04.04.2019 - ბორჯომის საკრებულოში რიგით მეშვიდე ფრაქცია „ბორჯომის სიკეთისათვის“ შეიქმნა. წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ხელფასისთვის 40 200 ლარი გამოიყოფა.
03.04.2019 - ასპინძის ნაგავსაყრელიდან ქარის წაღებული ცელოფნის პარკებით საძოვრები და ადგილობრივების ნაკვეთები ბინძურდება. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში“ აცხადებენ, რომ გრუნტის მარაგი, რითაც ნარჩენებს მარხავენ, ამოიწურა.
03.04.2019 - დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვებასთან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონის მასშტაბით 300–მდე პირმა მიმართა, მათ შორის 100–მდე მოქალაქე ახალციხიდანაა.
03.04.2019 - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი თვის განმავლობაში, სოციალური პროგრამების ფარგლებში, 447 470 ლარის დაფინანსება გასცა.
03.04.2019 - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, 2019-2021 წლებში ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალასა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკების განვითარებისთვის კავკასიის ბუნების ფონდი 870 000 ევროს გამოყოფს.
02.04.2019 - ადიგენში, ფხერო-შოყას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე მერიამ ტენდერი 1 552 290 ლარზე გამოაცხადა. სწორედ ეს გზა მიდის ოქროს ციხემდე, თუმცა მიმდინარე წელს ისტორიულ ძეგლამდე მისასვლელი მონაკვეთის სრულად მოასფალტება არ იგეგმება.
01.04.2019 - ააიპ ახალციხის ციხეზე რეოგრანიზაცია მიმდინარეობს, იგეგმება რამდენიმე სამსახურის გაერთიანება. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ უკვე გააფრთხილეს თანამშრომლები.
01.04.2019 - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 1 600-მდე სტუდენტი სწავლობს, აქედან 82–ს, მიმდინარე წლის ოთხი თებერვლის ბრძანებით, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა.
01.04.2019 - საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებული დადგენილების მიხედვით, 2019 წლის პირველი აპრილიდან ყველა ტიპისა და სისქის პლასტიკის პარკის რეალიზაცია იკრძალება.
27.03.2019 - ადიგენში, სოფელ არალში, გადასასველელი ხიდის მშენებლობა ვერ სრულდება. მიზეზი ის არის, რომ საგზაო დეპარტამენტი და ადგილობრივები კომპენსაციაზე ვერ თანხმდებიან. მოსახლეობა შეთავაზებული თანხის ოდენობით უკმაყოფილოა და მათი ნაწილი მიწის დათმობაზე უარს აცხადებს.
27.03.2019 - ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, პოლიციის შენობასთან მდებარე სკევრის გარშემო გარე განათების ნათურები რამდენიმე თვეა დამტვრეულია.
27.03.2019 - ახალციხეში, კოსტავას ქუჩის დასაწყისში, ამაღლების სახელობის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს გზის დაგების შემდეგ აქ მდებარე ქუჩის საათი აიღეს. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ის საათი გაფუჭებულია და ამიტომ ახალს შეიძენენ.
27.03.2019 - ქალაქ ახალციხის, ასევე, ვალისა და აწყურის სამუსიკო სკოლების ააიპ–ები გაუქმდა და ერთი ააიპ–ი ჩამოყალიბდა, შესაბამისად, გაუქმებულ ააიპ–ებში თანამშრომლებს შეამცირებენ.
27.03.2019 - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას თქმით, წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს 50 სოციალური მუშაკი, ასევე, ფსიქოლოგები დაემატება. სოციალური მუშაკების ხელფასი კი 2020 წელს 1 200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 2022 წელს - 1 500 ლარი გახდება.
26.03.2019 - ბორჯომი–წაღვერი–ტიმოთესუბნის შიდა ქსელის რეაბილიტაციისთვის 1 836 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა ვიდრე წყალმომარაგების კომპანია პროექტს ჩაიბარებდა, მილებიდან წყალმა გაჟონა.
24.03.2019 - ხვალ, 25 მარტს, სოციალური მუშაკების გაფიცვას სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკებიც უერთდებიან. მათ შესაძლოა თბილისში წასვლა ვერ შეძლონ, თუმცა სამსახურში არ გამოცხადდებიან.
24.03.2019 - აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს 25 პაციენტიდან ორი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენები კი სახლში გაუშვეს. კურორტზე ტუბსაავადმყოფო დაკეტეს, თუმცა ჯერ ახალს ფუნქციონირება არ დაუწყია.
24.03.2019 - შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და და ჯარიმის ოდენობა 50 ლარამდე იზრდება.
23.03.2019 - ახალციხეში, რუსთაველის N126-ში, 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.
23.03.2019 - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 100 ათას მოსახლეს შვიდი სოციალური მუშაკი ემსახურება, ეს კი რაც სხვა ქვეყნების პრაქტიკას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებული 772 სოციალური მუშაკია.