FM97.5 / LIVE
მთავარი » ხმა სოფლიდან–რადიო
სოფლები ბორჯომში, სადაც გზისა და წყლის გაკეთებას სკვერი ამჯობინეს [Video]

სოფლები ბორჯომში, სადაც გზისა და წყლის გაკეთებას სკვერი ამჯობინეს [Video]

04.04.2019 -
ბორჯომის სოფლებში მიუხედავად იმისა, რომ წყლის, გზისა და სარწყავი არხების პრობლემებია, მოსახლეობის ნაწილმა დასასვენებელი ადგილების, მოწყობა ამჯობინა. ამიტომ ზანავში, კორტანეთში, ვარდგინეთში, ბეშეთში, ჭობისხევში, დაბასა და მზეთამზეში სკვერები მოეწყობა.
‘ბირჟა’  – უმუშევრების პრიორიტეტი [Video]

‘ბირჟა’ – უმუშევრების პრიორიტეტი [Video]

14.03.2019 -
ასპინძის სოფლებში ჭობარეთში, აწყვიტაში, ძველში, ფიაში, მირაშხანსა და ოთაში „სოფლის პროგრამის“ ფარგლებში თავშეყრის ადგილები მოეწყობა. აქ მცხოვრებლების უმრავლესობა დაუსაქმებელია. ამიტომ ამბობენ, რომ მათთვის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი ე.წ. ბირჟის მოწყობაა.
ვარხანში გზის და წყლის პრობლემაა, 'სოფლის პროგრამით' კი სკვერს აკეთებენ [Video]

ვარხანში გზის და წყლის პრობლემაა, 'სოფლის პროგრამით' კი სკვერს აკეთებენ [Video]

20.02.2019 -
ვარხანში შიდა გზები ავარიულია, დაზიანებული მილიდან კი სასმელი წყალი ყოველდღე იღვრება, გასაწმენდია სანიაღვრე არხებიც. მიუხედავად ამისა, ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ვარხანში სკვერი მოეწყობა.
‘თუ გაზი შემოვა, ტყე შეინახება’ – საკირეში გაზიფიცირებას ითხოვენ [Video]

‘თუ გაზი შემოვა, ტყე შეინახება’ – საკირეში გაზიფიცირებას ითხოვენ [Video]

08.02.2019 -
ბორჯომში, სოფელ საკირეში, სადაც 300–მდე კომლი ცხოვრობს, შეშის ღუმელებით თბებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტყიდან ხის მოტანა რთული და ამასთანავე ძვირიცაა. სოფლის გაზიფიცირების შემთხვევაში კი ხარჯიც დაეზოგებათ და ტყეც დაცული იქნება.
აბასთუმანში  მიმდინარე პროექტები [Video]

აბასთუმანში მიმდინარე პროექტები [Video]

27.11.2018 -
აბასთუმანში ათამდე პროექტი ხორციელდება, მათ შორის ნაწილი მსოფლიო ბანკის, ნაწილი კი ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით კეთდება.
‘ვანო რომ უდელი არ იყოს, აქაც ზურაბიშვილი გაიმარჯვებდა’ – უდე მეორე ტურამდე [Video]

‘ვანო რომ უდელი არ იყოს, აქაც ზურაბიშვილი გაიმარჯვებდა’ – უდე მეორე ტურამდე [Video]

08.11.2018 -
ადიგენში უდე ერთადერთი სოფელია, სადაც „ოცნების“ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა არჩევნების პირველი ტური „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წააგო. რას უკავშირებენ, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას უდეში, ნახეთ რეპორტაჟი ვანო მერაბიშვილის მშობლიური სოფლიდან.
77 წლის თვითნასწავლი მხატვარი სოფელ ფერსიდან [Video]

77 წლის თვითნასწავლი მხატვარი სოფელ ფერსიდან [Video]

15.10.2018 -
ეთერ ბექაური წლებია მარტო ცხოვრობს, გართობის მიზნით ხატვა, 74 წლისამ დაიწყო და დღეს მისი სახლის თითქმის ყველა კედელი მოხატულია.
‘შორეთობა’ – ქართველების და ბერძნების საერთო დღესასწაული [Video]

‘შორეთობა’ – ქართველების და ბერძნების საერთო დღესასწაული [Video]

25.09.2018 -
ასპინძაში, სოფელ ოთაში ღვთისმშობლობას ქართველები და ეთნიკური ბერძნები ერთად აღნიშნავენ. შორეთის მონასტრის ეზოში დღესასწაულისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც ჩამოდიან. ნახეთ რეპორტაჟი შორეთიდან.
აბასთუმანში სარეაბილიტაციო სახლების დატოვება ოქტომბრიდან მოუწევთ [Video]

აბასთუმანში სარეაბილიტაციო სახლების დატოვება ოქტომბრიდან მოუწევთ [Video]

17.09.2018 -
აბასთუმანში დროებით სახლების დატოვება 20 ოჯახს მოუწევს. თუმცა, ადგილობრივებმა ჯერ არც გასახლების ვადების და არც კომპენსაციის რაოდენობის შესახებ იციან. რამდენი ოჯახი დატოვებს პირველ ეტაპზე სახლს და რა ეტაპზეა სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნახეთ რეპორტაჟი აბასთუმნიდან.
ცხრა სოფელი სამი კომლით [Video]

ცხრა სოფელი სამი კომლით [Video]

