FM97.5 / LIVE

კითხვები მაჟორიტარობის კანდიდატებს – N44 ახალციხე–ადიგენის ოლქი

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები, მე ვირჩევ 30.09.2016
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატების პასუხები ერთსა და იმავე კითხვებზე. ნახეთ, რა ხედვები აქვთ კანდიდატებს და შეადარეთ მათი პასუხები.

კითხვები მაჟორიტარობის კანდიდატებს – N44 ახალციხე–ადიგენის ოლქი

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, ცხრა კანდიდატია დასახელებული. ცხრავე მათგანს ერთი და იგივე კითხვები გავუგზავნეთ. პასუხები რვა კანდიდატმა დაგვიბრუნა. "ქართული ოცნების" კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ, ინტერვიუზე უარი თქვა.

ნახეთ რვა კანდიდატის პასუხები და შეადარეთ ისინი ერთმანეთს.


1. რა ინიციატივებს შესთავაზებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად

N3 ბესიკ ხითარიშვილი: ჩვენს პროგრამაში ხაზგასმით არის აღნიშნული, მთელი რიგი პროექტები, რაც აისახება, მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ეკონომიკური პრობლემები პირველ რიგში დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ და კარგ ფონს შევქმნით ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენ ისეთი შეღავათები გვაქვს გათვალისწინებული, რაც დადებითად იმოქმედებს მეწარმეებზე. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ მუშაობენ, მივცემთ 6–თვიან კომპენსაციას და ავიღებთ ვალდებულებას, მათ სამსახურებიც მოვუძებნოთ.

N5 ვაჟა ჩიტაშვილი: ჩვენს გუნდს გააჩნია კონკრეტული ხედვა ეკონომიკის განვითარებისათვის. ესაა: 1 მილიარდი ლარით ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, სხვადასხვა გადასახადების შემცირება, შეღავათები მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებზე, ფინანსური ამნისტია, თავისუფალი სასამართლო. აღნიშნული რეგულაციები ხელს შეუწყობს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. გარდა ამისა, გამაჩნია ჩემი ხედვა სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ და გამარჯვების შემდგომ აუცილებლად შევალ ინიციატივით მთავარ საკანონმდებლო ორგანოში.

N7 გოდერძი კუბლაშვილი: ეკონომიკური მიმართულებით მე ფაქტობრივად არ მიფიქრია. მე ვფიქრობ განათლების კუთხით მუშაობას, ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობას. ეკონომიკა ჩემი სფერო არ არის.

N8 ნიკოლოზ ინასარიძე: ერთადერთი და მთავარიამ საკითხში ის არის, რომ საკადრო პოლიტიკა უნდა გამოსწორდეს, როდესაც მაღალ თანამდებობებზე გამოცდილი და კომპეტენტური კადრები იქნებიან, ქვეყნის ეკონომიკას თუ ყველა სფეროს კარგად მიხედავენ. ესყველაფერი კი მოგვცემს საშუალებას სიღარიბე და უმუშევრობა აღმოფხვრას.

N19 ტარიელ ხაჩიძე: ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ასევე უმუშევრობისა და სიღარიბის დასაძლევად საჭიროა ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი საბანკო სესხების გაცემას იმ პირებზე, რომლებიც დაკავებული არიან მეწარმეობით ან ნოლიდან იწყებენ საქმეს.

N23 ზურაბ პაქსაძე: ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ინოვაცია, უნდა გადავიდეთ ციფრულ ფულზე. ამ მაგალითს ავიღებთ ევროპიდან, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიწასთან გასწორებულმა გერმანიამ უცბათ წამოწია ეკონომიკა. ჩვენს გვექნება 40–წლიანი ხანგრძლივობის კრედიტები 0.1% პროცენტად. აქედან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ ამოისუნთქავს ეკონომიკაც.

N27 შალვა გოგოლაძე: ეკონომიკის განვითარების ძირითადი პრინციპები არის საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა და დაცულობა, ბიზნესის კეთების თავისუფლების უზრუნველყოფა, სტაბილური პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნა და ბიუროკრატიული თანხების შემცირება. ეს არის ის პრინციპები, რაზეც არის დაფუძნებული ჩვენი ეკონომიკური პროგრამა და ამ გზებით ვაპირებთ უმუშევრობისა და სიღარიბის აღმოფხვრას.

N41 გიორგი კოპაძე: კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

N42 ნუგზარ პარუნაშვილი: ფორმულა არის მარტივი და ერთადერთი, ქვეყანაში საშუალო და მცირე ბიზნესი უნდა განვითარდეს, რაც გამოიწვევს უმუშევრობის მოსპობას ან მინიმალურ დონემდე დაყვანას. ამისთვის კი საჭიროა მთავრობამ გასცეს გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხები. ან მოსახლეობა გასახადებისაგან გაათავისუფლოს, ათასნაირი შეღავათები არსებობს ამისთვის.

2. ადიგენში, სამ სოფელში, ჭელაში, მოხესა და სოფელ ადიგენში, ადგილი ჰქონდა რელიგიურ კონფლიქტებს. როგორ უნდა მოგვარდეს რელიგიური უმცირესობების პრობლემები და უნდა ჰქონდეთ თუ არა სალოცავების მშენებლობის უფლება რელიგიურ უმცირესობებს;

N3 ბესიკ ხითარიშვილი: პირველ რიგში იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც თავის დროზე მინარეთი დაადგმევინა. თუ არ იყო კანონიერი, არ უნდა დაედგათ და რადგან დადგეს, აღარ უნდა მოეჭრათ. პროვოცირებული იყო ეს კონფლიქტი და ყოველთვის იქნება გაყინული, რადგან ხელისუფლების კეთილი ნება არ არის. თუკი საქართველოს მოქალაქეა, არ აქვს მნიშვნელობა სარწმუნოებას, აქვს უფლება ააშენოს სალოცავი. ეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა და ვერ წავართმევთ.

N5 ვაჟა ჩიტაშვილი: მთავარი პრობლემა კვლავ უმცირესობების ინტეგრაციაშია, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და შემოვსულვართ სხვადასხვა ინიციატივებით. უმცირესობას აუცილებლად უნდა გააჩნდეს განცდა, რომ მათი უფლებები ყოველთვის იქნება დაცული. ისინი აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ ქვეყნისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებაში. სალოცავების მშენებლობის უფლება უნდა ჰქონდეთ.

N7 გოდერძი კუბლაშვილი: მაგ სფეროში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული, ჭელის თემაზეც, მოხის თემაზეც და ადიგენის სასაფლაოს თემაზეც. მეჩეთის თემაზე მე მოვითხოვე სახელმწიფო კომისის შექმნა, სადაც შევიდოდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე თურქი მეცნიერები და დაადგენდნენ ყველა შენობის წარმომავლობას. დღეს უკვე შექმნილია სახელმწიფო კომისია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრობლემა მოხსნილია და ამ თემებზე გადაწყვეტილებებს სწორედ ეს კომისია მიიღებს. რაც შეეხება სალოცავების მშენებლობას, ადიგენში დაახლოებით 24.000 მცხოვრებია, აქედან მეხუთედი თუ მეექვსედი არის მუსლიმი მოსახლეობა და 7-8 მოქმედი მეჩეთი მაინც აქვთ, თუმცა ამდენივე მოქმედი ტაძარიც კი არ არის ადიგენის მუნიციპალიტეტში, როცა ქრისტიანი მოსახლეობა 5-6-ჯერ აღემატება მუსლიმ მოსახლეობას. ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ პროპორციები უნდა დავიცვათ.

N8–ნიკოლოზ ინასარიძე: ადიგენის პრობლემას სიღრმისეული გამოძიება სჭირდება, სათავეების გაგება – საიდან წამოვიდა კონფლიქტი. მგონია, რომ ეს ყველაფერი ინსპირირებულია და ვიღაცამ თავის სასიკეთოდ ძალიან კარგად გამოიყენა. რაც შეეხება ძიების საქმეს, შექმნილია სპეციალური კომისია და მათ დროულად უნდა მიხედონ ამ საკითხს. უმცირესობებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სალოცავებისმშენებლობის უფლება, თუმცა ამ სალოცავებმა არ უნდა გამოიწვიოს დაპირისპირება. სახელმწიფომ ეს პროცესებიც უნდა გაითვალისწინოს.

N19 ტარიელ ხაჩიძე: თქვენ ამბობთ, რომ ადგილი ჰქონდა მუსლიმების უფლებების დარღვევას და ეს საქმე ძიებაშია? თუ ეს ასეა, პირველ რიგში უნდა გამოიძიონ, გაირკვეს მტყუან-მართალი და შემდგომ მხარეები უნდა შეთანხმდნენ, რათა მშვიდობიანად და ობიექტურად მოგვარდეს სადაო საკითხები. საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისუფლად უნდა შეეძლოს აღმსარებლობის გამოხატვა ამასთანავე, პატივი უნდა სცენ ქვეყნის სუვერენიტეტს და უძველეს ტრადიციებს. რელიგიურ უმცირესობებს უკვე აქვთ სალოცავების მშენებლობის უფლება და აშენებენ კიდეც. ეს რომ ასეა, შეგიძლიათ ამაში დარწმუნდეთ თუ შემოივლით საქართველოს იმ კუთხეებს, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სხვა რელიგიის მატარებელი საქართველოს მოქალაქეები.

N23 ზურაბ პაქსაძე: ჩემი გამარჯვების შემთხვევაში პირველ საკითხად, სწორედ ეგ იქნება დაყენებული. ამას უნდა ფაქიზად გამოკვლევა, იურიდიულ საკითხებში კარგად ვერკვევი და აქედან გამომდინარე ყველაფერს დეტალურად დავადგენთ. ჩვენ გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად დავადგენთ, ვის ეკუთვნის „დენთის ბოჭკის“ დადგმა ამ რაიონში. სალოცავების მშენებლოაბს კანონი უნდა არეგულირებდეს, ლოცვას არავინ არავის უშლის, თუმცა ყველა სოფელში სალოცავი არ უნდა იყოს.

N27შალვა გოგოლაძე: მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ფაქიზი თემაა, რომელსაც უნდა თბილი მიდგომა, უნდა დათბეს ურთიერთობები და რელიგიური უმცირესობათა უფლებები ცალსახად უნდა იყოს დაცული. მათ უფლება აქვთ თავიანთი სალოცავი ჰქონდეთ და მიცვალებულები დაკრძალონ. საქართველოში კი არა, ყველგან უნდა ჰქონდეთ რელიგიურ უმცირესობებს სალოცავების შენების და ლოცვის უფლება. ეს თავისუფლების ერთერთი გამოხატულებაა და კონსტიტუციითაც ყველა თანასწორია.

N41 გიორგი კოპაძე: კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

N42 ნუგზარ პარუნაშვილი: მიმაჩნია, რომ ადიგენში რელიგიური კონფლიქტები ინსპირირებული იყო, ჩვენი მტრის მხრიდან, რადგან საქართველოს სხვადასხვა კონფესიებთან თანაცხოვრების დიდი გამოცდილება აქვს. თუ გამოუძიებელია კიდევ, სახელმწიფოს დანაშაულია. ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილია, იმიტომ, რომ ჩვენთან ცხოვრობენ ებრაელები, კათოლიკეები და მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა. ეს იყო ვიღაცის მხრიდან ინსპირირებული, ამიტომ ამას მაღალი დონის პრობლემად არ ვთვლი. ნებისმიერი მშენებლობის უფლებას არეგულირებს სახელმწიფოს კანონმდებლობა. თუ იმ კანონმდებლობას აკმაყოფილებს, უნდა ჰქონდეთ, თუ არადა არა, ვინც არ უნდა იყოს.

3. დეპორტირებულ მესხებს, სამცხე–ჯავახეთში კომპაქტურად მცხოვრებლებს, არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, რაც მთელ რიგ პრობლემებს უქმნით. რას გააკეთებთ მათი პრობლემის მოსაგვარებლად?

N3 ბესიკ ხითარიშვილი: ფაქტია, რომ ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ და მათ თავისთავად ცხადია სჭირდებათ ინტეგრაცია საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან. ამაზე სხვა აზრი არ არსებობს. მაშინ რა გამოდის, უკან უნდა გააბრუნო ან შესაბამისი პირობები უნდა შევუქმნათ და ამაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ.

N5 ვაჟა ჩიტაშვილი: აღნიშნული პრობლემა მოგვარებადია. ის პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი კანონის მოთხოვნებს, მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას და მოეხსნებათ სხვადასხვა შეზღუდვები.

N7 გოდერძი კუბლაშვილი: მე როგორც ვიცი, ამ ადამიანებს არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა და ყველა პრობლემა მომდინარეობს აქედან. იუსტიციის სამინისტროს აქვს ამის პრეროგატივა, ჯერ უნდა მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა და მერე სხვა პრობლემები განვიხილოთ შემდეგში. ამ თემაზე აქამდე არ მიფიქრია, რადგან ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. თუ ისინი გახდებიან ახალციხისა და ადიგენის მოქალაქეები, მე მათ მხარში დავუდგები.

N8 ნიკოლოზ ინასარიძე: დეპორტირებული მესხების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. აუცილებლად მოვიკითხავ, გავესაუბრები, და დეტალურად გავერკვევი მათ პრობლემებში. თუ არ აქვთ მოქალაქეობა, ვერ ყიდულობენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს და არ აფინანსებს სახელმწიფო, ალბათ კანონით რაიმე შეზღუდვებია, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს.

N19 ტარიელ ხაჩიძე: ამ საკითხის სწრაფად და შესწავლის გარეშე მოგვარება არ იქნება გამართლებული. დეპორტირებული მოქალაქეობის მიღება ხელაღებით დაუშვებელია. საქმე უნდა შევისწავლოთ და დარწმუნებული ვარ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. მათი უმრავლესობა იმსახურებს მოქალაქეობის მინიჭებას და მჯერა, რომ საკითხი მათ სასარგებლოდ გადაწყდება.

N23 ზურაბ პაქსაძე: ჩვენ დასაკარგი შვილები არ გვყვავს, კანონი უნდა მივიღოთ და ვისაც საქართველოს მოქალაქეობა უნდა, მივანიჭოთ. ჩვენ მათ იმის საშუალება უნდა მივცეთ, რომ დასახლდნენ და ამისათვის ყველა პირობა შევუქმნათ.

N27 შალვა გოგოლაძე: მე მაგ საკითხში ნამდვილად არ ვარ გაცნობიერებული და არ ვიცოდი თუ ეგ საკითხი დღის წესრიგში იყო. ალბათ აქ საკანონმდებლო კუთხით იქნება პრობლემები, მაგრამ თუ მომიწევს პარლამენტში შესვლა, ამ კუთხით ნამდვილად ვიმუშავებ.

N41 გიორგი კოპაძე: კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

N42 ნუგზარ პარუნაშვილი: როცა მესხების ჩამოსახლებაზე კანონი მიიღეს, იქ დეტალურად გაიწერა ყველაფერი: ვის როგორ უნდა მიეღო განათლება, მოქალაქეობა და ასე შემდეგ. ეს მოსახლეობა თვითნებურად არ უნდა წამოსულიყო, უნდა მისულიყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, ყველაფერს გაიგებდნენ თავიანთი უფლებების შესახებ და ასეთი პრობლემებიც არ შეექმნებოდათ. მთავრობამ აბა რა იცის, შენ ვინ ხარ? რა ხარ?... რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწების ვერ ყიდვას, ეს სისულელეა რადგან ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქეს შეუძლია საქართველოში მიწის ყიდვა, ეს ამერიკელი იქნება, ჩინელი თუ ვინ. მაგრამ რეპატრირებულ მესხებზე მე ვიცი, რომ მოქალაქეობის არქონის მიუხედავად ყიდულობენ მიწებს და პრობლემები არ ექმნებათ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე–ადიგენი]

კითხვები მაჟორიტარობის კანდიდატებს – N44 ახალციხე–ადიგენის ოლქიკითხვები მაჟორიტარობის კანდიდატებს – N44 ახალციხე–ადიგენის ოლქი
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სალოცავების აშენების უფლება – რას ფიქრობენ ადიგენის მერობის კანდიდატები
ახალციხის მერობისა და გამგებლობის კანდიდატებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უმცირესობებზე
გიორგი კოპაძე: ‘მეჩეთები ყველა სოფელში უნდა ჰქონდეთ, სადაც მუსლიმები არიან’
კითხვები  მაჟორიტარობის კანდიდატებს - ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქი
სამველ პეტროსიანი  ორმაგი მოქალაქეობის საკანონმდებლო რეგულირების გადახედვას ითხოვს
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე