FM97.5 / LIVE

NDI: არჩევნებზე მისული ამომრჩევლების უმეტესობამ გადაწყვეტილება საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მიიღო

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 18.01.2017
NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, არჩევნებზე მისული ამომრჩევლების უმეტესობამ გადაწყვეტილება, ვის მისცემდა ხმას, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ივლისამდე, მიიღო. მხოლოდ 27%–ის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა საარჩევნო კამპანიამ.

NDI: არჩევნებზე მისული ამომრჩევლების უმეტესობამ გადაწყვეტილება საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მიიღო

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 77% აცხადებს, რომ არჩევნების პირველ და მეორე ტურზე გამოცხადდა. ამათგან, 62% ამბობს, რომ გადაწყვეტილება, ვის მისცემდა ხმას, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ივლისამდე მიიღო; საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მიიღო გადაწყვეტილება, ამომრჩეველთა 27%–მა; არჩევნების დღეს გადაწყვიტა ვისთვის უნდა მიეცა ხმა 11%–მა.

NDI: არჩევნებზე მისული ამომრჩევლების უმეტესობამ გადაწყვეტილება საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მიიღო

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე პოზიცია ენმ–ს მომხრეებს უფრო ჩამოყალიბებული ჰქონდათ, ვიდრე „ქართული ოცნების“.
ივლისამდე იცოდა ვის მისცემდა ხმას, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 68% და ენმ–ს მხარდამჭერთა 75%–მა; საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გადაწყვიტა „ოცნების“ მხარდამჭერთა 24% და ენმ–ს მხარდამჭერთა 16%–მა.

NDI: არჩევნებზე მისული ამომრჩევლების უმეტესობამ გადაწყვეტილება საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მიიღო

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე, პოლიტიკური ნაწილი ნაწილი დღეს წარადგინა.

გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორი იყო წინასაარჩევნო პერიოდები 2012 და 2016 წლის არჩევნებზე – NDI
NDI:  ‘ოცნება’ – 40%, ენმ – 10%
საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას,  ახალციხელთა 64% ემხრობა – NDI
NDI: 34% საპარლამენტო არჩევნებზე მისვლას არ აპირებს
NDI: 48% ფიქრობს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ
მათგან, ვინც პარტიაც აირჩია და მაჟორიტარიც, 12%–მა სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტს მისცა ხმა – NDI
NDI: ახალციხელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია