FM97.5 / LIVE
მთავარი » კორონავირუსი
Արտակարգ իրավիճակ, ամբողջ երկրի մասշտաբով , 1 ամսով, մինչև, 2020 թվականի ապրիլի 21-ը

Արտակարգ իրավիճակ, ամբողջ երկրի մասշտաբով , 1 ամսով, մինչև, 2020 թվականի ապրիլի 21-ը

24.03.2020 -
"Վրաստանի կառավարությունը և ես, այսօր դիմում ենք Վրաստանի նախագահին ամբողջ երկրի մասշտաբով մինչև 2020 թվականի ապրիլի 21-ը արտակարգ իրավիճակ հայտարարելու համար",- այս մասին հայտնեց Վրաստանի վարչապետ Գիորգի Գախարիան.
‘მაქსიმალურად შევეცადოთ სახლში დარჩენას’ - ბორჯომის ეპისკოპოსი ლაზარე

‘მაქსიმალურად შევეცადოთ სახლში დარჩენას’ - ბორჯომის ეპისკოპოსი ლაზარე

23.03.2020 -
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი მრევლს მოუწოდებს საგანგებო მდგომარეობის შესახებ მთავრობის ყველა რეგულაცია ზედმიწევნით შეასრულონ და მაქსიმალურად შეეცადონ სახლში დარჩენას.
მსოფლიოში კორონავირუსით 101 065 ადამიანი განიკურნა

მსოფლიოში კორონავირუსით 101 065 ადამიანი განიკურნა

23.03.2020 -
23 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 194 ქვეყანაში, კორონავირუსით დაინფიცირების 366 857 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 101 065 განიკურნა, ხოლო 16 098 გარდაიცვალა.
რას (არ) აკეთებენ რელიგიური კონფესიები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის

რას (არ) აკეთებენ რელიგიური კონფესიები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის

23.03.2020 -
სამცხე-ჯავახეთში, რელიგიურმა უმცირესობებმა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ღვთისმსახურებებისას მრევლის მონაწილეობაზე უარი თქვეს. მათი განმარტებით, სალოცავებში მრევლის თავშეყრა ინფექციის გავრცელების მიზეზი გახდება. სხვაგვარად ფიქრობენ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში.
სომხეთში კორონავირუსზე ‘პანიკის გამომწვევი ინფორმაციის’ გავრცელება იკრძალება

სომხეთში კორონავირუსზე ‘პანიკის გამომწვევი ინფორმაციის’ გავრცელება იკრძალება

23.03.2020 -
სომხეთის ორ მედიასაშუალებას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატიების წაშლა მოსთხოვა. უწყებამ „არავოტისა“ და „ჰრაპარაკის“ მასალები „პანიკის გამომწვევ ინფორმაციად“ შეაფასა. ამგვარი ინფორმაციის გავრცელება სომხეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აიკრძალა.
კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთი 15 წლისაა

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთი 15 წლისაა

23.03.2020 -
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი ახალი პაციენტიდან სამი აჭარაშია, ოთხი თბილისში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 61–მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 61–მდე გაიზარდა

23.03.2020 -
stopcov.ge-ზე არსებული ინფორმაციით, დღეს, 23 მარტს კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი ახალი პაციენტი გამოვლინდა, 3 320–მდე გაიზარდა კარანტინში მყოფი პირების რაოდენობაც.
ახალციხელი მსახიობი ესპანეთში კორონავირუსით გარდაიცვალა

ახალციხელი მსახიობი ესპანეთში კორონავირუსით გარდაიცვალა

23.03.2020 -
ბარსელონაში ახალციხის თეატრის ყოფილი მსახიობი, 73 წლის სერგო მელაძე კორონავირუსის ინფექციით გარდაიცვალა. ის ოჯახთან ერთად ესპანეთში დაახლოებით 25 წლის წინ წავიდა.
ვინ გააკონტროლებს სამცხე–ჯავახეთში ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვის შესრულებას

ვინ გააკონტროლებს სამცხე–ჯავახეთში ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვის შესრულებას

23.03.2020 -
საქართვლოს მთავრობის დადგენილებით, 23 მარტიდან იკრძალება ქორწილების, ქელეხებისა და ისეთი სოციალური შეკრებების გამართვა, სადაც დახურულ სივრცეში 10 ადამიანზე მეტი იყრის თავს. სამცხე-ჯავახეთში ამ დადგენილების აღსრულებას ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, მათ შორის მერიის წარმომადგენლები და ადგილობრივი პოლიცია გააკონტროლებენ.
აკაკი ზოიძე – მარნეულში ინფიცირებულ ქალთან 1700-მდე კონტაქტი იკვეთება

აკაკი ზოიძე – მარნეულში ინფიცირებულ ქალთან 1700-მდე კონტაქტი იკვეთება

23.03.2020 -
ჯანდაცვის ექსპერტ აკაკი ზოიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის კონტაქტების რაოდენობა 1 700-მდეა. მისი თქმით, შეიძლება არსებობდეს 540 ინფიცირებული, 10 ჯერ მეტი შემთხვევა, რომელებსაც სიმპტომები გამოვლენილი არ აქვთ.
ზიარება ერთი კოვზიდან და ერთმეტრიანი დისტანცია -  მსახურება სამცხე-ჯავახეთის ტაძრებში

ზიარება ერთი კოვზიდან და ერთმეტრიანი დისტანცია - მსახურება სამცხე-ჯავახეთის ტაძრებში

23.03.2020 -
სამცხე-ჯავახეთის მართლმადიდებლურ ტაძრებში ღვთისმსახურება ჩვეული განრიგით აღევლინება. სასულიერო პირები ამბობენ, რომ მსახურებისას მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, თუმცა ზიარების წესი არ შეუცვლიათ.
ნინოწმინდაში თვითიზოლაციის დარღვევისთვის 3 პირი კარანტინში გადაიყვანეს, თვითიზოლაციაშია - 183

ნინოწმინდაში თვითიზოლაციის დარღვევისთვის 3 პირი კარანტინში გადაიყვანეს, თვითიზოლაციაშია - 183

23.03.2020 -
23 მარტის მონაცემებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან კარანტინში ოთხი პირია გადაყვანილი. სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, აქედან სამი იძულებით, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის, ერთი კი საბაჟო გამშვები პუნქტიდან.
სამცხე-ჯავახეთს კიდევ ერთი საკარანტინო ზონა დაემატა

სამცხე-ჯავახეთს კიდევ ერთი საკარანტინო ზონა დაემატა

23.03.2020 -
ახალი საკარანტინო ზონა ბაკურიანის სასტუმრო „კრისტალში“ მოეწყო. დღეის მდგომარეობით სამცხე-ჯავახეთში სულ ხუთი საკარანტინო ზონა მოქმედებს.
კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

23.03.2020 -
ექიმების განმარტებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტის მდგომარეობა რთულია, მათ ორმხრივი პნევმონია და თანმხლები დაავადებები აქვთ, რაც გამოჯანმრთელების პროცესს ართულებს.
სწავლა 21 აპრილამდე გადაიდო

სწავლა 21 აპრილამდე გადაიდო

23.03.2020 -
ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ დღეს, 23 მარტს გამოსცა.
შემოიტყუე მსოფლიო სახლში

შემოიტყუე მსოფლიო სახლში

23.03.2020 -
დარჩი სახლში და წაიკითხე რას წერენ მშობლებსა და ბავშვებს მასწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი და საბავშვო მწერალი ვასო გულეური. ერთი სახალისო რჩევა – თამაში კი ჩვენგან, თქვენ მშობლებო და ბავშვებო.
ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის განრიგი

ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის განრიგი

23.03.2020 -
უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად უახლოეს სამ კვირაში შვიდი ავიარეისი შედგება. 10 აპრილამდე დაგეგმილი ფრენების განრიგი ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცნო.
ხვალიდან სწრაფი ტესტების შემოტანას ველოდებით - ჯანდაცვის მინისტრი

ხვალიდან სწრაფი ტესტების შემოტანას ველოდებით - ჯანდაცვის მინისტრი

23.03.2020 -
ორ დღეში საქართველოს მოსახლეობისთვის მიზნობრივი ტესტირების ჩატარება შეგვეძლება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პენსიონერებს და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს წამლებს ფოსტა მიაწვდის - მინისტრი

პენსიონერებს და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს წამლებს ფოსტა მიაწვდის - მინისტრი

23.03.2020 -
ქრონიკული დაავადების მქონე პირები და 70 წელს გადაცილებული პენსიონერები მედიკამენტებს „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით მიიღებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა

23.03.2020 -
stopcov.ge-ზე არსებული ინფორმაციით, 23 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტიდან, ჯამში რვა გამოჯანმრთელდა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 235 პირი იმყოფება.