13.09.2018 -
ცხრა მიტოვებული სოფელი ბორჯომში და ადამიანები, რომლებიც მთაში გაჭირვებამ აიყვანა. ნახეთ გუჯარეთის დაცლილი ხეობა, სადაც 26 წლის წინ ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ და ახლა მხოლოდ ღობემორღვეული ნასახლარებია.
სოფელ მუგარეთში დაბინძურებული წყალი მოდის [Video]

სოფელ მუგარეთში დაბინძურებული წყალი მოდის [Video]

06.07.2018 -
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში ცოტა და ისიც სასმელად უვარგისი წყალი მოდი, ამის გამო მოსახლეობა დასალევ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება.
სამცხე-ჯავახეთში  საქონლის საშიში დაავადება გავრცელდა [Video]

სამცხე-ჯავახეთში საქონლის საშიში დაავადება გავრცელდა [Video]

28.06.2018 -
გიორგიწმინდაში საქონელი იხოცება. სოფელში პირუტყვის მომაკვიდნებელი დაავადება, ნოდულარული დერმატიტი გაჩნდა. დაავადება ადამიანზე არ გადადის, თუმცა დაავადებული ძროხის რძის მოხმარება დაუშვებელია.
ჭელას მეჩეთში კედლებს ხატავენ [Video]

ჭელას მეჩეთში კედლებს ხატავენ [Video]

22.06.2018 -
ადიგენში, სოფელ ჭელას მეჩეთში კედლების ნაწილი მოხატეს. სალოცავს, ყურანის აიეთებიდან აღებული არაბული წარწერებით, სოფლის სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ზაურ აბულაძე ხატავს.
დამტვერვის სეზონი აბასთუმანში [Video]

დამტვერვის სეზონი აბასთუმანში [Video]

07.06.2018 -
აბასთუმანში დამტვერვის სეზონი დაიწყო. კურორტი დამსვენებელს არ უჩივის, თუმცა, სტუმრები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე ჩივიან. ნახეთ, რა ფასად ქირავდება აბასთუმანში ბინები და რა დაგიჯდებათ საოჯახო სასტუმროებში ცხოვრება.
როგორ ამზადებდნენ  მესხურ ოდაში ჩეჩილ ყველს [Video]

როგორ ამზადებდნენ მესხურ ოდაში ჩეჩილ ყველს [Video]

23.05.2018 -
წლების წინ სამცხე–ჯავახეთში ჩეჩილ ყველს მესხურ ოდაში, ბუხარში ცეცხლზე შემომდგარ თუჯის ქვაბში ამზადებდნენ. მივიწყებული ტრადიცია სოფელ ჭობარეთში „სამხრეთის კარიბჭესთვის“ გააცოცხლეს.
სამ წელიწადში აწყურის ტაძარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს [Video]

სამ წელიწადში აწყურის ტაძარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს [Video]

18.05.2018 -
აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ხარაჩოებშია ჩასმული. ისტორიული ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოების მესამე ეტაპი უკვე დაიწყო. ტაძარს პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნდეს. სამშენებლო სამუშაოები კი 2020 წლის შემოდგომით უნდა დაასრულონ.
‘წინათ არ იყო ჟუაჩკა, არყის კევს ვღეჭავდით’ – როგორ ამზადებდნენ ასპინძაში ხის ქერქისგან კევს [Video]

‘წინათ არ იყო ჟუაჩკა, არყის კევს ვღეჭავდით’ – როგორ ამზადებდნენ ასპინძაში ხის ქერქისგან კევს [Video]

08.05.2018 -
ასპინძაში, ნაქალაქევში, ნახევარი საუკუნის წინ, თითქმის ყველა ოჯახში არყის ხის ქერქისგან კევს აკეთებდნენ. ამისთვის სოფელში გვიან შემოდგომით, ჭირნახულის დაბინავების შემდეგ იცლიდნენ. კევის დამზადების მივიწყებული მეთოდი ნაქალაქევში "სამხრეთის კარიბჭესთვის" გაიხსენეს.
ხალხური რეწვის ოსტატი ასპინძიდან [Video]

ხალხური რეწვის ოსტატი ასპინძიდან [Video]

29.04.2018 -
გაიცანით, ასპინძის სოფელ იდუმალაში მცხოვრები მედეა ქავთარაძე, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია საქართველოს სხვადსხვა კუთხისათვის დამახასიათებელი ორნამენტებით ტანსაცმელსა და ჩანთებს ქსოვს. საყვარელი ხელობა ბებიისგან ისწავლა. ხელოვანი, ნამუშევრებისთვის ძაფს, ბუნებრივად დამზადებული საღებავებით ღებავს.
მუსხელი მეფუტკრე თაფლს თურქეთში გაიტანს [Video]

მუსხელი მეფუტკრე თაფლს თურქეთში გაიტანს [Video]

29.03.2018 -
სოფელ მუსხში მცხოვრები მეფუტკრე ზაზა ივანიძე, რომელიც ყოველწლიურად სამტონამდე თაფლს აწარმოებს, წელს პირველად თაფლს გასაყიდად თურქეთში გაიტანს.
სოფელ საძელში გზისა და საკანალიზაციო ქსელის გაკეთებას ითხოვენ [Video]

სოფელ საძელში გზისა და საკანალიზაციო ქსელის გაკეთებას ითხოვენ [Video]

06.03.2018 -
ახალციხეში, სოფელ საძელში, სადაც 120 ოჯახი ცხოვრობს, უგზოობაზე ჩივიან. ასევე, სოფელში კანალიზაცია ღია არხით მიედინება. ადგილობრივები ახალციხის მერიას დახმარებას სთხოვენ.