
01.10.2020 - 41–ე გარდაცვლილის შესახებ ინფორმაციას stopcov-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 6 640-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 3 419 პაციენტი.
01.10.2020 - COVID-19-ზე გამოკვლეული 517 მებაჟე-ოფიცერიდან ექვსს ვირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
01.10.2020 - პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. მათი უმრავლესობა ნინოწმინდაშია. თითო-თითო შემთხვევა დადასტურდა ადიგენის სოფელ არალსა და ასპინძის სოფელ რუსთავში.
01.10.2020 - დღეს, პირველ ოქტომბერს არლის სკოლაში ეპიდემიოლოგები მასწავლებლებსა და მოსწავლეებს COVID-19–ზე ტესტირებას უკეთებენ. აღნიშნულ სკოლაში პედაგოგის დაინფიცირების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
01.10.2020 - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 448 ახალი შემთხვევიდან ცხრა სამცხე–ჯავახეთში ფიქსირდება.
01.10.2020 - საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 40–მდე გაიზარდა. დღეს, პირველ ოქტომბერს ინფექციას 81 წლის პაციენტი ემსხვერპლა.
01.10.2020 - დღეს, პირველ ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსთ ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 448 შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევათა რაოდენობა 6 640–მდე გაიზარდა.
01.10.2020 - ადიგენში სოფელ არალში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, სკოლაში 148 მოსწავლე და 24 მასწავლებელია.
01.10.2020 - ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსით კიდევ შვიდი პირი დაინფიცირდა.
30.09.2020 - ადიგენში, დიდი ზანავის საჯარო სკოლა დღეიდან, 30 სექტემბრიდან დისტანციურ სწავლაზე გადავიდა. სკოლის ერთ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ორი დღეა დისტანციურად სწავლობენ ჭეჭლაშიც, აქ ვირუსი მოსწავლეებს აქვთ.
30.09.2020 - დღეს, 30 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 39–მდე გაიზარდა. 30 სექტემბერს კორონავირუსს მესამე პაციენტი ემსხვერპლა.
30.09.2020 - დღეს, 30 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით მეორე პაციენტი დაიღუპა, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 38–მდე გაიზარდა.
30.09.2020 - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში 3 072 ინფიცირებულიდან 28 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 26 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
30.09.2020 - დღეს, 30 სექტემბერს კორონავირუსისგან 796 პაციენტი განიკურნა. ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში covid-19-ით 3 120 პაციენტია გამოჯანმრთელებული.
30.09.2020 - დღეს, 30 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 37–მდე გაიზარდა.
30.09.2020 - დღეს, საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იგივეა.
30.09.2020 - ადიგენში, სოფელ დიდი ზანავის საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, ჭეჭლის მსგავსად, შესაძლოა სწავლა აქაც დისტანციურად წარიმართოს.
29.09.2020 - დღეს, 29 სექტემბერს ადიგენში, სოფელ არალში ქალს covid-19 აღმოაჩნდა. დაინფიცირებული არლის საჯარო სკოლის პედაგოგის მეუღლეა.
29.09.2020 - ადიგენში, სოფელ ჭეჭლის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, სკოლის ორ მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდა. პედაგოგები და მოსწავლეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
29.09.2020 - დღეს, 29 სექტემბერს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციაში.