13.03.2019 - სასმელი წყალი, გზა, სასაფლაოს შემოღობვა, გარე განათება, სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა, სკვერები და თვშეყრის ადგილები – ეს სამცხე–ჯავახეთის სოფლებში მოსახლეობის მიერ რიგით პირველ პრობლემებად დასახელებული საკითხებია.
13.03.2019 - ასპინძაში 6 250 მეტრი სიგრძის სარწყავი არხის რეაბილიტაციის შედეგად დაბა სრულად გასარწყავიანდება.
13.03.2019 - ახალქალქის ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალური ჯანდაცვის მუხლს ახალი პუნქტები დაემატა. წელს თვითმმართველობიდან ერთჯერადად დამხარების მიღებას ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები შეძლებენ, ასევე, იზრდება შშმ ბავშვების მკურნალობისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობაც.
12.03.2019 - ადიგენში, სოფელ ფარეხაში მცხოვრებ ორი ოჯახს, 30 წელია ელექტროენერგია არ აქვს, თვითმმართველობამ კი „სოფლის პროგრამის“ ფარგლებში მათთვის გათვალისწინებული 10 000 ლარი, სოფელ ვარხანს სკვერის მოსაწყობად ისე გაუნაწილა, რომ ადგილობრივებისთვის არაფერი უკითხავს.
12.03.2019 - ახალციხეში მცხოვრებ ვახტანგ სახამბერიძეს სახლი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე გაუყიდა და მას შემდეგ მეუღლესთან ერთად ქირით ცხოვრობს. სახამბერიძე ამბობს, რომ ბინის ქირის გადახდას ვერ ახერხებს და ღია ცის ქვეშ რჩება, ამიტომ მერიას თავშესაფარს სთხოვს.
12.03.2019 - ქართველ რეჟისორებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ დოკუმენტური ფილმების იდეების კონკურსში მონაწილეობა მიიღონ. განცხადებების მიღება დაწყებულია.
12.03.2019 - ახალციხის მერიის ინფორმაციით, თეატრთან შეთანხმებით, მსახიობები დამატებით ანაზღაურებას მუნიციპალიტეტის სოფლებში წარმოდგენების გამართვის ხარჯზე მიიღებენ. დამატებით გამოყოფილი თანხის ოდენობა 30 000 ლარი იქნება.
12.03.2019 - ადიგენის მერია დერცელი–კიკიბოს მიმართულებით დამეწყრილ მონაკვეთთან ახალ შემოვლით გზას გაიყვანს. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 469 286 ლარია.
11.03.2019 - ახალციხის ციხის შემოსავალმა 2018 წელს 892 206 ლარი შეადგინა, ეს თანხა ააიპ–მა ობიექტების გაქირავებით, ბილეთების გაყიდვით და გიდების მომსახურებით მიიღო.
09.03.2019 - ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომში, პლატოს ტარიტორიაზე, სანიტარული ჭრები მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
08.03.2019 - სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ახალქალაქში, მესამე კორპუსში, სტუდენტებს შეხვდნენ. ახალგაზრდებმა სასწავლებელში არსბულ პრობლემებზე იმსჯელეს.
07.03.2019 - იაპონიის საელჩო ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის, ორ ახალ სახანძრო მანქანას შეიძენს.
07.03.2019 - პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლების სფეროში 2019–2022 წლებისთვის დაგეგმილ ფართომასშტაბიან რეფორმაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს 2022 წლისთვის მიაღწევს.
06.03.2019 - ზამთრის საბაზისო სამთო მომზადების კურსის პროცესის გასაცნობად ბაკურიანში აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეთ რუდი ჩავიდა.
06.03.2019 - სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში, მასობრივადაა გავრცელებული მავნებელი - მბეჭდავი ქერქიჭამია. ამის შესახებ ეროვნულ სატყეო სააგენტოში საუბრობენ.
06.03.2019 - სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, ტურისტულ სეზონზე ბაკურიანში ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა მწვავედ იდგა, რამაც დამსვენებლებს დისკომფორტი შეუქმნა. გუბერნატორი ირწმუნება, რომ ეს საკითხი 2019–2020 წლებში მოგვარდება.
05.03.2019 - ასპინძაში ლუდის მოყვარულებმა სახლში, აქამდე არარსებული მეთოდით, ქვევრში ლუდის დამზადება დაიწყეს და იმდენად გემრიელი გამოვიდა, რომ გასაყიდად ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი თბილისსა და გუდაურშიც გაიტანეს.
05.03.2019 - თითქმის ორწლიანი ლოდინის შემდეგ, ახალციხეში, სოფელ კლდეში, სარწყავი სისტემით სარგებლობა შესაძლებელი იქნება. საქართველოს მელიორაციაში აცხადებენ, რომ რწყვის სეზონზე კლდის და წნისის მოსახლეობას პრობლემა აღარ შეექმნება.
04.03.2019 - „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრის“ ინფორმაციით, მათთან სოფელ გოგაშენიდან 30 განცხადება შევიდა, სადაც ახალგაზრდები წერენ, რომ დაოჯახებას ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ. თავად გოგაშნელი ახალგაზრდები კი ამბობენ, რომ ცენტრისთვის არ მიუმართავთ.
04.03.2019 - 'საქსტატის' ინფორმაციით, თებერვალში ალკოჰოლზე, თამბაქოზე, სურსათზე, სამედიცინო პროდუქციასა და სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა.