FM97.5 / LIVE

‘რესპუბლიკელებს’ სამცხე-ჯავახეთის ორ ოლქში კანდიდატი არ ეყოლებათ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 02.09.2016
„რესპუბლიკელები“ ახალციხე-ადიგენისა და ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში დეპუტატის მანდატისათვის ბრძოლას არ აპირებენ, პარტიას კანდიდატი მხოლოდ ერთ საარჩევნო ოლქში, ნინოწმინდა -ახალქალაქში ეყოლება.

‘რესპუბლიკელებს’  სამცხე-ჯავახეთის ორ ოლქში კანდიდატი არ ეყოლებათ

აქ, საქართველოს მთავრ საკანონმდებლო ორგანოში მანდატისათვის აშოტ საარიანი იბრძოლებს, რომელიც უკვე წლებია „რესპუბლიკელების“ პარტიის აახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ამის შესახებ, „სამხრეთის კარიბჭეს“ პარტიის ცენტრალურ ოფისში განუცხადეს.

„რესპუბლიკური პარტიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თამარ ღვინიანიძე აცხადებს, რომ რეგიონის დარჩენილ ორ, ახალციხე-ადიგენსა და ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქში დეპუტატობის კანდიდატი არ ეყოლებათ.

„საქართველოში, სადაც ძლიერები ვართ, კანდიდატი იქ გვეყოლება. მანდ მაგდენი რესურსი არ გვაქვს“, -ამბობს ღვინიანიძე.

როდის დაასახელებენ „რესპუბლიკელები“ აშოტ საარიანს ოფიცილაურადა ნინოწმინდა-ახალქალაქის დეპუტატობის კანდიდატად, პარტიაში გადაწყვეტილი ჯერ არ არის.

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბრის მდგომარეობით, დეპუტატობის კანდიდატები რეგიონში „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „პატრიოტთა ალიანსმა“, „ლეიბორისტებმა“, „ეროვნულმა ფორუმმა“ და სამმა საინიციატივო ჯგუფმა დაასახელა. სამცხე-ჯავახეთის სამ საარჩევნო ოლქში ოფიციალურად 14 კანდიდატია წარდგენილი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქი-ნინოწმინდაში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [2 სექტემბრის მდგომარეობით]
‘ეროვნულმა ფორუმმა’ სამცხე–ჯავახეთის ორ ოლქში კანდიდატები დაასახელა
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [3 სექტემბრის მდგომარეობით]
‘ნაციონალებმა’ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარი შეარჩიეს
პარტიამ „ჩვენი სამშობლო“ ახალციხე-ადიგენში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა