19.10.2020 - დაახლოებით რვა თვეა, ახალციხის თოჯინების თეატრს პატარა მაყურებელი არ ჰყოლია. დასი სპექტაკლების გამართვას ვერც ღია სივრცეში ახერხებს. მიუხედავად ამისა, მსახიობები მუშაობას განაგრძობენ და პრემიერებს მაინც დგამენ, თუმცა როდის ნახავენ პატარა მაყურებლები ახალ სპექტაკლებს უცნობია.
05.10.2020 - ორი წელია პედაგოგის პროფესიას დაეუფლა, ახლა ეს მისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა. მოსწავლეებთან მუშაობის საკუთარი ხედვა აქვს, აფასებს საკითხების მიმართ კრიტიკულ მიდგომას და განსხვავებულ აზრს.
03.08.2020 - მეცო-სოპრანოსათვის დამახასიათებელი ხმა მაშინ აღმოაჩინა, როდესაც სომხურ სამოციქულო ეკლესიაში გალობის დროს ხმის აწევა სთხოვეს. ნახეთ, რაზე ოცნებობს და რა გეგმები აქვს ახალციხელ მეცო-სოპრანო, ანნა ჩილინგაროვას.
10.02.2020 - უყვართ ქართული სიმღერა და ქართველი კომპოზიტორები. არაერთი კონკურსიდან საპრიზო ადგილებით დაბრუნებულან და ახალციხეც უსახელებიათ.
27.01.2020 - მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტმა, კულტურული ღონისძიებებისთვის ბიუჯეტში თანხა გაზარდა.
02.12.2019 - პირველად რომ დახატა, ორი წლის იყო. მას შემდეგ, ხატვა მისი ნაწილი გახდა - ახალციხელი მხატვარი, თამარ თამარაძე გადაცემა "ავანგარდში" საკუთარი შემოქმედების შესახებ მოგიყვებათ.
25.11.2019 - ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020–2022 წლების ახალგაზრდული სტრატეგია, სამოქმედო გეგმა შეიქმნა. გადაცემა "ავანგარდის" სტუმარია ახალციხის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტი მარიამ ზაზაძე, რომელიც განმარტავს, რას გულისხმობს ეს სტრატეგია.
30.09.2019 - სამცხე–ჯავახეთის ქალთა საფეხბურთო გუნდი „ზარზმა“ 2012 წლიდან არსებობს. ფეხბურთელები მარიამ ოთანაძე და ლიკა მარკოიძე გვესაუბრებიან, თუ რამდენი ხანია რაც გუნდში თამაშობენ და რატომ აირჩიეს ფეხბურთი.
24.09.2019 - რა სახის ტატუს იკეთებენ ახალციხეში ყველაზე ხშირად, როგორია ადგილობრივების დამოკიდებულბა სხეულის მოხატვაზე და რა უნდა გავითვალისწინოთ თუ ტატუს გაკეთებას გადავწყვეტთ.
22.07.2019 - „ტაოს“ მწვრთნელები რაგბის განვითარების ჯგუფის მიერ გადამზადებას გადიან, შემდეგ კი რეგიონის მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებს რაგბს ასწავლიან. სამცხე-ჯავახეთში რაგბის პოტენციალზე რაგბის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელს, გიორგი ჭუმბურიძეს ვესაუბრებით.

16.07.2019 - ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსში, 120 ღვინის კომპანიას შორის ნაათენაძის „მესხურმა წითელმა“ ბრინჯაოს დიპლომი მიიღო. მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებელი, მეღვინე გიორგი ნათენაძე გვიყვება, თუ როგორ აღადგინა ოცზე მეტი მივიწყებული ვაზის ჯიში და რატომ უნდა, რომ სამცხე-ჯავახეთის სავიზიტო ბარათად ადგილობრივი ღვინო იქცეს.
01.07.2019 - "ადამიანების ისტორიების ჩამწერის პროფესია რომ არსებობდეს, პირველ რიგში მე ვიქნებოდი" - ახალგაზრდა მწერალი, ნანი მანველიშვილი საკუთარ თავს ასე აღწერს. წერა ხუთი წლისამ დაიწყო, თუმცა ახლა მის ლიტერატურულ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან მისი ნაწარმოები "ოდისევსის სინდრომი" შესაძლოა წიგნად გამოიცეს.
03.06.2019 - 29 მაისს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში დამსაქმებლები სტუდენტებს შეხვდნენ, სტუდენტი თაკო ხალაძე გვიყვება ფორუმის დეტალებს.
13.05.2019 - 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ფცქიალაძე გვიყვება, თუ რა პრობლემები აქვთ სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში და როგორია მათი გადაჭრის გზები.
06.05.2019 - ახალციხისა და ადიგენის 12 მაღალმთიან სოფელში ახალგაზრდებმა ადგილობრივების პრობლემები შეისწავლეს. პროექტი "აქტიური თემი - ღია და გამჭირვალე მმართველობისთვის", ამ დასახლებებში შვიდი თვე გრძელდებოდა. ვრცლად პროექტის კოორდინატორი ცირა მესხიშვილი და მონაწილე ნათია მარკოიძე გვიყვებიან.
22.04.2019 - სოფელ ბენარის სკოლის მეათე კლასელებმა, ნინო ტატალაშვილმა და საბა ნატრიაშვილმა თანატოლებთან ერთად მდინარე ოცხე ხუთ სოფელში დაასუფთავეს
15.04.2019 - გადაცემა "ავანგარდში" ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებისა და ფრენბურთის ტურნირის შესახებ ვსაუბრობთ. სტუდიაში სტუმრებად არიან ჩემპიონატის მონაწილეები, სტუდენტები, ხატია ქველაძე და გივი დვალაშვილი.
08.04.2019 - "რეპში მთავარი სიმართლის თქმაა" – ნიკა ჯიქურის FreeStyle გადაცემა "ავანგარდში".
01.04.2019 - ქეთი მელიქიძე და თამარ ხითარიშვილი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში სწავლობენ. ისინი სტუდენტურ ცხოვრებას ამავე კორპუსის საერთო საცხოვრებელში ატარებენ. გადაცემა "ავანგარდში" გოგონები გვიყვებიან, რა საჭირობები აქვთ სტუდენტებს ახალქალაქში.
25.03.2019 - ლექსად ნათქვამი მესხეთის სიყვარული და ქალისთვის ექსპრომტად შექმნილი სტრიქონები – გადაცემის სტუმარია ახალგაზრდა პოეტი, ოტია ზედგინიძე.