FM97.5 / LIVE

სოფელი თორი [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება, ფოტოამბავი 08.06.2017
სოფელი თორი ბორჯომიდან დაახლოებით 50 კილომეტრში, შუაგულ ტყეში მდებარეობს. ისტორიული ადგილზე, რომელიც შუა საკუნეებში თორელთა საერისთაოვოს წარმოადგენდა ახლა აქ მხოლოდ ეკლესია–მონასტრების ნანგრევებია შემორჩენილი. სოფელში ამ ეტაპზე 9 ოჯახი ცხოვრობს.

სოფელი თორი [Photo]

1944 წელს, მუსლიმ მესხებთან ერთად, ძირძველი თორელები ახალციხის სოფელ თისელში გადაასახლეს. თორელები მამა–პაპურ ადგილს 1990 წელს დაუბრუნდნენ.


სოფელი თორი [Photo]

პირველი ვინც სოფელში დაბრუნდა, ილო ღარიშვილია, მისი სახლი ახლა მიტოვებული და თითქმის განადგურებულია.

2001 წელს დასახლებამ სოფლის სტატუსი მიიღო. 2016 წელს ბორჯომის გამგეობამ მზის პანელები დაამონტაჟა, რომელის საშუალებით თორელებს ერთი ნათურის და ტელევიზორის ჩართვის საშუალება აქვთ. სოფელში არ აქვთ გზა, მაღაზია და სამედიცინო პუნქტი.


სოფელი თორი [Photo]

27 წლის მირზა დარბაიძის ოჯახი ერთადერთია სოფელში, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. მირზა საკირიდან თორში საცხოვრებლად გარდაცვლილი ბაბუის თხოვნით, წლები წინ დაბრუნდა. მირზას 10 თვის გოგონა ანასტასია სოფელში ერთადერთი პატარაა.

შოთა გურგენიძე თორში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, ოჯახი სოფლის დატოვებას და ბარში შვილებთან საცხოვრებლად წასვლას აპირებს, რადგან ხშირად სჭირდებათ ექიმი და წამალი. სოფელში უგზოობის გამო სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ვერ მიდის.

სოფელი თორი ერთ დროს დიდგვაროვან ფეოდალთა თორელთა საგვარეულო ადგილ-სამყოფელს, თორის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა, ახლა მთლიანად გაუკაცრიელებულია. XVIII საუკუნის შემდეგ აქ არსებული ისტორიულ–კულტურული ძეგლები მთლიანად დაიაინგრა და განადგურდა.

სოფელი თორი [Photo]

სოფელში ხისგან გაკეთებული და ყავარით გადახურული სახლები დგას, აქ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ერთი საუკუნის წინ. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით თორში 14 ადამიანი ცხოვრობს, მათი უმეტესობა ხანდაზმულია. ადგილორბივები შიშობენ, რომ სოფელს დაცლა ემუქრება.


სოფელი თორი [Photo]

სოფელი თორი [Photo]

სოფელი თორი [Photo]

სოფელი თორი [Photo]

სოფელი თორი [Photo]

სოფელი თორი [Photo]

სოფელი თორი [Photo]

სოფელი თორი [Photo]

სოფელი თორი [Photo]

სოფელი თორი [Photo]

სოფელი თორი [Photo]

სოფელი თორი [Photo]

სოფელი თორი [Photo]

სოფელი თორი [Photo]

სოფელი თორი [Photo]

სოფელი თორი [Photo]

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხმა სოფლიდან: წყორძა, სოფელი ისტორიულ ნასახლარზე [Audio]
ბერძნების სოფელი ახალციხეში [Video]
სოფლები დაცლის პირას [PotosVideo]
” სოფელში ახალგაზრდას ვეღარ ნახავ”
'ეს სოფელი ყველაფერს მოწყვეტილია' [Video]
ბორჯომის ორ სოფელში მზის პანელები დაამონტაჟეს
Sk Travel - სოფელი ხეოთი [Video]