FM97.5 / LIVE

„ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მონაწილეები შეარჩიეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 06.09.2016
პროგრამის ფარგლებში, 2016 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად ახალი მონაწილეები შეარჩიეს, რომლებიც სკოლებში, ტრენინგის წარმატების გავლის შემდეგ გადანაწილდებიან.

„ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მონაწილეები შეარჩიეს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეებს შეხვდა და პროგრამის ფარგლებში ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ასევე დამხმარე პროფესიული ლიტერატურა გადასცა.

შეხვედრას 172 მასწავლებელი ესწრებოდა, რომელიც პროგრამაში გასულ წელს მონაწილეობდა და პორტფოლიოს წლიური შეფასების შედეგების გათვალისწინებით, კვლავ აგრძელებს საქართველოს მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში სწავლებას.

აღნიშნულმა კონსულტანტ-მასწავლებლებმა, პროგრამის ფარგლებში, მასწავლებელთა თვითშეფასების, სასწავლო პრაქტიკის კვლევისა და სასწავლო რესურსების შემუშავების მიმართულებით რამდენიმედღიანი ტრენინგი გაიარეს, გარდა ამისა მონაწილეობა მიიღეს წლის შემაჯამებელ კონფერენციაში.

პროგრამის ფარგლებში 2016 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად, უკვე შერჩეულია ახალი მონაწილეები, რომლებიც სკოლებში, ტრენინგის წარმატების გავლის შემდეგ გადანაწილდებიან.

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება. პროგრამის მიზანია განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა, საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროგრამის 'ასწავლე საქართველოსთვის' ფარგლებში შუალედური შეხვედრა გაიმართა
პროგრამა 'ასწავლე საქართველოსთვის' კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს
პროგრამაზე 'ასწავლე საქართველოსთვის' შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
პროგრამის ‘ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის ტრენინგები დაიწყო
შეხვედრა რესურსცენტრებთან პროგრამის 'ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის' ფარგლებში
სასკოლო ქსელებისთვის ტრენინგების მეორე ციკლი დაიწყო
მეთოდური ტრენინგები არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის