FM97.5 / LIVE

მკვდარი ღორები ამ დრომდე მტკვარში ყრია

მთავარისაზოგადოება 11.02.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთთან მტკვარში მკვდარი ღორები ყრია.

მკვდარი ღორები ამ დრომდე მტკვარში ყრია
ახალციხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში აგარაში, საყუნეთსა და ზიკილიაში ღორები მასიურად იხოცება. როგორც საყუნეთის მკვიდრი ლია ხუციშვილი ამბობს, მოსახლეობა მკვდარ ღორებს მდინარეში ყრის.

”სამხრეთის კარიბჭემ” მტკვარში ჩაგდებული სამი ღორი გადაიღო. მკვდარი ღორები ქვებშია გაჭედილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ასე ხშირად ხდება.

რატომ იხოცება ღორები, სოფელში არ იციან, ამბობენ რომ ასე 4-5 წელიწადში ერთხელ მეორდება.

”დახოცილი გოჭები მიწაში დავმარხე”, - გვითხრა ნუგზარ ქუქჩიშვილმა, რომელსაც 9 გოჭი მოუკვდა.

რა დაავადებით იხოცება ცხოველები, ვერც ”ახალციხის სასოფლო საკონსულტაციო ცენტრში” გვპასუხობენ. აგრო-კონსულტანტი ზურა სადათიერაშვილი გვიხსნის, რომ შესაძლოა ეს შავი ჭირი იყოს: ”თუ ლაბორატორიაში არ მიიტანენ და შეამოწმებენ, ასე მხოლოდ ვარაუდის გამოთქმაა შესაძლებელი”.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ახალციხის რაიონული სამმართველოში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ იციან.

”ჩვენი თანამშრომელი წავა სოფელში, გამოიტანს ღორებს მდინარიდან და დამარხავს”, - განაცხადა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ახალციხის რაიონული
სამმართველოს უფროსმა ლია ბექაურმა.

შეგახსენებთ, მდინარე მტკვარსა და მის სანაპიროზე მკვდარი ღორები ადგილობრივებმა გუშინ საღამოს შეამჩნიეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მტკვარი მკვდარი ღორებისგან გაწმინდეს
სოფელ აგარაში მტკვარმა მკვდარი ღორები გამორიყა
სოფელ საყუნეთში ღორები იხოცება [Video]

დამწვარი სამი ძროხა, ოთხი ხბო და ღორები – ხანძარი ვალეში [Photo]
სოფელ ბავრას ტბაში თევზი იხოცება
ახალციხის სამ სოფელში საქონელი იხოცება [Video]
ადგილობრივები: კულიკამში ნოდულარული დერმატიტით საქონელი იხოცება