17.04.2019 - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ახალციხის სოფლებისთვის გათვალისწინებულ 612 000 ლარს, დღეს, 17 აპრილს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 დაუმატეს.
17.04.2019 - სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლისა რეგიონებს შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
16.04.2019 - ახალციხეში, კლდიაშვილის 29–ში, ორსართულიანი კორპუსის ერთადერთი მცხოვრები, პენსიონერი ჟუჟუნა ზედგინიძე დაზიანებული სახურავის გადახურვას ითხოვს. წვიმის დროს კორპუსში წყალი ისე ჩამოდის, რომ პირველ სართულამდე აღწევს.
16.04.2019 - ზეკარის უღელტეხილზე პოლონური ინვესტიციით, თანამედროვე ტურისტული სივრცის მოწყობა იგეგმება. პარალელურად მიმდინარეობს აბასთუმანი–ბაღდათის შემოსავლელი გზის პროექტზე მუშაობა.
13.04.2019 - სალომე ზურაბიშვილი იმ ახალგაზრდა მეწარმეებს შეხვდა, როლებმაც „აწარმოე საქართველოს ფარგლებში“ გრანტი მოიპოვეს და რეგიონში მცირე ბიზნესი წარმოიწყეს.
12.04.2019 - „საქართველოს გაერთიანებული წყლის კომპანიას" ურავლის მაგისტრალური მილსადენი მეწყერსაშიში ზონიდან ამ დრომდე არ გადაუტანია. მილის სხვა ადგილას გადატანაზე ტენდერი მესამედ უნდა გამოცხადდეს.
11.04.2019 - რატომ შეუჩერა სამუშაოები ძეგლთა დაცვის სააგენტომ მოსკოველ ბიზნესმენს, სოსო ორჯონიკიძეს, რომელიც ვარძიაში მიწისქვეშა სასტუმროს აშენებას გეგმავს. „სამხრეთის კარიბჭემ“ დაათვალიერა მშენებლობის ადგილი, რომელსაც მძიმე ტექნიკის კვალი ეტყობა და ესაუბრა ასპინძის მერიის თანამშრომელს, რომელიც პირად საუბრებში აღიარებს რომ „სამუშაოები უკანონო იყო“.
11.04.2019 - ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარედ ახლადდაგებული ასფალტზე ღრმულები გაჩნდა. ამიტომ მშენებელი კომპანია, დაზიანებულ მონაკვეთზე გზას ხელახლა აგებს.
11.04.2019 - აბასთუმნის ურბანული განვითარების საპროექტო დოკუმენტის მიხედვით, კურორტზე საფეხმავლო ბილიკების, განათების, დამატებითი ისტორიული ღირებულების მქონე შენობა-ნაგებობების და მოსასვენებელი ადგილების მოწყობა იგეგმება. პროექტი ითვალისწინებს, მდინარე ოცხეს დაზიანებული ნაპირის მოწესრიგებაც.
10.04.2019 - რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ბიჭი ხელმოკლე ოჯახიდან, რომელმაც წარმატებას მიაღწია, ლუჟკოვის ფავორიტი - ასე მოიხსენიებს რუსული მედია მოსკოვის ყოფილ ვიცე-მერსა და მილიარდერ ბიზნესმენს, სოსო ორჯონიკიძეს, რომელსაც ძეგლთა დაცვის სააგენტომ ვარძიასთან დაწყებული მშენებლობა შეუჩერა.
10.04.2019 - გოდერძის უღელტეხილზე, ზარზმა–ხულოს საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო. 47–კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტებისთვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.
10.04.2019 - ახალციხეში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე წყლის მილი ექვსჯერ შეაკეთეს და ასფალტიც გადააგეს, თუმცა წყალი ისევ ამოდის. წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადგილობრივებმა მილი არ შეაცვლევინეს, აქ მცხოვრებლები კი მას სიცრუეში ადანაშაულებენ.
09.04.2019 - ემზარ ასპანიძე, კომპანია „ნიალას“ ერთ-ერთი მფლობელი, აცხადებს, რომ ნებართვის გაცემამდე მშენებლობის დაწყებას არ გეგმავს, თუმცა მისთვის გაუგებარია რატომ უთხრა უარი ძეგლთა დაცვის სააგენტომ ვარძიაში 120 ადგილიანი მიწისქვეშა სასტუმროს მშენებლობაზე, რომელიც მესხური სოფლის ანალოგი უნდა ყოფილიყო.
09.04.2019 - აწყვიტა–ნიჯგორის ჩანგრეული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასპინძის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ ასრულებს. ხიდის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 76 707 ლარი დაიხარჯება.
08.04.2019 - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ გენერალური გეგმის გარეშე ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა არ შეიძლება.
07.04.2019 - 2019 წლის მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში 328 486 შეადგინა, რაც 13 536-ით მეტია 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე.
07.04.2019 - ჯავახეთის ეროვნულ პარკში, კარწახის ტბის მიმდებარედ ორი ახალი ეკო-ტურისტული კოტეჯი აშენდება. ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად 113 772 ლარი გამოიყოფა.
05.04.2019 - ახალციხეში, სოფელ ბოგაში მცხოვრები გორგაძეების სახლი ნგრევის პირასაა. ამის გამო ოჯახიდან მცირეწლოვნები დროებით გაიყვანეს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და თვითმმართველობას სამშენებლო მასალებით დახმარებას სთხოვს.
05.04.2019 - ახალციხის ციხეზე რეორგანიზაციიის შედეგად გაუქმდა შვიდი შტატი, ოთხი სამსახური ორად გაერთიანდა და გაიზარდა თანამშრომლების ხელფასები.
05.04.2019 - აბასთუმანში კანალიზაციის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტი, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს, ასევე ითვალისწინებს აბასთუმნისა და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას.