22.02.2019 - ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის ახალი შენობის ასაშენებლად ტენდერი 1 216 175 ლარზე გამოცხადდა.
22.02.2019 - კურორტ აბასთუმანში, ამ დროისთვის რესტავრაცია შვიდ ისტორიულ სახლს უტარდება, აქედან ორზე სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
21.02.2019 - ბორჯომში მცხოვრებლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ისტორიულ პარკში პირველ რიგში საცურაო აუზები უნდა გაკეთდეს. ასე, მათი თქმით, პარკის შემოსავალი გაიზრდება, სანაცვლოდ კი დამსვენებლებისთვის აქ შესვლის ღირებულება შემცირდება.
21.02.2019 - ახალციხის ციხის გახსნიდან შვიდი წლის შემდეგ, შშმ პირებისთვის განკუთვნილ საპირფარეშომდე მისასვლელად პანდუსი მოაწყვეს, რამდენიმე თვის წინ კი მათთვის განკუთვნილი საპირფარეშოს კარიც გააფართოვეს.
21.02.2019 - ახალციხის ტექინსპექტირების ცენტრში, პირველი იანვრიდან 21 თებერვლის ჩათვლით, 2 148 მანქანა შემოწმდა, მათ შორის 562–მა ინსპექტირება ვერ გაიარა.
21.02.2019 - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალური ძეგლის დადგმაზე ტენდერი გამოაცხადა.
20.02.2019 - ახალციხის სკოლების დიდ ნაწილში არ არის სპორტული მოედნები, წყლისა და კანალიზაციის, ასევე დენის გაყვანილობები, დაზიანებულია ჭერი და საპირფარეშოები – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რის შესახებაც სკოლების დირექტორებმა ახალციხის მერთან ისაუბრეს.
20.02.2019 - ახალციხეში ე.წ. სამხედრო დასახლებებში არსებული ბინების პრივატიზება იწყება. ამისთვის 240–მა ოჯახმა მერიაში დოკუმენტები უნდა წარადგინოს. ამ დროისთვის კი საბუთების მიტანა უწყებაში 90–მდე ადგილობრივმა შეძლო.
20.02.2019 - სკოლების შესახებ ომბუდსმენის მიერ მომზადებული ანგარიშით ირკვევა, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი უწყლოდ დარჩენილი სკოლა სამცხე–ჯავახეთშია. გასული წლიდან კი სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწყობა თვითმმართველობების ვალდებულებაა.
20.02.2019 - ბორჯომის ხელოვნებისა და კულტურის სახლის სახურავის, ასევე, შენობაში არსებული თოჯინების თეატრის რეაბილიტაციისთვის 2017 წელს 250 000–მდე ლარი დაიხარჯა, თუმცა სახურავიდან წყალი ჩამოდის.
20.02.2019 - ახალქალაქში ტექინსპექტირების ცენტრი გაიხსნა, თუმცა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან ადგილობრივები ტექინსპექტირების გასავლელად კვლავ ახალციხის ცენტრს აკითხავენ, ამიტომ აქ ისევ მანქანების რიგია.
20.02.2019 - ახალციხის მერის ზაზა მელქიძის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ქალაქში 300 ბავშვზე გათვლილი ორი საბავშვო ბაღი აშენდება.
20.02.2019 - ახალციხის მერია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებსაც ყველა საგანში 95 და მეტი ქულა ექნებათ, სტიპენდიას ჩაურიცხავს.
20.02.2019 - "თუ მძღოლი რამდენიმე წლის განმავლობაში არ იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევას და არის ე.წ კარგი მძღოლი, მას მოუწევს ბევრად ნაკლები სადაზღვევო პრემიის გადახდა, ვიდრე იმ მძღოლს, რომელიც ხშირად ხვდება ავტოავარიაში", – აცხადებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი თუთარაშვილი.
20.02.2019 - ქაღალდის პირადობის მოწმობის, ახალი პირადობით ჩანაცვლება, პირველი მარტის ჩათვლითაა შესაძლებელი.
19.02.2019 - სლალომსა და ტრამპლინით ხტომაში ხსოვნის ტურნირი, „ბაკურიანობის“ დღესასწაულზე მოეწყობა. რაც ჩემპიონატში, როგორც ვეტერანი, ასევე, დამწყები სპორტსმენების მონაწილეობას გულისხმობს.
19.02.2019 - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ საკირეს მკვიდრს, 37 წლის ზეზვა თოფურიანს, რომელიც მეათე თვეა საწოლსაა მიჯაჭვული, მკურნალობის კურსს დაუფინანსებს.
19.02.2019 - ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მშენებარე ჰესი ფუნქციონირებას მომავალ წელს დაიწყებს. 2019 წლიდან კი ქვეყნის მასშტაბით ექსპლუატაციაში 10 ჰესი შევა.
18.02.2019 - ახალციხის საკრებულოს დეპუტატები ინფრასტრუქტურის სამსახურს მუშაობას უწუნებენ. დეპუტატები მათ სამოქმედო არეალში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას, ასევე, გასული წლის ანგარიშის წარდგენას ითხოვენ.
18.02.2019 - გოდერძის უღელტეხილზე, ზარზმა–ხულოს საავტომობილო გზაზე, 47 კილომეტრის მოასფალტებისთვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია.