29.10.2020 - რა პროგრამული პრიორიტეტები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, რაზე აკეთებენ აქცენტებს, რითი ჰგავს და რითი განსხვავდება მათი გეგმები ერთმანეთისგან - ამ თემებზე ახალციხეში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მეორე ნაწილი პარტიების „ლელოსა“ და „ტრიბუნას“ წარმომადგენლებს დაეთმოთ, რომლებმაც საკუთარი პარტიების პროგრამებზე ისაუბრეს.
28.10.2020 - 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის N17 ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში სულ 106 საარჩევნო უბანი გაიხსნება. გასული არჩევნებისგან განსხვავებით, რამდენიმე დასახლებაში შეიცვალა საარჩევნო უბნის განთავსების ადგილი. გთავაზობთ, ყველა უბნის მისამართს.
28.10.2020 - საპარლამენტო არჩევნებისთვის სამცხე-ჯავახეთში საკუთარი კანდიდატი 14-მა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა. მათი ნაწილის პოლიტიკური პროგრამები ხელმისაწვდომია, ნაწილის კი არ იძებნება. იმისთვის, რომ მარტივად მოძებნოთ პარტიების პროგრამები, გთავაზობთ მათ ელექტრონულ მისამართებს.
28.10.2020 - რა დაპირებები აქვთ პარტიებს ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებისთვის – გაგაცნობთ იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებს, რომლებსაც სამცხე–ჯავახეთის ოლქებში საკუთარი კანდიდატები ჰყავთ.
28.10.2020 - საქართველოს მასშტაბით 1 419 საჯარო სკოლაში საარჩევნო უბნები განთავსდა. ამის გამო, დღეიდან, 28 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
27.10.2020 - პოლიტიკური პარტიების ნაწილს პროგრამულ პრიორიტეტებში საპენსიო რეფორმა ცალკე აქვთ მოცემული. მათი ნაწილი დაგროვებით პენსიაზეც აკეთებს აქცენტს.
27.10.2020 - რა პრობლემებს ხედავენ პოლიტიკური პარტიები განათლების სფეროში და როგორია მათი გეგმა არსებული გამოწვევების გადასაჭრელად – „სამხრეთის კარიბჭე“ გთავაზობთ იმ პარტიების საარჩევნო პროგრამების მოკლე ანალიზს, რომლებსაც არჩევნებზე საკუთარი მაჟორიტარი ჰყავთ სამცხე-ჯავახეთში.
26.10.2020 - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სამველ მანუკიანი აცხადებს, რომ სოფელ დიდ სამსარში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თავს ენზელ მკოიანის მხარდამჭერი დაესხა. მისი თქმით, ეს „ოცნების“ მოქმედი დეპუტატის წინასაარჩევნო პროვოკაცია იყო.

26.10.2020 - ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა 27 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ბრიფინგზე ცესკოს პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
26.10.2020 - ადგილობრივების განცხადებით “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, სამველ მანუკიანს სოფელ დიდ სამსარში დაპირისპირება მოუვიდა, ამის გამო იგი კლინიკაშიც გადაიყვანეს. ჩხუბის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ პარტიის ახალქალაქის შტაბში.
26.10.2020 - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, წინასაარჩევნო შეხვედრებზე უსაფრთხოების წესები დაიცვან.
25.10.2020 - ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით საქართველოში იზოლაციაში მყოფმა 900–მდე მოქალაქემ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის მიმართა. ცესკო კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარულ დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში, მათ შორის თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, უზრუნველყოფს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას.
23.10.2020 - დღეს, 23 ოქტომბერს „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გელა კვარაცხელიამ ახალციხეში შეხვედრა გამართეს. ამომრჩევლებთან საუბრის დიდი ნაწილი მმართველი გუნდის კრიტიკას დაეთმო.
23.10.2020 - საპარლამენტო არჩევნებამდე შვიდი დღე დარჩა – იცნობენ თუ არა მაჟორიტარ კანდიდატებსა და პარტიის პროგრამებს. რის მიხედვით გააკეთებენ არჩევანს და როგორია მათი შეფასებით წინასაარჩევნო გარემო.
23.10.2020 - ახალციხის 9 ბაღში სწავლა 28 ოქტომბრიდან ორ ნოემბრამდე შეჩერდება, აღნიშნულ ბაღებში საარჩევნო უბნებია განთავსებული.

22.10.2020 - როგორ აპირებენ ეკონომიკის განვითარებას პოლიტიკური პარტიები და რას ჰპირდებიან ისინი ამომრჩეველს - პროგრამების მოკლე ანალიზი ეკონომიკური სფეროს შესახებ.
21.10.2020 - დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით „ევროპული საქართველო“ აქციას მართავს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან თბილისის მიმართულებით, მანქანები სიგნალებით და ტრანსფარანტებით „დაუპიპინე ბიძინას“ 12:00 საათზე წავიდნენ.
21.10.2020 - ცესკოს დადგენილების მიხედვით, საარჩევნო უბნებში სპეცჯგუფების მიერ დაცული უნდა იქნეს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები. თუ დამკვირვებელი/საარჩევნო სუბიექტის/პრესის წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს დატოვებს საარჩევნო უბანს ან გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესს, იგი განმეორებით აღნიშნულ შენობაში/გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესზე არ დაიშვება.
21.10.2020 - ცესკომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობისთვის დადგენილება გამოსცა. მათი ინფორმაციით, თითოეულ მუნიციპალიტეტში არანაკლებ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნება და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის სპეციალური ჯგუფი იმუშავებს.
20.10.2020 - “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას“ პროპორციული სიის ოცეულში ახალქალაქელი დავით რსტაკიანია. იგი სიაში მე–13 ადგილზეა.