FM97.5 / LIVE

ხელოვნური ბარიერი ფსიქონერვოლოგიური პაციენტებისთვის

მთავარი 28.01.2013
ახალციხის სარაიონთაშორისო ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერში პაციენტების მომსახურება ფერხდება

ხელოვნური ბარიერი ფსიქონერვოლოგიური პაციენტებისთვის

ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერში პაციენტებისათვის უწყვეტი ფსიქოტროპული თერაპიის განხორციელება მას შემდეგ შეფერხდა, რაც ახალციხის რაიონული საავადმყოფო კერძო კომპანიამ ”ჩემი ოჯახის კლინიკამ” შეისყიდა.

ახალციხის ფსიქონერვოლოგიური დისპანსეირის ფსიქიატრის ციური შეშაბერიძის განმარტებით, მათ კლინიკასთან არსებული ავტორიზებული აფთიაქი გაუქმდა და ის მფლობელმა კომპანიამ საკუთარ აფთიაქში, ”ავერსში” გადაიტანა.

- ”აფთიაქი ქალაქში, სამედიცინო დაწესებულება კი ქალაქიდან მოშორებითაა. ამიტომ ჩვენთან რომ მოდის პაციენტი მას უნდა გამოვუწეროთ წამალი, შემდეგ ის წავიდეს აფთიაქში, იყიდოს, დაბრუნდეს ისევ ჩვენთან, გაიეკთოს და მერე წავდიეს სახლში. ამის გამო კი ხშირად ტრანსპორტს ვერ უსწრებენ და ქალაქში უხდებათ დარჩენა”, - ამბობს შეშაბერიძე და ამატებს, რომ ასე მათ პაციენტებს 10 ლარის წამლისა და კონსულტაციის გულისათვის 60-დან 100 ლარის დახარჯვა უხდებათ, მაშინ როცა ფსიქონერვოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობა უფასოა და ხარჯებს სახელმწიფო ფარავს.

აღნიშნულის გამო, შეშაბერიძე ამბობს, რომ ავადმყოფების მდგომარეობა გაუარესდა: ”დღეს, მაგალითად, 2 პაციენტი სურამში გავუშვი და 2 თბილისში”.

იმის შესახებ, რომ ავტორიზებული აფთიაქი ახალ მფლობელს თავის სახელზე გადაეფორმებინა, ფსიქონერვოლოგიური დისპანსერის მედ პერსონალმა ”ჩემი ოჯახის კლინიკას” ოფიციალური წერილით მიმართა და უარყოფითი პასუხი მიიღო.

შეშაბერიძე მიიჩნევს, რომ ეს ხელოვნური ბარიერია და მის მოგვარებას პოლიტიკური ნება სჭირდება. ამიტომ აღნიშნული დაწესებულების წარმომადგემლები, ამ ჯერად პრობლემის მოგვარების თხოვნით ახალციხის მაჟორიტარ დეპუტატს, ვაჟა ჩიტაშვილს მიმართავენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის  საავადმყოფოდან წამოსულმა კარდიოლოგმა კერძო კლინიკა გახსნა
მეტი პაციენტი და ნაკლები ფართი
დაბალი ფასი და სახლში მიტანის სერვისი  – რას გთავაზობთ ახალგახსნილი აფთიაქი 'ჰიგეა' [R]
ახალციხის აფთიაქებში სპირტის დეფიციტია
„ჩემი ოჯახის კლინიკამ“ ნინოწმინდის მცხოვრებლებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარა (R)
ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ყოფილი მენეჯერი საკუთარ კლინიკას ხსნის
ახალციხეში 'ტამიფლუს' სამი აფთიაქი გასცემს