16.04.2016 - დანა, ხანჯალი, ცული, სატევარი – იარაღის სხვადასხვა სახეობას ბორის თათეშვილი წლებია ამზადებს. ქართული ტრადიციული მეთოდით ნაწრთობი ფოლადი და განსაკუთრებული მოხატულობა მისი ნამუშევრების მთავრი ღირებულებაა. იარაღს ძირითადად გამოფენებისთვის, ტურისტებისა და საკუთარი კოლექციისთვის ქმნის.
09.04.2016 - „კარგი ხელოსანი, რომ გახდე, ჯერ კარგი ადამიანი უნდა იყო“, – ასე ფიქრობს ახალციხელი მესაათე ჰაიკ ბალასანიანი, რომელიც ამ საქმეს 15 წლის ასაკიდან მიყვება.
06.04.2016 - ასპინძაში, სოფელ ერკოტაში, სადაც 90–იან წლებში 60 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ ორი ოჯახი დარჩა. სოფელში ამბობენ, რომ დამლაპარაკებელიც აღარ ჰყავთ.
02.04.2016 - სქელტანიან წიგნებს, ლენინიზმისა და საბჭოთა კავშირის მოძღვრებების შესახებ, ირმა მერაბიშვილი ახლა უკვე მცენარეთა საშრობად იყენებს. ფურცლების ქვეშ ფერადი ფოთლები- პეიზაჟის შესაქმნელი მასალა იმალება.
02.04.2016 - სქელტანიანი წიგნის ფურცლებში გამომშრალი მცენარეები და სარდაფებში მოძიებული ობობას ქსელები – ეს ირმა მერაბიშვილისთვის ნახატების შესაქმნელი ატრიბუტებია. ნახეთ, ახალგაზრდა ხელოვანის შემოქმედება ‘სამხრეთის კარიბჭეს’ რეპორტაჟში.
31.03.2016 - ცხოვრება ავარიულ შენობაში, გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე. ბორჯომში, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს შენობაში შეჭრილები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ.
26.03.2016 - გზა ხის ნაჭრებიდან ხალხურ საკრავებამდე ბადრი პაქსაძის სურვილზე, მონდომებასა და შრომაზე გადის. ოსტატი ადიგენიდან, რომლის სახელოსნო ათობით ნამუშევარს იტევს და რომლის ინსტრუმენტებითაც თაობები იზრდება.
24.03.2016 - 2 წელია ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში მცხოვრები ქალების ყოველი დღე იმაზე ფიქრით იწყება, რა შეცვალონ თავიანთ სოფელში და როგორ ჩართონ ამ პროცესში თანასოფლელები. ნახეთ ასპინძის მასშტაბით პირველი და ერთადერთი სათემო ცენტრის ისტორია, რომელიც ქალებმა ქალებისთვის დაარსეს.
23.03.2016 - 'როდესაც საქართველოში ამთავრებ უნივერსიტეტს, არ იცი როგორ გააგრძელო გზა. ევროპაში უფრო ჩამოყალიბებული გაქვს ხედვა" ,– სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ჩინჩალაძე ქართულ და ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას შორის სხვაობაზე საუბრობს.
19.03.2016 - რა საერთოა ელდარ შენგელაიას ფილმის „შერეკილების“ მთავარი გმირს ქრისტეფორე მგალობლიშვილსა და ბორჯომში მცხოვრებ ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილს შორის. ნახეთ, საფრენი აპარატის ამწყობი ბორჯომიდან, რომელმაც მართალია მისი მართვა არ იცის, მაგრამ ზუსტად იცის, რომ გაფრინდება.
13.03.2016 - ოთხ კატეგორიად დაყოფილი ტყე, სარგებლობისა და საკუთრების შეცვლილი ფორმები და საზოგადოების მეტი ჩართულობა; რას ცვლის ტყის ახალი კოდექსი, რომელსაც პარლამენტი აპრილში განიხილავს.
10.03.2016 - სოფელ ბოგაში საშეშე და სამასალე მერქნის ტყიდან გამოტანაზე ჩივიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხე არც ღობეების შესაკეთებლად და არც გასათბობად აქვთ. ტყიდან ფიჩხის გამოტანისთვისაც კი კანონის მთელი სიმკაცრით ისჯებიან.
02.03.2016 - ორდღიანი დაძაბულობის შემდეგ, სოფელ ადიგენში შეთანხმდნენ, რომ ექნებათ ერთი სასაფლაო ორი, სხვადასხვა შესასვლელით. ადიგენი დაძაბულობიდან მეორე დღეს.
29.02.2016 - ჭელასა და მოხეს შემდეგ რელიგიურ ნიადაგზე ერთმანეთს მუსლიმი და ქრისტიანი მრევლი სოფელ ადიგენში დაუპირისპირდა. ქრისტიანები მუსლიმებისთვის სოფელში სასაფლაოს ადგილის გამოყოფას აპროტესტებენ.
24.02.2016 - მესხეთში საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ემზადებიან, ფერმერების ნაწილს ნაკვეთი დამუშავებული აქვს, ნაწილი კი ახლა იწყებს. აგროკონსულტანტები გლეხებს ურჩევენ, მოხვნისთანავე მიწის ანალიზი გააკეთონ, იმისთვის, რომ ზუსტად განსაზღვრონ რა პესტიციდები და სასუქები დასჭირდებათ ნიადაგისთვის.
15.02.2016 - მესხეთში ნაწარმოები იშვიათი და უნიკალური სახეობის ყველით, შესაძლოა ევროკავშირის ბაზარი დავაინტერესოთ. რა გზა უნდა გაიაროს მეწარმემ იმისთვის, რომ მის მიერ ნაწარმოები რძის პროდუქტები ფართო ბაზარზე მოხვდეს.
12.02.2016 - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში, 15–წლიანი იჯარით ის საძოვარი გაასხვისეს, სადაც ადგილობრივები 500–მდე სულ საქონელს აძოვებდნენ. ზიკილიელები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ;
02.02.2016 - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის ნაწილი მაღალმთიან ზონაში გავიდა, ნაწილი კი არა, სტატუსი სოფლის მხოლოდ ქვედა ნაწილს მიანიჭეს, რამაც ზემო სხვილისში მცხოვრებთა პროტესტი გამოიწვია.
02.02.2016 - რა გზა უნდა გაიაროს მესხურმა პროდუქტმა ევროკავშირის ბაზრებამდე, რამდენად მკაცრი კონტროლი ელის პროდუქციას და რას შეცვლის ფერმერებისთვის დასავლეთის ბაზრის ათვისება.
28.01.2016 - ჯავახეთის მთებში ჩაფლული სოფელი, გაყინული ტბით, ყინულქვეშ მოთევზავე ადგილობრივებითა და ცხენებში შებმული მარხილებით; რეპორტაჟი ზამთრის ტაბაწყურიდან.