FM97.5 / LIVE

სოფელ კუმურდოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.11.2016
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა 43-ე საზოგადოებრივი ცენტრი დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში გახსნა.

სოფელ კუმურდოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ კუმურდოს 665 ეთნიკურად სომეხ კომლთან ერთად მიმდებარე სოფლების − კიროვაკანის, ოკამის, გოგაშენის, აფნიის, ქარცებისა და აზმანის − 5000-მდე მცხოვრები ისარგებლებს.

"საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ", – აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

კუმურდოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდა ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემთ. მანამდე ამ სოფელში არც ბანკისა და არც მობილური ოპერატორის ოფისი არ არსებობდა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კერძოდ, კუმურდოში სოფლიდან გაუსვლელად დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი; სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვისები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისები (მაგალითად, სასკოლო ატესტატის მიღება); სოციალური სააგენტოს სერვისები; „მაგთისა“ (მათ შორის, უკაბელო ინტერნეტი ცენტრის შენობასა და მის სკვერში) და „ლიბერთი ბანკის“ (მათ თორის, პენსიის მიღება) სერვისები; ასევე, უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც სოფლის მოსახლეობას უფასოდ შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვ.

„სოფელ კუმურდოში ჩვენი მოქალაქე ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. სახელმწიფო და კერძო სექტორის ხელმისაწვდომობას როცა ეხება საქმე, მათ ზუსტად ისეთივე პრობლემები აქვთ, რაც საქართველოს სხვა დიდ სოფლებს. დღეს, შეიძლება ითქვას, ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურები პირველად შემოდიან ამ სოფელში და აქაურ მოსახელობას საშუალებას აძლევენ, ისეთივე ოდენობის და ხარისხის სერვისებით ისარგებლონ, რითაც დიდი ქალაქების მოსახლეობა სარგებლობს. სახელმწიფო სერვისები, უკაბელო ინტერნეტი, წიგნი და ელექტრონული ბიბლიოთეკა დიდი ქალაქების ფუფუნება არ უნდა იყოს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეის მონაცემებით, კუმურდოს გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 42 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ბარალეთსა და ლაჯანაში.

საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და ამ დრომდე ამავე ცენტრების მეშვეობით 250 000-მდე სერვისი გაიცა.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სოფელ კუმურდოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

სოფელ კუმურდოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

სოფელ კუმურდოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წულუკიანი: ‘სახელმწიფო სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ უნდა იყოს’
ბარალეთში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
თეა წულუკიანმა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ასპინძაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
იუსტიციის მინისტრმა ქალაქ ვალეში  მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა