FM97.5 / LIVE

თამარაშვილის შთამომავლის სახლში შენახულმა მემორიალურმა დაფამ მუზეუმში გადაინაცვლა

მთავარი 02.04.2013
ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თამარაშვილის შთამომავლებმა სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმს თამარაშვილის მემორიალური დაფის ასლი გადასცეს.

თამარაშვილის შთამომავლის სახლში შენახულმა მემორიალურმა დაფამ მუზეუმში გადაინაცვლა

თამარაშვილის შთამომავლებს დაფა 2011 წელს, ვატიკანის ელჩმა ქეთევან ბაგრატიონმა უსახსოვრა. ამ დრომდე იგი ანზორ თამარაშვილის ოჯახში ინახებოდა.

”ციხეზე რესტავრაცია მიმდინარეობდა და ველოდებოდით მის დასრულებას, რომ მუზეუმისთვის გადმოგვეცა. ვფიქრობთ, რომ მისი ადგილი სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმშია”,-ამბობს მიხეილ თამარაშვილი.

თამარაშვილის შთამომავლის სახლში შენახულმა მემორიალურმა დაფამ მუზეუმში გადაინაცვლაშეგახსენებთ, რომ 2011 წელს მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. საიუბილეო წელს არაერთი ღონისძიება ჩატარდა, არამარტო საქართველოში, არამედ იტალიაშიც, სადაც სტუმრის სტატუსით თამარაშვილის შთამომავლებიც იმყოფებოდნენ.

იტალიელებმა მიხეილ თამარაშვილის მემორიალური დაფა 1912 წელს, გარდაცვალებიდან მეორე წელს დაუდგეს.

სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში მიხეილ თამარაშვილის არაერთი პირადი თუ საზოგადოებრივი დოკუმენტი ინახება. მუზეუმშია დაცული მისი გამოკვლევები და არქივი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თბილისში ერთ–ერთ გამზირს მიხეილ თამარაშვილის სახელი მიენიჭა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მიხეილ თამარაშვილის 160 წლის იუბილე აღნიშნეს
ახალციხეში მიხეილ თამარაშვილის ძეგლს დადგამენ
თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ასფალტს ხელახლა დააგებენ
დანაგვიანებული თამარაშვილის ქუჩა [Photo]
თამარაშვილის ქუჩაზე ეზოს მოასფალტებას ითხოვენ
ავარია თამარაშვილის ქუჩაზე [ფოტო]