10.09.2015 - ახალციხეში ფერმერების ნაწილს კარტოფილი მიწაში დაულპა, ნაწილმა კი იმდენად მცირე მოსავალი მიიღო, რომ გამოსაზამთრებლადაც არ ეყოფა; რა რაოდენობით შემცირდა წელს კარტოფილის მოსავალი მესხეთში და რითი ხსნიან ამას ფერმერები;
03.08.2015 - ახალციხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის: ფერსის, გიორგიწმინდის და მუგარეთის მოსახლეობას უწყლობის გამო ნათესები უხმება. გარდა ამისა ადგილობრივებს სასმელი წყლის პრობლემაც აწუხებთ.
26.07.2015 - ადიგენის რვა სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრთან დამაკავშირებელი ხიდის შეკეთებას ხელისუფლებამ რამდენიმე თვე მოანდომა. ხიდი შეკეთებულია, თუმცა დროებით, ამიტომ ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ მასზე მოძრაობა ისევ სახიფათოა.
15.07.2015 - ხერთვისში მცხოვრები ალექსანდრე ციხელაშვილი ფარავნის ჰესის მშენებლობისას ჩამორთმული მიწის დასაბრუნებლად სასამართლოს მეოთხედ მიმართავს. ნაკვეთი, რომელიც ციხელაშვილს მემკვიდრეობით გადაეცა და წლების განმავლობაში ამუშავებდა, ისე ჩამოართვეს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა;
09.07.2015 - სოფელ ბოლაჯურში შესაძლოა მთავარი მარჩენალი პროდუქტის, კარტოფილის გარეშე დარჩნენ. მცენარეს დაავადება შეეყარა, ულპება ღერო და ყვავილი.
07.07.2015 - ღრელში წვიმას, ჭაჭარაქში კი ნაკვეთის მოსარწყავად საკუთარ რიგს ელიან. აქ წყალიცაა და წყალსაქაჩიც შესვენების გარეშე მუშაობს, თუმცა, კარტოფილი მაინც ხმება. მოუწევს თუ არა ადგილობრივ ხელისუფლებას მელიორაციის საკითხებისადმი მიდგომის შეცვლა და რატომ ზიანდება მოსავალი იმ სოფლებში, სადაც სხვა სოფლებისგან განსხვავებით სარწყავი წყალია.
26.06.2015 - ბოლო ერთ თვეში მესხეთს სტიქიამ რამდენჯერმე შეუტია, დაზიანებულია სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და ხეხილი. ადგილობრივ ხელისუფლებაში ფერმერებს კომპენსაციას ვერ ჰპირდებიან, ამ ვითარებაში სოფლის მეურნეობის სპეციალისტები გამოსავალს აგროდაზღვევაში ხედავენ.
12.06.2015 - გუშინ, 11 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ადგილობრივთა ნაწილის სახლები დატბორა და ნათესები წალეკა. აწყურის ერთ უბანში ღვარცოფმა სახლებამდე მისასვლელი გზაც მოგლიჯა. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის, მოსახლეობა კი დახმარებას ელის.
12.06.2015 - 5 წუთში ჩამწვარი, 200.000 ლარად შეფასებული, ღორთუბნის საჯარო სკოლა და 43 მოსწავლე სკოლის გარეშე. რა ბედი ელით მოსწავლეებსა და სკოლაში დასაქმებულ 12 პედაგოგს, ამ ეტაპზე უცნობია. ადმინისტრაცია სამინისტროს დირექტივებს ელოდება. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს კი სამართალდამცავები იკვლევენ.
05.06.2015 -
02.06.2015 - ვალეში მცხოვრებ ფერმერს სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობისას ნათესები დაუზიანეს. ფართობი, რომელზეც კარტოფილი და ხორბალი ეთესა, მისი საკუთრება არ არის, ამიტომ „ბი–პი“ დაზიანებული ნათესის კომპენსაციით ანაზღაურებას არ აპირებს.
30.05.2015 - მესამე წელია ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ბრუცელოზი როგორც პირუტყვში, ასევე ადამიანებში ვლინდება. ბოლო შემთხვევა ადამიანში ორი დღის წინ გამოვლინდა.
23.05.2015 - ვალეში ადიდებული მდინარე ფოცხოვი კალაპოტიდან გადმოვიდა და ადგილობრივი ათუნაშვილების ნაკვეთის ნაწილი წაიღო. საფრთხე კიდევ ათობით ჰექტარს ემუქრება. ადგილობრივები თვითმმართველობას ჯებირების გაკეთებას სთხოვენ.
13.05.2015 - მე–12 საუკუნის აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის რესტავრაციისთვის არქეოლოგიური სამუშაოები იწყება. გათხრების დასრულების შემდეგ განისაზღვრება საბოლოო პროექტი, მისი ღირებულება და იმ მასალის სახეობა, რომლითაც ტაძარი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება.
09.05.2015 - მოსაწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და მწყობრიდან გამოსული ტელესკოპები; მოძველებული ტექნიკა და უფუნქციოდ დარჩენილი შენობები. აბასთუმნის ობსერვატორიაში ადგილობრივი მაცხოვრებლები და მეცნიერები სხვადასხვა პრობლემაზე ჩივიან.
02.05.2015 - ახალციხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელ, სვირს, ბოგასა და ტატანისს ერთი უბნის ექიმი და ექთანი ემსახურება. ადგილობრივები უბნის ექიმის მომსახურებით უკმაყოფილოები არიან და ამბობენ, რომ მათ სოფლებში ექიმი არ მიდის, ექთანი კი ყველას მომსახურებას ვერ ასწრებს.
28.04.2015 - 8 წელია თამილა გიორგაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში, ყოფილი ბაგა–ბაღის ავარიულ შენობაში, მარტო ცხოვრობს. ჯანმრთელობის პრობლემების გამო სახლის ყიდვას ვერ შეძლებს, სოციალური დახმარება და პენსია კი საკვებად და წამლების შესაძენად არ ჰყოფნის. თამილა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.
24.04.2015 - ვალეში მოსახლეობის ნაწილს უბინაოდ დარჩენა ემუქრება. სტალინის ქუჩაზე მდებარე ყველა მრავალსართულიანი ბინა ავარიულ მდგომარეობაშია. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
09.04.2015 - არჩევენ თუ არა საჯარო მოხელეებს და არა მხოლოდ საჯარო მოხელეებს რელიგიური ნიშნით ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობაში. მუსლიმები რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობენ;
05.04.2015 - დღეს, 5 აპრილს, მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიების ნაწილი იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. ახალციხეში აღდგომას აღნიშნავენ სომეხთა სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიები.