FM97.5 / LIVE
მთავარი » სამართალი » შემთხვევა
ახალციხის რამდენიმე ქუჩას დენი არ მიეწოდება

ახალციხის რამდენიმე ქუჩას დენი არ მიეწოდება

04.08.2020 -
დღეს, 4 აგვისტოს ახალციხეში რამდენიმე ქუჩაზე ელექტროენერგია გაითიშა. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ გათიშვა ქსელში ახალი აბონენტების ჩართვამ გამოიწვია.
რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის დაგებისას საკანალიზაციო მილი დაზიანდა

რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის დაგებისას საკანალიზაციო მილი დაზიანდა

02.08.2020 -
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ასფალტის გარკვეული ფენის დაგების შემდეგ, საკანალიზაციო ჭიდან წყალი ამოვიდა. რის გამოც, დაგებული ფენა აყარეს და მის ადგილზე წყლით სავსე ორმო დარჩა.
ბორჯომში ავარიისას დაშავებულმა მგზავრმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო

ბორჯომში ავარიისას დაშავებულმა მგზავრმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო

01.08.2020 -
ახალციხის სამგზავრო მიკროავტობუსისა და სადისტრიბუციო მანქანის შეჯახების შედეგად დაშავებული მგზავრებს დაჟეჟილობები და მოტეხილობები აღენიშნებათ. განსაკუთრებით რთულია ერთი მათგანის მდგომარეობა.
ახალციხეში ორი მიკროავტობუსის მძღოლი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა

ახალციხეში ორი მიკროავტობუსის მძღოლი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა

01.08.2020 -
დღეს, 1-ელ აგვისტოს, ახალციხის ავტოსადგურზე მიკროავტობუსების მძღოლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე სასწრაფო-სამაშველო სამსახურის ჯგუფი და სამართალდამცველები იმყოფებიან.
ვარხანში მეხი ჩამოვარდა - დამწვარია თივით სავსე შენობა

ვარხანში მეხი ჩამოვარდა - დამწვარია თივით სავსე შენობა

01.08.2020 -
ადიგენის სოფელ ვარხანში მეხის ჩამოვარდნის შედეგად, ხანძარი გაჩნდა და თივით სავსე სათავსო დაიწვა. ადგილზე სამი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა.
ახალქალაქში გზის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

ახალქალაქში გზის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

01.08.2020 -
ახალქალაქის სოფელ ხოსპიოსთან გზის მშენებლობაზე დასაქმებული სატვირთო მანქანის მძღოლი, დენის დარტყმის შედეგად, ადგილზე გარდაიცვლა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მძღოლმა თვითმცლელიდან ტვირთის დასაცლელად მისაბმელი მაღლა ასწია და იგი მაღალი ძაბვის ხაზს შეეხო.
ახალციხის სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოყვა - დაშავებულია 8 პირი

ახალციხის სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოყვა - დაშავებულია 8 პირი

01.08.2020 -
ბორჯომში, ლიკანის დასახლებასთან ახალციხის სამგზავრო მიკროავტობუსი და დისტრიბუციის მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ. დაშავებული რვა მგზავრი ბორჯომის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავარია ასპინძაში – დაშავებულია 3 პირი

ავარია ასპინძაში – დაშავებულია 3 პირი

31.07.2020 -
ასპინძაში, სოფელ იდუმალასთან, "მიცუბიშის" მარკის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს.
ახალციხეში შუახნის კაცს მანქანა დაეჯახა

ახალციხეში შუახნის კაცს მანქანა დაეჯახა

30.07.2020 -
დღეს, 30 ივლისს, ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე, ქვეითთა გადასასვლელთან "მერსედესის" მარკის მანქანა შუახნის კაცს დაეჯახა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელი გარდაიცვალა

ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელი გარდაიცვალა

29.07.2020 -
ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელი, ბექა გოგრიჭიანი დღეს, 29 ივლისს გარდაიცვალა, მას თავში ცეცხლსასროლი იარაღით მძიმე დაზიანება ჰქონდა მიყენებული.
ნინოწმინდაში ავარიის შედეგად 2 პირი დაშავდა

ნინოწმინდაში ავარიის შედეგად 2 პირი დაშავდა

29.07.2020 -
დღეს, 29 ივლისს ნინოწმინდა-სათხეს გზაზე, „ოპელის“ მარკის ავტომობილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა, არიან დაშავებულები.
ასპინძა–ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ასპინძა–ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

28.07.2020 -
დღეს 28 ივლისს, ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ერთმანეთს "ფორდ ტრანზიტი" და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ, შემთხვევის შედეგად ორივე ტრანსპორტის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.
სოფელ სმადასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა

სოფელ სმადასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა

27.07.2020 -
ადიგენის სოფელ სმადასთან სატვირთო ავტომანქანა მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში

26.07.2020 -
დღეს, 26 ივლისს, ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე წრიულთან ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.
ნინოწმინდაში ავარიას 70 წლამდე კაცი ემსხვერპლა

ნინოწმინდაში ავარიას 70 წლამდე კაცი ემსხვერპლა

26.07.2020 -
დღეს, 26 ივლისს ნინოწმინდაში, ფოკის მიმართულებით მოძრავი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მცირეწლოვანი კი დაშავდა.
ახალციხეში ავტომანქანაში გველი შეძვრა [ვიდეო]

ახალციხეში ავტომანქანაში გველი შეძვრა [ვიდეო]

26.07.2020 -
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მუბუქ მანქანაში მეპატრონემ გველი იპოვა.
ავარია ნინოწმინდაში – დაშავებულია 3 პირი

ავარია ნინოწმინდაში – დაშავებულია 3 პირი

26.07.2020 -
ნინოწმინდაში "ბეემვესა" და "ფორდის" მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ, შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
რესტორან ‘ემიგრანტთან’ მომხდარი დაპირისპირების შედეგად 2 პირი დააკავეს

რესტორან ‘ემიგრანტთან’ მომხდარი დაპირისპირების შედეგად 2 პირი დააკავეს

25.07.2020 -
ახალციხეში, სოფელ წნისში მდებარე რესტორან „ემიგრანტის“ სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, ადგილობრივების თქმით, ჩხუბში 100–ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომხდარის შედეგად, ორი პირია დაკავებული, გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
სოფელ ხერთვისთან ავარიის შედეგად ოთხი პირი დაშავდა

სოფელ ხერთვისთან ავარიის შედეგად ოთხი პირი დაშავდა

24.07.2020 -
ასპინძაში, სოფელ ხერთვისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ტოიოტას“ მარკის მანქანების შეეჯახნენ. დაშავებულია ოთხი პირი.
ნინოწმინდაში ავარიის შედეგად დაშავებული სამი პირიდან ორის მდგომარეობა მძიმეა

ნინოწმინდაში ავარიის შედეგად დაშავებული სამი პირიდან ორის მდგომარეობა მძიმეა

24.07.2020 -
ნინოწმინდა-საღამოს გზაზე, ავარიის შედეგად დაშავებული ორი მგზავრი რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს, მესამე პაციენტი, რომლის მდგომარეობაც შედარებით მსუბუქია, ნინოწმინდის სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.