23.03.2019 - განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება საბაზისო ხელფასი, ხოლო წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან.
22.03.2019 - ბორჯომის ცენტრალურ სტადიონზე საფარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააგებს. ბორჯომის მერია კი სტადიონის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.
22.03.2019 - ადიგენის მერია საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობას ადიგენში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე აშენებს.
21.03.2019 - ერთჯერადი ბენეფიტის მიღებისთვის შექმნილი ორგანზაციები თუ კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო შექმნილი პრობლემები – რატომ შეუწყდათ მასიურად სტატუსი სასოფლო– სამეურნეო კოოპერატივებს.
21.03.2019 - თუ გასულ წლებში სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს ნაკვეთების სახნავ–სათესად 50 ტრაქტორი არ ჰყოფნიდათ, წელს გაზაფხულზე, მექანიზაციის ცენტრში ამბობენ, რომ 30–იც საკმარისია. ადგილობრივები წელს ნაკლებ ფართობს ამუშავებენ და ძირითადად ამისთვის კერძო ტექნიკის ქირაობა ურჩევნიათ.
21.03.2019 - თბილისში კონფერენცია „ბიზნესი ბიზნესისთვის“ გამართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა ქართველმა და სომეხმა ფერმერმა, ვეტერინარმა და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულისა და სერვისების მომწოდებელმა.
20.03.2019 - 2018 წელს სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში ააიპ–ების თანამშრომლების პრემია-დანამატებისთვის 370 177 ლარი დაიხარჯა.
20.03.2019 - სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარების გაცემა დღეიდან, 20 მარტიდან, იწყება.
20.03.2019 - ადიგენში, სოფელ ზარზმაში სკოლის სარეაბილტიაციო სამუშაოების გამო, მოსწავლეები მლაშეს სკოლაში გადაიყვანეს. შენობის რემონტი სექტემბერში უნდა დასრულდეს.
19.03.2019 - ბორჯომის ისტორიული პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა.
19.03.2019 - ახალციხეში მიქუტიშვილის ქუჩაზე, ერთ–ერთ ჩიხში, სადაც ოცამდე ოჯახი ცხოვრობს, კანალიზაცია ღია არხით მოედინება. აქ კლდის ნაწილია ჩამოშლილი და წვიმიან ამინდში ადგილობრივებს სახლებში ნიაღვარი უვარდებათ, გზა კი ქვა–ღორღის გამო მიუვალი ხდება.
19.03.2019 - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ასპინძა–ახალქალაქის მიმართულებით, გზაზე ქვათაცვენის შესაჩერებლად კლდეები გაიწმინდება, თუმცა როდის დაიწყება სამუშაოები ჯერ უცნობია.
18.03.2019 - ნინოწმინდაში პროდუქტი ქუჩებში აღარ გაიყიდება, მერია გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით ქალაქში დახურული ტიპის აგრარულ ბაზარს აშენებს.
15.03.2019 - ახალქალაქის სოფლებიდან ბავშვების საბავშვო ბაღებში ტრანსპორტირებისთვის მერიამ ტენდერი 42 016 ლარზე გამოაცხადა. ტრანსპორტი 159 აღსაზრდელის მომსახურებაზე იქნება გათვლილი.
15.03.2019 - ახალციხის ტბის მარჯვენა სანაპიროზე თვეზე მეტია რაც არცერთი ლამპიონი აღარ ანთია. „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებასა და წყალანირებაში“ ამბობენ, რომ მიზეზი მიწის ქვეშ ელექტროსადენების დაზიანებაა.
15.03.2019 - ახალციხეში, ახლადგარემონტებულ თოჯინების თეატრში, წვიმიან ამინდებში წყალი ამ დრომდე ჩამოდის. თეატრის ადმინისტრაცია მერიას შეკეთების თხოვნით წერილობით მიმართა.
14.03.2019 - ახალციხეში დღეიდან, 14 მარტიდან, ტექნიკური ინსპექტირების ორი ცენტრი იმუშავებს. კომპანია „გრინვეიმ“ ადგილობრივების მოთხოვნით, ქალაქში მოძრავი ტექდათვალიერების ცენტრი ჩამოიტანა.
14.03.2019 - დევნილთა სამინისტრო აწყურში მეწყერით დაზარალებული რვა ოჯახისთვის სახლის შესაძენად თანხის გამოყოფის საკითხს სწავლობს. სპეციალური კომისია ამ ეტაპზე იმ ოჯახების საკითხს განიხილავს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 16.5 და მეტია. ქვეყნის მასშტაბით რიგში სულ 2 916 ოჯახია.
14.03.2019 - ბორჯომის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხუთი ხიდის ნაცვლად რეაბილიტაცია მხოლოდ ორს ჩაუტარა. შპს „დია სერვისი“ ხელშეკრულების პირობების დარღვევის და ვადაგადაცილების გამო დაჯარიმდა.
14.03.2019 - შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა.