FM97.5 / LIVE

დამოუკიდებელი კანდიდატი ნუგზარ პარუნაშვილი ამომრჩევლებს შეხვდა

მთავარისიახლე, არჩევნები 28.09.2016
მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში, ნუგზარ პარუნაშვილი, 27 სექტემბერს ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ამორჩევლებს შეხვდა.

დამოუკიდებელი კანდიდატი ნუგზარ პარუნაშვილი ამომრჩევლებს შეხვდა

ადგილობრივები პარუნაშვილს საპენსიო ასაკის დაწევაზე, გაძვირებულ მედიკამენტებზე და უმუშევრობის პრობლემებზე ესაუბრნენ.
პარუნაშვილი მათ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

„სოციალური პრობლემებია პირველ რიგში მოსაგვარებელი და ყველგან უმუშევრობაა. ზოგან წყალი არ არის, გაზი, ინტერნეტი, მე ვპირდები ჩემს ამომრჩევლებს, რომ აუცილებლად დავეხმარები“, – ამბობს პარუნაშვილი.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მისი დაპირება გამართლდება. ნუგზარი არის ახალციხის მკვიდრი, ხალხი უყვარს, მან კარგად იცის ხალხს როგორ დაეხმაროს. თუ მოხვდება დააყენებს ჩვენს პრობლემებს პარლამენტში და იქნებ დაგვეხმარონ“, – ამბობს თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ნანული კვირიკაშვილი.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი ამბობს, რომ ამომრჩევლებს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება. ადიგენის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში თითქმის ყველა სოფელი მოიარა, ამ ეტაპზე კი შეხვედრებს ახალციხეში მართავს.

პარუნაშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია. იგი ირწმუნება, რომ ადგილობრივებთან კომუნიკაცია გამარჯვების შემდეგაც ექნება: „თავისუფალ დროს მოსახლეობას შევხვდები და მათ პრობლემებს დეპუტატის ტრიბუნიდან გავაჟღერებ“.

დამოუკიდებელი კანდიდატი ნუგზარ პარუნაშვილი ამომრჩევლებს შეხვდა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი სამცხე–ჯავახეთში ამომრჩევლებს ხვდება
ნუგზარ პარუნაშვილი ახალციხე–ადიგენში დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს
დავით ბაქრაძე ‘მოძრავ შტაბთან’ ერთად  სამცხე–ჯავახეთში შეხვედრებს მართავს
რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს „ოცნების“ გამგებლობის კანდიდატები მესხეთში

ნუგზარ პარუნაშვილი: ,ბოლო წუთამდე  „ოცნება“ დეპუტატად მე მასახელებდა’
'ოცნება' მეორე შახტის მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა(R)