FM97.5 / LIVE

პარტიების ხედვა განათლების სფეროში

მთავარიარჩევნები, მე ვირჩევ 16.09.2016
გაეცანით რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს განათლების სფეროში პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ.

პარტიების ხედვა განათლების სფეროში

N1 საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“

ძირითადი პრიორიტეტი საშუალო და უმაღლეს განათლებაში რიგი რეფორმების განხორციელებაა. პოლიტიკური სუბიექტი უკლებლივ ყველა მშობელს, რომელიც შვილების განათლებაზე ზრუნავს, წელიწადში 1 200 ლარით დააფინანსებს.

მასწავლებლების ხელფასებთან და სკოლაში უფასო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, პარტიაში ამბობენ, რომ სკოლებს სრული ავტონომია უნდა ჰქონდეთ, ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ, როგორი და რა კომპეტენციის მასწავლებელი დაიქირაონ.

მასწავლებლების ხელფასები შეთანხმების საგანი უნდა იყოს, მინიმალური ხელფასი დადგენილი არ იქნება. სახელმწიფო ვერავის დაჰპირდება, რომ რომელიმე მასწავლებელს სამსახურიდან არ გაუშვებენ ან პირიქით, რომელიმეს ხელფასს 5-ჯერ არ გაუზრდიან.

რაც შეეხება საატესტატო და ერთიანი გამოცდებს, გაუქმდება და ამოქმედდება დაახლოებით ისეთი სისტემა, როგორიც განვითარებულ ქვეყნებში ფუნქციონირებს.

N3 საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქართული ენისა და ლიტერატურის და საქართველოს ისტორიის შესწავლის ხარისხს. საყოველთაო საშუალო და სკოლამდელი განათლება იქნება სავალდებულო. უნივერსიტეტებს დაუბრუნდება ავტონომია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას ჩაუტარდება რეფორმა. უმაღლეს განათლებას მთლიანად დააფინანსებს სახელმწიფო.

სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს მიეცემათ გამოცდებიც ჩაბარების უფლება და შეექმნებათ სწავლის დაფინანსებით გაგრძელების საშულება. შეიქმნება სახელმძღვანელოების ელექტრონული ბიბლიოთეკა.

განხორციელდება პედაგოგთა ანაზღაურების რეფორმა და მათი მინიმალური ხელფასი 1300 ლარით განისაზღვრება.

სოფელში აღდგება საშუალო სკოლები და ბაგა ბაღები. სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებს აღუდგებათ პედაგოგის სტატუსი. შეიქმნება სპეციალური ფონდი უცხოეთში სტუდენტების გაგზავნის მიზნით. გაუქმდება ეროვნული გამოცდები და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, აბიტურიენტები საატესტატო გამოცდების მიხედვით ჩირიცხებიან. სახელმწიფო დააფინანსებს 2–წლიან პროფესიულ კოლეჯებს.

N5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

პარტია მთავარ აქცენტს ზოგად განათლებაზე გააკეთებს. ენმ პირველ რიგში იმ პრობლემას დაადგენს, რის გამოც სკოლის მასწავლებლებმა გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ვერ შეძლეს. ბლოკი სკოლებზე გამოყოფილი ვაუჩერული დაფინანსების 50%-ით გაზრდას აპირებს, ხოლო მასწავლებლის საბაზო ხელფასი 650 ლარი იქნება.

ამასთან, მასწავლებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა შესაბამისი მატერიალური ანაზღაურებით იქნება შეფასებული.
ენმ საატესტატო და ეროვნული გამოცდების "ლოგიკურ შერწყმასაც" გეგმავს. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, პარტია ყოველწლიურად სახელმწიფოს მიერ საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტებს რაოდენობას 5 ათასით გაზრდის.

N6 „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“

პარტიის პროგრამაში სკოლამდელი განათლების შესახებ არაფერია ნათქვამი, თუმცა სასკოლო განათლების დაფინანსების კუთხით, ხაზს თვითმმართველობის როლის გაზრდას უსვამენ. მათი აზრით, მასწავლებლის წლიური ხელფასი დაახლოებით 10 ათასი ლარი მაინც უნდა იყოს.

პარტია მიიჩნევს, რომ მასწავლებლების გადამზადება მხოლოდ უნივერსიტეტების ჩართულობით უნდა მოხდეს, მათთვის პროგრამების შემუშავებით, რომლითაც მათ ეტაპობრივად, მასობრივად გადაამზადებენ. სკოლის შიგნით უნდა გადაწყდეს, იქნება თუ არა სკოლის სახელმძღვანელოები ყველასთვის უფასო.

რაც შეეხება საატესტატო გამოცდების სისტემას, „რესპუბლიკელები“ მის დატოვებას აპირებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს უნარები - საგანი, რომელიც სკოლებში არ ისწავლება, არ უნდა ბარდებოდეს. ასევე უნდა გადაიხედოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთათვის გრანტების მინიჭების პრინციპიც. სტუდენტების გრანტები წლის ბოლოს, აკადემიური მოსწრების თანახმად უნდა გადაიხედოს, ვინც ისწავლა - მიანიჭონ გრანტი და ვინც არა - ჩამოართვან.

N8 ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“

პარტია პრიორიტეტად სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების აღდგენასა და უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატი) ნებისმიერი სტუდენტისთვის სრულად დაფინანსებას ასახელებს.

უმაღლეს სასწავლებლებში არსებული საგრანტო სისტემა გაუქმდება, ხოლო მთლიანად განათლებაზე გამოყოფილი ბიუჯეტი 2-3%-ით გაიზრდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა დარჩება, სკოლის საატესტატო გამოცდები კი გაუქმდება, რადგან პარტია მიიჩნევს, რომ მოსწავლის ცოდნას მხოლოდ ერთი გამოცდა უნდა საზღვრავდეს.

რაც შეეხება უნივერისტეტებს, მათ უნდა ჰქონდეთ ავტონომია. პარტიაში ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ქართულ და უცხოურ სასწავლებლებს შორის გაცვლით პროგრამებს ხელი უფრო მეტად შეუწყოს. ხოლო რაც შეეხება სტუდენტთა დასაქმებას, პრობლემის აღმოსაფხვრელად ქვეყანაში მეცნიერებატევადი ტექნოლოგიები უნდა განვითარდეს.

პარტია ახალი საბავშვო ბაღების აშენებას გეგმავს, თუმცა ზუსტ რიცხვს არ ასახელებს. მათივე აზრით, მასწავლებლებს "ღირსეული ხელფასი" უნდა ჰქონდეთ და გამოცდების ჩასაბარებლად ისეთი მოთხოვნები და კრიტერიუმები არ უნდა იყოს დადგენილი, რომელთა გადალახვასაც მასწავლებლების მცირე რაოდენობა ახერხებს.

N10 „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

ძირითადი პრიორიტეტი იქნება ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში განათლებას (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სახელმწიფო დააფინანსებს, მიუხედავად სტუდენტის მატერიალური შესაძლებლობისა. ამასთან, განათლებაზე დღეს გამოყოფილი ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 3-5 %-ით გაიზრდება.

პარტია ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევს სტუდენტს თუ საგამოცდო სისტემის ალტერნატივას შეიმუშავებს. მათი აზრით, აუცილებელია ნებისმიერ უნივერსიტეტს დეცენტრალიზებული სისტემა ჰქონდეს და სრული ავტონომია მიენიჭოს.

რაც შეეხება სტუდენტური თვითმმართველობებს, პარტია აღნიშნული ინსტიტუციის გაუქმებას ემხრობა იმისთვის, რომ სტუდენტების პოლიტიზირება არ მოხდეს.

პარტიაში საბავშვო ბაღებში დირექტორების აპოლიტიკური ნიშნით დანიშვნას უსვამენ ხაზს და ამბობენ, რომ ბავშვების არსებული რაოდენობის სკოლამდელი განათლებით უზრუნველსაყოფად პარტია საბავშვო ბაღების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

N27 „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“

პარტიის პრიორიტეტი ზრდასრულთა განათლებაა იმისთვის, რომ ადამიანმა კვალიფიკაციის ამაღლება ნებისმიერ ასაკში შეძლოს. განათლებაზე გამოყოფილი ბიუჯეტი რეალურად პროგრამული გახდება და ის სულ მცირე 400 მილიონი ლარით მაინც გაიზრდება.

პარტია მეცნიერებაზე დაფინანსების გაზრდასაც გეგმავს, ამასთან აუცილებელია შედეგების შეფასების მექანიზმებიც გაზრდაც.

რაც შეეხება სასკოლო განათლებას, ერთ მოსწავლეზე დაფინანსების ფორმულა უნდა დაიხვეწოს და სისტემაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლი გაიზარდოს. მათი თქმით, უნდა დაიხვეწოს როგორც მასწავლებლების მომზადების, მათი კარიერაში შეყვანის, ისე პროფესიული ზრდის და კარიერიდან გამოსვლის ყველა ნიუანსი და პროცედურა. მასწავლებლების ხელფასები სულ მცირე საჯარო მოხელის ხელფასს უნდა გაუტოლდეს.

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”

„ქართული ოცნება“ განათლებაზე გამოყოფილი ბიუჯეტის გაზრდა გეგმავს, თუმცა ზუსტად რა რაოდენობით, ამ ეტაპზე უცნობია. "ქართული ოცნება“ აპირებს ახალი საბავშვო ბაღების აშენებას, როგორც თბილისში, ისე რაიონებში. ამასთან, დაგეგმილია საბავშვო ბაღების აღმზრდელების გადამზადება და მათი სოციალური გარანტიების გაუმჯობესება.

შენარჩუნდება საატესტატო გამოცდებიცა და ერთიანი ეროვნული გამოცდებიც, თუმცა, სისტემა უფრო დაიხვეწება.უფასო სახელმძღვანელოებით სკოლის ყველა მოსწავლე ისევ ისე ისარგებლებს, როგორც ეს ამ ეტაპზე ხდება.

ამ ეტაპზე 10 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლიდანაც 5 - 2016 წლის შემოდგომაზე, 5 კი 2017 წელს დასრულდება. გარდა ამისა, პარტიაში ამბობენ, რომ 7 ახალი საჯარო სკოლის პროექტიცაა მომზადებული.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]

პარტიების ხედვა განათლების სფეროშიპარტიების ხედვა განათლების სფეროში
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვისთვის არის და ვისთვის არა განათლება პრიორიტეტი – პარტიების საარჩევნო პროგრამა
ცესკომ პარტიებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა
ვინ რას ჰპირდება მოსახლეობას ჯანდაცვის სფეროში
რა აინტერესებს ხალხს პოლიტიკური პარტიებისგან [ნაწილი II]
არჩევნების შედეგები – ბორჯომი [სრული]
სამცხე–ჯავახეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები
პრეზიდენტობის კანდიდატები განათლების პოლიტიკაზე