფრომაციო გამოშვებაში კი საკვებად უვარგისი ხორცის საბავშვო ბაღებში შეტანის ფაქტი კატეგორიულად უარყო.

მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნით ხორცი უვნებელი აღმოჩნდა, მელიქიძემ ”სამხრეთის კარიბჭეს” განუმარტა, რომ ოზურგეთის მესამე საბავშვო ბაღიდან მის მიერ ჩატანილი ხორცი დასაფქვავად იმ ყასაბთან წაიღეს, რომელსაც მან ტენდერში მოუგო. ანგარიშსწორების მიზნით ბაღს ყასაბმა ჯანსაღი ხორცის ნაცვლად საკვებად უვარგისი გაატანა.

-”ბაღიდან ხორცის გატანა დაუშვებელია და იმას რაც მოხდა, ასე არ დავტოვებ”, - განაცხადა მელიქიძემ.

ხორცი ბაღიდან გასატარებლად რომ ნამდვილად გაიტანეს, მაკა ჭყონიაც ადასტურებს: ”ელექტრო კატლეტის მანქანა გაფუჭდა, ხელისაც ჰქონდათ მაგრამ დროში ვერ ესწრებოდა მისი გატარება და ამიტომ დასაფქვავად სხვაგან წაიღეს”.

ისევე როგორც მელიქიძე, ჭყონიაც აცხადებს, რომ ბაღიდან ხორცის გატანის უფლება არავის ჰქონდა. მიუხედავად აკრძალვისა, ჭყონიას განცხადებით, ამ დრომდე ოზურგეთში არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. რაც შეეხება მელიქიძეს, მან გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაწერა და მის ჩასანაცვლებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა.

-”ეს ამბავი სკანდალად იქცა, იმხელა რეზონანსი მოჰყვა, რომ თავად გადაწყვიტა მექლიქიძემ ჩვენთვის პირადი განცხადებით მოემართა”, - გვითხრა ჭყონიამ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა ახალციხის პირველ საბავშვო ბაღში ხორცი შეამოწმა
ბაზარში ბრუცელოზიანი ხორცი გაიყიდა?!
რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას
ახალციხის რამდენიმე ბაღში წყალი სასმელად უვარგისია
რისი შეეშინდა ბორჯომის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს?
სურსათის სააგენტო: ‘თავი შეიკავეთ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისგან’
ანონსი:  ბაზარში ბრუცელოზიანი ხორცი გაიყიდა?