05.01.2016 - რა ხდება ახალი წლის ღამეს ბაკურიანში და როგორ ემზადება რეგიონის ყველაზე ცნობილი ზამთრის კურორტი სტუმრების მისაღებად; დარჩა თუ არა თავისუფალი ნომრები სასტუმროებში და დაგხვდებათ თუ არა თოვლი, რაც ყველაზე მთავარია;
25.12.2015 - ახალციხეში მცხოვრებმა კათოლიკეებმა ქრისტეს შობის დღესასწაული იზეიმეს. სადღესასწაულო მსახურება რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ტაძარში ჩატარდა. ლიტურგიას ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია.
25.12.2015 - ცარიელი ქუჩები, დაკეტილი ბარები და სასტუმროები და მოშლილი ინფრასტრუქტურა – გასული წლების მსგავსად, 2016 წლის ზამთრის საკურორტო სეზონსაც აბასთუმანი დამსვენებლის გარეშე შეხვდა.
![5 წლის დავით გიორგაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს [Video] 5 წლის დავით გიორგაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს [Video]](/uploads/posts/2015-12/1450090271_davit-giorgadze.jpg)
13.12.2015 - ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალშენის დასახლებაში მცხოვრებ 5 წლის დავით გიორგაძეს, რომელსაც ეპილეფსია აქვს, დახმარება სჭირდება. ოჯახს გამოკვლევებისთვის საჭირო თანხა არ აქვს.
11.12.2015 - ჭელასა და ზანავში ტყის მასიური გაჩეხვის გამო ადგილობრივები ეროზიისა და მეწყერის საშიშროებაზე საუბრობენ, სატყეო სააგენტოში კი მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მოსაზრებას არ იზიარებენ;
01.12.2015 - განგებ შექმნილი ბარიერი ჯარიმებისა და ბიუჯეტის გასავსებად, თუ მიუვალ ადგილებში გამოყოფილი ტყე–კაფები. გლეხები შეზღუდვებზე ჩივიან, გარემოსდამცველები კი კანონდარღვევებს ითვლიან.
27.11.2015 - სოფელ სხვილისში, თითქმის ყველა ეზოდან, ხორცის დაბეგვის ხმა ისმის.. ასე სოფელი ზამთრისთვის მზადებას იწყებს.
25.11.2015 - დაბზარული კედლები, გამოცლილი საძირკველი და დაზიანებული სახურავი. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში გიგაშვილების ორსულიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.
17.11.2015 - სოფელ ადიგენში სასმელი წყლის დაწყვეტაში ადგილობრივ ბიზნესმენს მერაბ კუბლაშვილს ადანაშაულებენ.
11.11.2015 - დღესასწაულზე ზარზმას როგორც სასულიერო ასევე, საერო პირები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან სტუმრობდნენ. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლიტურგიის დასრულების შემდეგ, დღესასწაულის აღნიშვნა სხვადასხვა ღონისძიებებით გაგრძელდა;
![სოფელ საყუნეთში ღორები იხოცება [Video] სოფელ საყუნეთში ღორები იხოცება [Video]](/uploads/posts/2015-11/1447078681_sayunetshi-gorebi-ixoceba.jpg)
07.11.2015 - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში ღორები იხოცება, ადგილობრივები ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ.
31.10.2015 - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ სმადაში მცხოვრები ნათელა ხარშილაძე, 9 წელია, სახლამდე სასმელი წყლის მიყვანის ნებართვას ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ.
28.10.2015 - ადიგენში ათი სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრთან დამაკავშირებელ ხიდზე მოძრაობა სახიფათოა, თუმცა საგზაო დეპარტამენტს, ანუ უწყებას ვის ბალანსზეც აღნიშნული ხიდი ირიცხება, მისი კაპიტალური შეკეთების კონკრეტული გეგმა ჯერ არ აქვს;
23.10.2015 - სოფელ წარბასთუმანში მცხოვრებმა ბახტურიძეებმა, სოციალური დახმარების მოხსნის გამო პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს, – სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, 32 წლის ქალიშვილი აიყვანეს და მის იქ დატოვებას აპირებდნენ. დახმარებას თუ არ აღუდგენენ, ნანული ბახტურიძე თვითმკვლელობით იმუქრება.
22.10.2015 - კუნთების პროგრეული დისტროფიით დაავადებული ძმები უსახსრობის გამო მკურნალობას ვერ აგრძელებენ. ძმების ერთადერთი იმედი ქველმოქმედი ადამიანების დახმარებაა.
17.10.2015 - ახალციხის მუნიციპალიტეტის სამ სოფლეში, ფერსაში, მუგარეთსა და გიორგიწმინდაში პირუტყვი იხოცება. საქონელი ემკარითა და პასტერელოზით დაავადდა.
11.10.2015 - ასპინძაში, სოფელ ხიზაბავრაში, ტერასული მევენახეობა აღდგება. 23 ჰექტარ ფართობზე შეფენილ ტერასებზე დასარგავ ვაზის ჯიშებსაც სპეციალურად შეარჩევენ – აქ უმეტესაც ძველი მესხური ჯიშები დაირგვება.
06.10.2015 - გუშინ, გვიან ღამით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ლომიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ოჯახის წევრები ხანძარს უვნებლები გადაურჩნენ, თუმცა, ღია ცის ქვეშ დარჩნენ. ხუთსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.
28.09.2015 - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში მცხოვრებ დალი გორგოძეს მეორე თვეა სოციალური დახმარება არ მიუღია. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.
23.09.2015 - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში გაჩენილმა ხანძარმა შავაძეების შვიდსულიანი ოჯახი უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დატოვა.