FM97.5 / LIVE

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი I]

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები, მე ვირჩევ 16.09.2016
ვინ არიან, საიდან მოდიან, რა მიმართულება და აქცენტები აქვთ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე, შედარებით მაღალი რეიტინგის მქონე, პოლიტიკურ პარტიებს.

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი I]

N1 საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი I]საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ, 2015 წელს, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ფონდი“ დაარსა. იმავე წლის 28 მაისს გამართულ ყრილობაზე კი ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ფონდი პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდა, სახელწოდებით – „სახელმწიფო ხალხისთვის“ .

სამ თვეში, 18 აგვისტოს, პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის", პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”, გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.

ამჟამად საარჩევნო ბლოკში „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთიანდებიან:
პაატა ბურჭულაძე – პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერი, საოპერო მომღერალი;
გიორგი ვაშაძე – პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი, პარლამენტის წევრი, იგი “ნაციონალური მოძრაობიდან” წავიდა 2016 წლის მაისში;
მამუკა კაციტაძე – ორი მოწვევის დეპუტატი პარლამენტში, ასევე ორი მოწვევის დეპუტატი თბილისის საკრებულოში, იყო „ახალი მემარჯვენეების“ წევრი;
ზურაბ ჯაფარიძე – “გირჩის” დამფუძნებელი;

ბლოკი ეკონომიკის განვითარებას, საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებით აპირებს; საშემოსავლო და მოგების გადასახადის შემცირებას 20% –დან 15% მდე გეგმავს; მეტი საბიუჯეტო რესურსის გამოყენებას აპირებს ინსფრასტრუქტურასა და განათლებაში.

პროგრამის მიხედვით, შეიქმნება პროფესიული სასწავლებლები და სადემონსტრაციო მეურნეობები; სოფლის მეურნეობის დარგთან დაკავშირებული ტექნიკის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება; გაიზრდება დაფინანსება სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურისთვის. მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების სწრაფი პრივატიზება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთიანი ქართული ბრენდის ჩამოყალიბების სტიმულირება.

ტურიზმის კუთხით, ბლოკი გეგმავს: სატრანსპორტო და საჰაერო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტურიზმზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებასა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის საზღვარგარეთ წარმოჩენა–პოპულარიზებას.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ბლოკი საარსებო შემწეობის რეფორმას გაატარებს. რეფორმის მიხედვით, მოსახლეობას სოციალური შემწეობის ოთხწლიანი გარანტი ექნება და იგი 50%–ით გაიზრდება. ოთხი წლის განმავლობაში პენსია 250 ლარი გახდება.

ბლოკში მიაჩნიათ, რომ ოთხი წლის თავზე, მათი პროგრამის განხორციელების შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება ასეთი იქნება:
• მიიღწევა 10%–იანი ეკონომიკური ზრდა;
• იქნება 3 მილიარდამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია;
• გაიზრდება ტურისტების საერთო რაოდენობა 8 მილიონამდე;
• გაიზრდება კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 250 000–ით;
• ყოველი მესამე ღარიბი ადამიანი დაძლევს სიღარიბეს;
• ბიუჯეტის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან 30 %-მდე შემცირდება;
• ბიუროკრატიული ხარჯების წილი სახელმწიფო ხარჯებში 27%-მდე შემცირდება.

N3 საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი I]
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ 2014 წლის მაისში, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნდა. პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეა, პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან: დიმიტრი ლორთქიფანიძე, გიგლა ბარამიძე, ბესიკ დანელია, ანზორ ბიწაძე, მანანა სალუქვაძე, ბაკურ ბაკურაძე, გიორგი ახვლედიანი და სხვები. პარტიას საქართველოს მასშტაბით ჰყავს 148 დეპუტატი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გადის საარჩევნო ბლოკით „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“, რომელშიც, გაერთიანებულია მეორე პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“.

დამფუძნებელთა განცხადებით, „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“ ეფუძნება საქართველოს ერთიანობის იდეას, ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებს, ევროატლანტიკურ და დასავლურ დემოკრატიულ ფასეულობებს.
კონკრეტული და გრძელვადიანი პოლიტიკური პროგრამა პარტიას ჯერ არ გააჩნია. არსებობს მხოლოდ ორი დოკუმენტი: პარტიის ხედვა და მოკლევადიანი ანტიკრიზისული პროგრამა.

ლიდერების აზრით, აუცილებელია გადასახადების შემცირება და საგადასახადო კანონმდებლობის გამარტივება, რაც მეტი ინვესტიციის, მათ შორის, შიდა ინვესტიციის მოზიდვას წაახალისებს. საშემოსავლო გადასახადის შემცირება 12%-მდე, მოგების - 10%-მდე, ხოლო დივიდენდზე - 2%-მდე. ლარი უნდა გახდეს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება და დაუშვებელი უნდა იყოს ნებისმიერი გარიგების სხვა სახელმწიფოს ვალუტაში დადება.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში უნდა გატარდეს საპენსიო რეფორმა. პენსია (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მარჩენალდაკარგულების, პოლიტრეპრესირებულების და ყველა სხვა კატეგორიის მინიმალური პენსია) გაუტოლდება რეალურ საარსებო მინიმუმს და განისაზღვრება შრომითი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. საარსებო მინიმუმს ზემოთ დაირიცხება დანამატი – ნამსახურობის ყოველ წელიწადზე. დედებს შვილის აღზრდის პერიოდი ჩაეთვლებათ შრომით სტაჟში; დაწესდება „დედის ხელფასი“. ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის შეიქმნება ღირსეული სოციალური გარანტიები. ასევე, განისაზღვრება მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსი და მათთვის შემოღებული იქნება შემწეობა.

გარდა ამისა, უნდა მოხდეს საცხოვრებელდაკარგულთა აღწერა და მათთვის ეფექტიანი დახმარების გაწევის მიზნით სოციალური დაცვის საგანგებო პროგრამის შემუშავება.

საქართველოს ბიუჯეტი პოლიტიკის პრიორიტეტების მიხედვით:
• ჯანდაცვა და სოციალური ხარჯები - 35%;
• თავდაცვა, უსაფრთხოება, სამართალდაცვა - ჯამში 15%;
• განათლება 10%, სახელმწიფო მმართველობა - 7 %;
• სახელმწიფო ეკონომიკა (მათ შორის, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა) - 20 %;
• გარემოს დაცვა - 4%;
• ყველა დანარჩენი - 9 %.

N5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი I]პოლიტიკური გაერთიანება დაფუძნდა 2001 წელს, როგორც „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად“. 2002 წელს შეუერთდა 1999 წლიდან არსებულ გაერთიანებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სახელი მიიღო.

პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი დაარსებიდან 2015 წლამდე იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „ნაციონალური მოძრაობა“ 2003 წელს იყო „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი. პარტია ქვეყანას მართავდა 2004–2012 წლებში. 2012 წელს დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში.

„ნაციონალური მოძრაობა“ მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების პარტიაა. ეწევა პატრიოტიზმის იდეოლოგიურ პროპაგანდას. პარტიას ორი ძირითადი პრიორიტეტი აქვს: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია: ნატოსთან ინტეგრაცია და აშშ–სთან მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობები.

პარტიის მუშაობის ძირითადი მიმართულება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა. ამისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ კონკრეტულ ვადებში მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით გეგმავს, პირველი – გადასახადების შემცირება. კერძოდ, 2017 წელს გეგმავს საშემოსავლო გადასახადის 15%–მდე შემცირებას, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - 10%-მდე. შედეგად, ბიზნესს მეტი ფული დარჩება ინვესტირებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად და დასაქმებულთათვის ხელფასის გასაზრდელად;

პარტიაში ფიქრობენ, რომ საშემოსავლო გადასახადები არ უნდა დაიბეგროს. ამ ინიციატივების შედეგად, 2017 წელსვე შეიქმნება არანაკლებ 45 000 სამუშაო ადგილი, რაც ამდენივე ოჯახის, ანუ მინიმუმ 150 000 ადამიანის კეთილდღეობას გააუმჯობესებს. მომდევნო წლებში კი, ბიზნესისა და მოქალაქეებისათვის ამ დამატებითი სახსრების დატოვების შედეგად, მოსალოდნელია ყოველწლიურად 30 000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნა.

მძიმე სოციალური მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანას პარტია სახელმწიფო პენსიის 50 ლარით გაზრდას გეგმავს. ეს ზრდა კი შეეხებათ როგორც ასაკით პენსიონრებს, ასევე შშმ პირებს.

პარტიის სამოქმედო პროგრამის მიხედვით, ყველა მოქალაქე, მათ შორის მაღალი შემოსავლის მქონე, დაზღვეული იქნება მისთვის ფინანსურად დაუძლეველი სამედიცინო ხარჯებისაგან 70 000 ლარამდე წელიწადში;

რაც შეეხება განათლებას ხარისხიანი საშუალო განათლების უზრუნველსაყოფად, პარტია ბიუჯეტის მიზნობრიობის გაუმჯობესებას გეგმავს, რის შედეგადაც 2017 წელსვე სასკოლო ვაუჩერის ღირებულებას, სულ მცირე 50 %-ით გაზრდის;

„ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსური პოლიციის გაუქმებას გეგმავს. ბიზნესის შემზღუდავი ნებისმიერი მოქმედება - ყადაღა, დალუქვა, შემოწმება თუ რევიზია - დასაშვები იქნება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.

საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კი პარტიის მზიანი ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებთან ინტეგრაციაა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი I]პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი I]
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა აინტერესებს ხალხს პოლიტიკური პარტიებისგან [ნაწილი I]
ცესკომ პარტიებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [5 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [3 სექტემბრის მდგომარეობით]
"ბურჯანაძე – დემოკრატების“ კანდიდატებმა საოლქოს რეგისტრაციისათვის მიმართეს