FM97.5 / LIVE

ახალციხის თემის საკრებულოში საჯარო მოხელეთა რანგირების განსაზღვრის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 24.06.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხუთი დეპუტატისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი საჯარო მოხელის თანამდებობის ფუნქციების დადგენასა და თანამშრომელთა რანგირების განსაზღვრაზე იმუშავებს.

ახალციხის თემის საკრებულოში საჯარო მოხელეთა რანგირების განსაზღვრის მიზნით,  სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
საჯარო მოხელის თანამდებობისადმი ფუნქციათა ერთობლიობის კუთვნილების დადგენის და პროფესიულ საჯარო მოხელის თანამდებობად გარდაქმნის მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფი, ასე ქვია ჯგუფს, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანმაშრომლებს სხვადასხვა რანგს მიაკუთვნებს, აღნიშნულ ცვლილებას კი დასამტკიცებლად კი საკრებულოს წარუდგენს.

„ახალი საშტატო ნუსხით იქნება ოთხი რანგი, თითოეულ რანგში კი კატეგორიები. ჩვენ თვითმმართმმართველობებს უფლება გვაქვს, რომ სპეციალისტებს, რომლებსაც დაახლოებით ერთნაირი ფუნქციები აქთ, ერთ რომელიმე რანგს მივაკუთვნოთ. შესაბამისად ამას უნდა მსჯელობა, რადგან ერთპიროვნულად ვერ გავაკეთებთ, ამიტომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნა“, – განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თამარ გოგინაშვილმა.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი ორშაბათს 26 ივნისს შეიკრიბება.

„შესაძლოა ამ დღესვე შევიმუშაოთ რეკომენდაციები, რადგან დროში შეზღუდულები ვართ. შემდეგ წარვუდგენთ საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც საკრებულოზე დასამტკიცებლად გაიტანს. განკარგულება 1 ივლისამდე უნდა გავიდეს საკრებულოს სხდომაზე“, – განმარტავს თამარ გოგინაშვილი.

სამუშაო ჯგუფის შექმნა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1–ლი ივლისიდან ამოქმედების გამო გახდა საჭირო. 2015 წლის 27 ოქტომბერს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. ეს კანონი ძალაში 7 დღეში, პირველი ივლისიდან შევა.

თამარ გოგინაშვილის განმარტებით გარდა აღნიშნულისა, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება საჯარო მოხელეების რანგირებასთან დაკავშირებით, სადაც კონკრეტული მითითებებია, რომელის გათვალიწინებაც თვითმმართველობებს მოუწევთ:"ბევრი რეკომენდაციებია თვითმმართველობებში მოსული, ამ ყველაფერიდან გამომდინარე 1 ივლისამდე უნდა მოესწროს საჯაროში ასახული რეალობა მოვარგოთ თვითმმართველობის რეალობას".

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში სიახლეა ისც, რომ საჯარო მოხელეები კლასებად დაიყოფა. საჯარო სამსახურში მუშაობის ერთი წელი ერთ კლასს უდრის. ცვლილებები საჯარო მოხელეთა კონკურსებსაც ეხება. იქნება ღია და დახურული კონკურსები.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა იცვლება „საჯარო სამსახურის შესახებ“  კანონში
ვინ გადაიყვანეს შტატიდან ხელშეკრულებაზე – ცვლილებები ახალციხის გამგეობაში
ახალციხის თემმა საჯარო მოხელეთა შერჩევის წესში ცვლილებები შეიტანა
ახალციხის თემში საჯარო მოხელეები კონკურსის წესით შეირჩევიან
ახალციხის მერიაში შტატიდან ხელშეკრულებაზე 6 თანამშრომელი გადაიყვანეს
ნინოწმინდაში მიწების მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნა
წყალთბილის საჯარო სკოლას სარქის გოგორიანის სახელი მიენიჭება