FM97.5 / LIVE

დაბრუნება ნახატებით, 72 წლის შემდეგ [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.11.2016
ყაზახეთში მცხოვრებმა მხატვარმა კამილ მამუკაძემ, რომლის წინაპრები სოფელ აწყურში მცხოვრები მესხები იყვნენ, ახალციხეში, საკუთარი ნაშრომების გამოფენა მოაწყო.

დაბრუნება ნახატებით, 72 წლის შემდეგ [Photo]

ახალციხის ციხის ციტადელში კამილ მამუკაძის 15 ნახატი გამოიფინა. ნამუშევრებში პეიზაჟები და პორტრეტები ჭარბობდა.

„ეს ალმაატის პეიზაჟებია, პორტრეტებზი კი ის ადამიანები არიან გამოსახული, რომლებიც ჩემი აზრით, პატივცემული და კეთილშობილი ადამიანები არიან და იმსახურებენ დაფასებას. სწორედ ასეთ, კეთილშობილ ადამიანებზე დგას დედამიწა“, – ამბობს მხატვარი.

კამილ მამუკაძე წარმოშობით მესხეთიდანაა. მისი მამა ანვარი, სოფელ აწყურში დაიბადა და ერთ–ერთია იმ ასობით მუსლიმ მესხს შორის, რომლებიც 1944 წელს გადაასახლეს შუა აზიაში.

„72 წლის შემდეგ დავბრუნდი, ჩემს ნახატებთან ერთად. მშობლები ყოველთვის კარგ ისტორიებს გვიყვებოდნენ საქართველოს შესახებ, როგორ კარგად ცხოვრობდნენ აქ სომხებთან, ქართველებთან და ებრაელებთან ერთად. ძალიან ღრმა და სასიამოვნო გრძნობა მაკავშირებს საქართველოსთან“, – გვეუბნება კამილ მამუკაძე და ამატებს, რომ მისი შემდგომი გამოფენა ამ ქალაქში აუცილებლად მოეწყობა და მისი თემატიკა მშობლიური მხარე იქნება, უფრო კონკრტულად, აწყური.

კამილ მამუკაძის ნახატები ახალციხის ციხის ციტადელის საკონფერენციო დარბაზში 27 ნოემბრამდე დარჩება. დათვალიერება დმსურველებს ციხის მუშაობის საათებში შეეძლებათ.

დაბრუნება ნახატებით, 72 წლის შემდეგ [Photo]

დაბრუნება ნახატებით, 72 წლის შემდეგ [Photo]

დაბრუნება ნახატებით, 72 წლის შემდეგ [Photo]

დაბრუნება ნახატებით, 72 წლის შემდეგ [Photo]

მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ჩემი აწყურელი მამა' – ახალციხეში კამილ მამუკაძის გამოფენა გაიმართება
ახალციხის ციხეში ადგილობრივი მხატვრის გამოფენა გაიხსნა
ახალციხეში ლელა ფერაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
მესხი მხატვრების გამოფენა „ახალციხის ციხეზე“
ვალელი მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც ‘ფორსაჟის’ გადამღებმა ჯგუფმა იყიდა [ვიდეო]
ახალციხის ციხის დათვალიერება ხვალ უფასო იქნება
'ახალციხის ციხეზე' ქუთაისელი მხატვრის გამოფენა გაიხსნა [ფოტო]